x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აღმოაჩინეს დროის კაფსულა, რომელშიც გრეის კელის ფოტოსურათი და ნახატი იყო, ამო-ს გადაადგილების მარშრუტით

image


ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა, ლითონის დეტექტორის გამოყენებით, გასული წელს 13 მარტს, ტყეში რამდენიმე კონტეინერი აღმოაჩინა, რომელშიც ქილები, ზარდახშები, მაღვიძარა, ძველი მონეტები... და დროის კაფსულა იყო, რომლის მფლობელს, აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა მომავალი თაობისთვის.
«ეს წარმოუდგენელი იყო! ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. ჩვენ თავიდან რამდენიმე თითბერის (სპილენძის და თუთიის შენადნობი, ე. წ. ლატუნი) მონეტა ამოვთხარეთ, აქა-იქ. მაგრამ, შემდეგ, უცნაურ განძს წავაწყდით, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო, - თქვა განძის მაძიებელმა, რომელიც საკუთარ თავის Quarter Hoarder-ს უწოდებდა. - ვიღაცამ, დიდი ხნის წინ, სპეციალურად დამარხა ეს ნივთები და აი, ახლა მათ ისევ ნახეს დღის შუქი. ნამდვილად წარმოუდგენელი დღე არის!»
ნაპოვნ არტიფაქტებს შორის უცნაური როზეტები, ბრები, ღილები, ნათურები, ჰერბიანი თეფშები, ხსვადასხვა ღირებულების მონეტები, რომელთა შორის, ყველაზე ძველი, 1853 წლით იყო დათარიღებული. ხოლო ყველაზე ახალი - 1982 წელს იყო გამოშვებული. თუმცა, ყველაზე უცნაური, ნაპოვნ ნივთებს შორის, მინის ქილა იყო, ლითონის სახურავით, რომელიც თავდაპირველად, გამოჩენილი ძალისხმევის მიუხედავად, არ გაიხსნა. შემდეგ ხეზე მიაკაკუნეს, მიწა მოაცილეს და სახურავზე წარწერა და ნახატი შენიშნეს. მასზე ფრთებიანი გული ეხატა, ხოლო ტექსტი სიყვარულზე და გადარჩენაზე იყო.
ბოლოს, ქილა გახსნეს და მასში კიდევ უფრო უცნაური ნივთები იპოვეს: გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიები, ბიბლიიდან ამოხეული ფურცლები, ჰოლივუდის ვარსკვლავის გრეის კელის ფოტო, რომელიც 1956 წლის აპრილში მონაკოს პრინცს რენე III გაჰყვა ცოლად. იყო ფილიპის სახელით დაწერილი წერილები. სავარაუდოდ, სწორედ ის იყო სამალავის მფლობელი. ქილაში რამდენჯერმე დაკეცილი თეთრი ქაღალდი იყო ჩაჭედილი, რომელზეც თანავარსკვლავედები და ამო ეხატა.

ნახატზე დეტალურად არის ნაჩვენები, «მფრინავი თეფშის» მოძრაობის მიმართულება და გადაადგილების გრაფიკი. როგორც ჩანახატიდან ირკვევა, დამკვირვებელმა ის 21:30 წუთზე დააფიქსირა (თარიღი უცნობია) ორიონის თანავარსკვლავედის ფონზე, 23:00-ზე ის ვეშაპის თანავარსკვლავედს გასცდა, 24:00-ზე ჟირაფის თანავარსკვლავედამდე მიაღწია, ხოლო იქიდან - პატარა დათვის თანავარსკვლავედისკენ დაეშვა. ნახატიდდან ჩანს, რომ დამკვირვებელი ამო-ს გადაადგილებას ღამის 2 სთ-მდე აკვირდებოდა, ხოლო შემდეგ, ობიექტი გაქრა მისი თვალთახედვის არიდა. ხოლო ნახატი, რატომღაც ნეკროლოგით სრულდება.image

imageimageდროის კაფსულა, სავარაუდოდ, 30-40 წლის წინ ჩამარხეს მიწაში. ამასთან, ამ ნაკრების ავტორი, აშკარად გრეის კელის თაყვანისმცემელი იყო, რომელიც 1982 წელს, საკმაოდ იდუმალ ვითარებაში, გარდაიცვალა.

