x
image
გემი დალანდი
10 სამეცნიერო თეორია,რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია
image

არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. ჭეშმარიტების ძიებაში ადამიანები ხშირად უხვევენ სწორი გზიდან. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ამან მილიონობით ადამიანს საშინელი შედეგი მოუტანა. 1950 წელს ფილოსოფოს-რაციონალისტმა ბერტრან რასელმა დწერა ესსე “ლოგიკა და ცოდნა", რომელშიც ის მცდარი შეხედულებები და შეცდომები ჩამოთვალა, რომელთაც არაჰუმანური შედეგები ჰქონდათ.

ეს 10 სამეცნიერო თეორია ამტკიცებს, თუ როგორ შეიძლება შეცდეს ადამიანი. წარსულის შეცდომები კი იმისთვისაა, რომ სამომავლოდ გავითვალისწინოთ.


1. რასობრივი თეორია


imageძირითადი აზრი: ზოგიერთი რასა სხვებზე უკეთესია.

ეს თეორია ჯერ კიდევ მონათმფლობელობის დროიდან მოდის, რათა ახსნა ჰქონოდა იმ ფაქტს, თუ რატომ უნდა ემორჩილებოდეს ადამიანთა ერთი ჯგუფი მეორეს.

მე-19 საუკუნეში ფრანგმა მწერალმა და სოციოლოგმა ჯოზეფ დე გობინომ თავის შრომებში, რომლებიც რასობრივ უთანასწორობას ეხებოდა, არიული რასა უმაღლესად გამოაცხადა. ის თვლიდა, რომ ეს რასა სხვებს აღემატებოდა როგორც ფიზიკური მონაცემებით და ძალით, ისე ინტელექტით, სილამაზით და ა.შ.

ეს თეორია გერმანელმა ანთროპოლოგმა ჰანს გიუნტერმა განავითარა. დაიწყო ნაცისტური პოლიტიკა “რასობრივი ჰიგიენა", “არასრულფასოვანი" ხალხის, უპირველესად კი ებრაელთა დისკრიმინაციის და მოგვიანებით მათი სრული განადგურების მიზნით.

ამ პოლიტიკის მსხვერპლთა რიცხვი 4-დან 8 მილიონამდე მერყეობს.

თანამედროვე მეცნიერება არანაირად არ უკავშირებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს მის კანის ფერს და წარმომავლობას.


2.ევგენიკა

imageძირითადი აზრი: ადამიანის გაუმჯობესება შესაძლებელია “სელექციის" გზით

გენოფონდის გაუმჯობესების და საზოგადოებისთვის ღირებული თვისებების გაუმჯობესების თეორიის ავტორი ინგლისელი მკვლევარი ფრენსის ჰალტონი გახდა.

მაგრამ, აი, რაშია საქმე: რომელი თვისებები უნდა ჩაითვალოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვნად? ხომ არ აღმოჩნდება სელექციის პროცესში ისეთი ადამიანი “ბორტს მიღმა".რომელსაც უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს, მაგრამ ფიზიკური ნაკლით დაიბადა?

ნაცისტურ გერმანიაში, იმ ადამიანთა გამრავლების ხელის შეშლის მიზნით, რომლებიც “არასრულფასოვნად'' ითვლებოდნენ, “ნეგატიური ევგენიკა" განვითარდა. იძულებითი სტერილიზაციის პროგრამები ტარდებოდა სკანდინავიურ ქვეყნებშიც, აშშ-ში, შვეიცარიაში, ინგლისში და იაპონიაშიც კი.

კლონირების განვითარების და ადამიანის დნმ-ში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობის პარალელურად, ისევ აქტუალურია მსგავსი ექსპრიმენტების ეთიკური მხარე და ეს უამრავი კამათისა და დისკუსიის საგანი გამხდარა. მაგალითად, ისლანდიაში, ყველა ფეხმძიმე ქალს, რომელთაც ექოსკოპირი გამოკვლევებით ნაყოფის დაუნის სინდრომი დაუდგინდება, აბორტს უკეთებენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი და ჰუმანური საქციელია?


