x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
თუ გინდათ ხარისხიანი ავეჯი შეიძინოთ, გაითვალისწინეთ 8 დეტალი
ავეჯის გარეგნული იერსახე შესაძლოა მაცდური აღმოჩნდეს და უკვე რამდენიმე თვის შემდეგ კარადაზე საღებავი გახუნდეს, დივანი ჩავარდეს დაა.შ.

მწარმოებლის უმთავრესი მიზანი ავეჯის გაყიდვაა და მის ნაკლოვან მხარეებზე არავინ არაფერს გეტყვით. თუ ხარისხიანი ავეჯის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, ეს დეტალები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ყიდვის დროს მათ ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს, არადა მათზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდხანს მოგემსახურებათ ავეჯი.


1. ჩიხოლის არსებობა

imageრბილი ავეჯის ზედაპირი ყველაზე მალე ფუჭდება. ხარისხიან ავეჯს თავისი სათადარიგო ჩიხოლი მოყვება. თუ ავეჯზე გადაკრული დაისვრება ან დაიხევა, მისი შეცვლა ადვილად შეგიძლიათ.


ავეჯისმწარმოებელი ზოგიერთი ფაბრიკა ჩიხოლების გამოშვებას მაშინაც კი აგრძელებს, თუ ავეჯის იმ მკონკრეტულ მოდელს აღარ აწარმოებს. მათი ყიდვით შეგიძლიათ თქვენი დივნით დიდხანს ისარგებლოთ და ფულიც დაზოგოთ. ახალი ჩიხოლი ხომ ახალ დივანზე ბევრად იაფია.


2.დეტალების დამაგრების ხარისხი

imageხარისხიან ავეჯზე მწარმოებლები ევრო-ხრახნებს იყენებენ. ისინი უფრო მტკიცეა და დიდხანს მოგემსახურებიან.

ფურნიტურა-ეს ყველაფერი დამატებითი დეტალებია:ხრახნები, სამაგრები, ფეხები. ისინი ავეჯს ამაგრებენ და გარეგნულ იერს აუმჯობესებენ. ფურნიტურა მჭიდროდ უნდა იყოს დაფიქსირებული. მასსა და ავეჯს შორის ღრიჭოები არ უნდა იყოს. ზედაპირი კი ფურნიტურის გარშემო დაუზიანებელი უნდა იყოს.


3. საგნების პირაპირის ხარისხი

imageპირაპირი გლუვი და თანაბარი უნდა იყოს, ყოველგვარი დასამუშავებელი ნაწილების გარეშე. კიდეები მჭიდროდ უნდა ედებოდეს ერთმანეთს. შესამოწმებლად კბილის ჯაგრისი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ის თავისუფლად ჩადის პირაპირის კიდეების ღრიჭოებში, ასეთი ავეჯის შეძენა არ ღირს.

ხარისხიან ავეჯზე პირაპირის ზომები უნდა ემთხვეოდეს და არც მსხვილი და თვალშისაცემი უნდა იყოს.


4. შიდა მატერიალების დამაგრების ტიპი

imageავეჯის უკანა კედელი ავეჯის ფორმაზე აგებს პასუხს და მას სათანადო პოზიციას უნარჩუნებს. ის შესაძლოა იყოს მოსახსნელი ან დაფიქსირებული.

ლურსმნებით და სჭვალებით დამაგრებული კედელი დროთა განმავლობაში გაიწევს და ასეთი ავეჯის შეკეთება საკმაოდ რთულია. მოსახსნელი კედელი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. მას უკვე გამზადებულ ავეჯში აყენებენ, ცვეთის შემთხვევაში კი ახლით ცვლიან. შიდა კედლების მასალა ისეთივე უნდა იყოს, როგორიც გარე კედლებისა. სასურველია, რომ თაროების სისქე გარე კედლების სისქეს არ აღემატებოდეს.


5. უჯრის მამოძრავებლის ტიპი

imageმამოძრავებლის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ბურთულოვანი და გორგოლაჭებიანი. ბურთულოვანი მამოძრავებლით უჯრები უხმაუროდ იღება, ბოლომდე და 60 კგ-მდე დაწოლას უძლებენ. გორგოლაჭებიანი მხოლოდ 25 კგ-ს უძლებს, ბოლომდე არ იღება და ხმაურიანიცაა. სამაგიეროდ იაფია.

ორივე შემთხვევაში, მათი სიგანე 1 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და თავისუფლად უნდა მოძრაობდნენ. შესამოწმებლად, ჩადეთ უჯრაში რაიმე მძიმე ნივთი და რამდენჯერმე გამოაღეთ და დახურეთ უჯრა.


6. რბილი ავეჯის გადასაკრავი

imageგადასაკრავის ხარისხი ავეჯის დანიშნულებაზეა დამოკიდებული. თუ დივანი დასაძინებლად გინდათ, შეარჩიეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული გადასაკრავით. სტუმრებისთვის კი ზამში, მიკროფიბრა და სხვ. გამოგადგებათ. სახეებიანი გადასაკრავი უფრო დიდხანს ინარჩუნებს იერს, ვიდრე ერთი ტონის.

ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ რა ნივთიერებითაა დამუშავებული გადასაკრავი. ისინი, როგორც წესი, ქსოვილს მტვრისგან და ცეცხლისგან იცავენ. წინასწარ იკითხეთ, შესაძლებელია თუ არა ავეჯის დამუშავება სველი წესით. მთელი ეს მონაცემები პასპორტიდან შეგიძლიათ შეიტყოთ, რომელიც ხარისხიან ავეჯს უნდა ჰქონდეს.


7.რბილი ავეჯის შემავსებელი

imageსწორედ შემავსებელზეა დამოკიდებული, თუ რამდენად რბილია ავეჯი და რამდენ ხანს შეინარჩუნებს ფორმას. ყველაზე სწრაფად პოროლონის შემავსებლიანი ავეჯი ფუჭდება. თუ მასზე ყოველდღე დაიძინებთ, უკვე ნახევარ წელში ავეჯს ჩაღრმავებები გაუჩნდება დაწოლის ადგილებში.

უფრო გამძლეა ჰოლკონი და ლატექსი. ორივე კარგად ინარჩუნებს ფორმას და სიმკვრივითაც გამოირჩევიან. თუმცა, ლატექსის შემავსებლიანი დივანი უფრო ძვირიც ღირს.


8. კარკასის ტიპი

imageკარკასის 3 ტიპი არსებობს:მეტალის, ხის და ე.წ. დეესპე. ყველაზე დიდხანს მეტალის კარკასი მოგემსახურებათ, რომლის დეტალებიც შედუღებულია და არა ბოლტებით დამაგრებული.

ხის კარკასიც დიდხანს ძლებს, მაგრამ ეს უკვე ხის ტიპზეა დამოკიდებული. მაგ: მუხის და კაკლის ავეჯი უფრო დიდხანს ძლებს, მაგრამ ძვირიც ღირს.

ხის კარკასი აბსოლუტურად გამომშრალი და სწორი უნდა იყოს.

რაც შეეხება დეესპეს-ეს მასალა ყველაზე იაფია და ყველაზე მალეც ფუჭდება, მაგრამ თუ ხარისხიანად დავამუშავებთ, შესაძლოა ექსპლუატაციის პერიოდი გავუხნგრძლივოთ.

0
265
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0