ერთი შეხედვით, გარდაცვალების მიზეზი ავტოავარია იყო. მაგრამ, ავარიის მიზეზს, ოჯახი დღემდე მალავს. ოფიციალური ვერსიით, გრეის ინსულტი დაემართა, საჭეზე კონტროლი დაკარგა და მანქანა კლდიდან გადავარდა. იგივე ვერსიას ადასტურებს გრეის უმცროსი ქალიშვილი სტეფანია, რომელიც მანქანაში დედასთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე, გრეიმ დაიძახა, რომ ვერაფერს ხედავდა. თუმცა, საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში, ჯერ კიდევ ცოცხალი ქალის გადაყვანის შემდეგ გადაღებულ რენდგენის სურათზე, ანევრიზმის ფაქტი არ დადასტურდა.

imageგარდა ამისა, ავარიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ფაქტი იქცევს ყურადღებას: გრეისი მანქანას კარგად მართავდა და ყოველთვის უსაფრთხოების ღვედს იკეთებდ. მაგრამ, როდესაც ავარიის ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია მივიდა, ის უკანა სავარძელზე იწვა, ხოლო მისი ქალიშვილი, ასევე უგონო მდგომარეობაში, მიწაზე.

imageimageimageახლა, ის არის გასარკვევი, თუ რა კავშირი უნდა ჰქონოდ გრეის კელის «მფრინავ თეფშთან»?

ამ კითხვაზე პასუხი არსებობს, უფრო სწორედ, არსებობს ჰოლივუდის ვარსკვლავის გარდაცვალების ვერსია. მაგრამ, მას მხოლოდ ის დაიჯერებს, ვისაც სჯერა, რომ უცხოპლანეტელები დედანიწას აკონტროლებენ და საჭიროების შემთხვევაში, აქ მიმდინარე პროცესებში ერევიან.

აღნიშნული ვარსია, 1998 წელს პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გაჩნდა, რომლის თანახმად, გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე, 1982 წლის 15 ივლისს, გრეის კელი «მზის ტაძრის» ფარული ორგანიზაციის წევრი გახდა და მან ამ ორგანიზაციას 9 მლნ. დოლარი გადასცა და კიდევ 6 000 000-ის მიცემას აპირებდა.

ჭორების თანახმად, მონაკოს თავადის ცოლი, იმ საბედისწერო დღეს, სწორედ ორგანიზაციის კრებაზე მიდიოდა, ხოლო ქალიშვილი მანქანაში იმიტომ იყო, რომ ერთი გზა ჰქონდათ, - შვილი საფრანგეთში მიდიოდა. ხოლო თვითონ მორგონში (საფრანგეთი), სადაც იმ დროს, მასონთა ორდენის შტაბ-ბინა იყო.
ითვლება, რომ ორდენის მიზანი – ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენის მოხდენა იყო. ასევე ცნობილია, რომ «მზის ტაძრის» ორდენი, 1952 წელს, ჟაკ ბრეიერმა (Jacques Breyer) დაარსა, ხოლო 1968 წლიდან, მას ჟულიენ ორიგასი ჩაუდგა სათავეში, რომელიც წარსულში ნაცისტური «ანენერბეს» წევრი იყო.
აღსანიშნავია, რომ «მზის ტაძრის» ათობით წევრმა გაიზიარა გრეის კელის ბედი. ჯერ მარტო 1994 წელს, ამ ორდენის 70-მდე წევრი დაიღუპა და ყველა გაურკვეველ ვითარებაში...


1
641
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
641
  
2018, 25 მაისი, 0:15
საშინლად საოცარი და საინტერესო ამბავია.....და რა თქმა უნდა მე მჯერა რომ ყველაფერი ეს სიმართლეა
0 1 1