3. ტელეოგონია

imageძირითადი აზრი: ბავშვი ქალის პირველ პარტნიორს დაემსგავსება

ეს თეორია პოპულარული იყო რელიგიურ ჯგუფებში და კრეაციონიზმის მიმდევრებში, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ქალი ქორწინებამდე უბიწო უნდა დარჩენილიყო. ამ თეორიის თანახმად, მამაკაცთან პირველი სექსუალური კონტაქტი გავლენას ახდენს მომავალი ბავშვების გარეგნობასა და ხასიათის ჩამოყალიბებაზე. რთული წარმოსადგენია, რამდენი ქალი დაზარალდა ამ თეორიის გამო.

ამ თეორიას იზიარებდნენ ნაცისტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ თუ გერმანელ ქალს კავშირი ჰქონდა არაარიული რასის წარმომადგენელთან, ის უკვე ვეღარ შეძლებდა “სუფთა სისხლის" ბავშვის გაჩენას.

ანგელა კრინმა და რასელ ბოდურიანსკიმ, ავსტრალიიდან, ბუზებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი და გამორიცხეს, რომ შთამომავლობის სხეულის ზომას პირველი მეწყვილის სხეულის ზომა განსაზღვრავდა და არა შთამომავლობის მამის.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ცხოველებში ეს ექსპერიმენტი არ შედგა, რადგან შთამომავლობა მართლაც “გაფუჭდა".

რაც არ უნდა იყოს, გენეტიკის აღმოჩენებთან და მიღწევებთან ერთად, ეს თეორია უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.


4. ბრტყელი დედამიწის თეორია

imageძირითადი აზრი: სამყაროს ცენტრში ბრტყელი დედამიწაა

მზის სისტემის, რომლის ცენტრშიც ბრტყელი დედამიწა იყო, ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში სჯეროდათ.

ეს შეხედულება კოპერნიკის წყალობით შეირყა, მაგრმა მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დამტკიცებულია დედამიწის სიმრგვალე, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ბრტყელი დედამიწის თეორიას იზიარებენ.

დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ შუასაუკუნეებში საწინააღმდეგო აზრის გამო ადამიანებს სასტიკად სჯიდნენ და “ურწმუნოებს" კოცონზე წვავდნენ.


5.დეილ კარნეგის ეფექტური ურთიერთობის თეორია

imageძირითადი აზრი: უარი საკუთარ “მე"-ზე და ღიმილი სახეზე

ადამიანი, რომელიც პუბლიკაში სიტყვით გამოდის, ადვილად იძენს ნაცნობებს, ბევრ დროს უთმობს სამუშაოს, არავისთან მოსდის კონფლიქტი და ყოველთვის იღიმება- გარშემომყოფები წარმატებულ და ცხოვრებით კმაყოფილ ადამიანად თვლიან. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

თავის წიგნებში დეილ კარნეგი ხშირად მოუწოდებს ადამიანებს საკუთარი “მე" დაივიწყონ და უარი თქვან საკუთარ მოსაზრებაზე, რომ მოსაუბრეს თავი მოაწონონ და ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდეს. მაგრამ ადამიანი, რომელიც გამუდმებით თამაშობს და საკუთარ შეხედულებაზე ამბობს უარს, სტრესს და დამცირებას განიცდის შინაგანად. ეს კი ადრე თუ გვიან ფსიქოსომატურ დარღვევებს გამოიწვევს. ამგვარმა ქცევამ შესაძლოა პუბლიკის მოწონება დაიმსახუროს თქვენი მისამართით, მაგრამ პიროვნულად ბედნიერად ნამდვილად ვერ იგრძნობთ თავს..

კარნეგი გვირჩევს, რომ ყოველთვის ვიღიმებოდეთ. ეს რჩევა ექსტრავერტებს გამოადგებათ, ინტროვერტები კი ნამდვილად ვერ შეძლებენ ღიმილი იარაღად გამოიყენონ.


6.ჰომეოპათია

imageძირითადი აზრი: განკურნო მსგავსი მსგავსით, მხოლოდ მცირე დოზებით.

ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინის ერთერთი მიმართულებაა.რომლის ფუძემდებლად ქრისტიან ჰანემანი ითვლება. დაავადებულის სამკურნალოდ იმ წამლების მცირე დოზას იყენებენ, რომელიც დიდი დოზით მიღების შემთხვევაში ჯანმრთელ ადამიანში იგივე დაავადებებს იწვევს.

უხეშად რომ ვთქვათ, ჰომეოპათიური პრეპარატი ძლიერად განზავებული შხამია. ზოგჯერ ისე ძლიერად განზავებული, რომ მხოლოდ წყალიღაა. კლინიკურმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან ხშირად ასეთი პრეპარატების მოქმედება არაფრით ჩამოუვარდება პლაცებოს ეფექტს.

მეცნიერები და მკვლევარები ჰომეოპათიას ჩვენი დროის ერთერთ უდიდეს აფიორად თვლიან, მაგრამ მილიონობით ადამიანი მაინც მიმართავს ჰომეოპათიას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაფრთხილებს: ჰომეოპათიური მკურნალობა, როგორც ძირითადი მკურნალობის ალტერნატივა, საშიშია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.


7. ფოკალური სეფსისი

imageძირითადი აზრი: ანთებითი პროცესის დროს სისხლში ტოქსინები გამოიყოფიან, ამიტომ უკეთესია ავადმყოფი ორგანო მოვიშოროთ.

ფოკალური სეფსისის თეორიამ მე-19 საუკუნეში შეიძინა პოპულარობა და უამრავი არასაჭირო ოპერაციაც ჩატარდა.ექიმები თვლიდნენ, რომ მავნე ბაქტერიებს ორგანიზმში უამრავი დაავადების და ფსიქოზის გამოწვევაც კი შეეძლოთ, შედეგად, “პოტენციურად საშიში" ორგანოების მოცილება პოპულარულ პრაქტიკად იქცა. თუნდაც უბრალო კარიესის გამო, ადამიანებს არა მხოლოდ კბილს, გლანდებს და ადენოიდებსაც კი აჭრიდნენ.

თანამედროვე კვლევები კი ამტკიცებენ, რომ კეროვან ინფექციებს არავითარი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნიათ. ასეთი ოპერაციები მხოლოდ ვნებდა პაციენტებს. ტოქსინები კი არანაირად არ ახდენენ ზეგავლენას ფსიქოზის ჩამოყალიბებაზე.


8.მკურნალობა სისხლის გამოშვებით

imageძირითადი აზრი: ყოველგვარ დაავადებას სისხლის სიჭარბე იწვევს.

ჰიპოკრატეს ეკუთვნის თეორია 4 სითხის შესახებ. ამ თეორიის თანახმად, ადამიანის ორგანიზმი თანაბრად უნდა შეიცავდეს სისხლს, ლორწოს, ყვითელ და შავ ნაღველს. ითვლებოდა, რომ ყველა დაავადება ამ ბალანსის დარღვევის, უფრო ხშირად კი, სიხლის სიჭარბის შედეგად ჩნდებოდა. სისხლის გამოშვებით კი პაციენტი “ცუდი" სისხლისგან თავისუფლდებოდა.

თანამედროვე გადმოსახედიდან ცხადია, თუ რა საფრთხეებს შეიცავდა სისხლის გამოშვების პროცედურები:ინფექციების შეჭრა სისხლში და ორგანიზმში, სათანადოდ დაუმუშავებელი იარაღებით, ორგანიზმის დასუსტება და სხვ. იყო იმის საფრთხეც, რომ არტერია დაეზიანებინათ და ადამიანი სისხლისგან დაცლილიყო.

მკურნალობის ეს მეთოდი აზიის ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც გამოიყენება და მას ჰიჯამის უწოდებენ.


9. ფრენოლოგია

imageძირითადი აზრი: როგორიცაა თავის ქალა, ისეთია ხასიათი

ავსტრიელი ექიმი და ანატომი ფრანც იოზეფ ჰალი თვლიდა, რომ ადამიანის აზრები, ემოციები და ფსიქიური თავისებურებები მისი თავის ქალის ფორმაზე ახდენდნენ გავლენას. მან ფრენოლოგიური რუკაც დახატა, სადაც ყოველი ზონა ადამიანის ხასიათის თავისებურებას განსაზღვრავდა. ამ ადგილას თავის ქალის ამობურცული ფორმა იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანს ეს თვისება ძლიერად ჰქონდა განვითარებული, ჩავარდნილი ადგილი კი -პირიქით.

საუკუნეთა განმავლობაში ადამიანების სახით საზღვრავდნენ მის ხასიათს და თუ “არაკეთილშობილურ" ნაკვთებს პოულობდნენ, ეს საკმარისი იყო ადამიანი დამნაშავედ შეერაცხათ.

ნეიროფიზიოლოგიის განვითარებასთან ერთად დამტკიცდა, რომ ადამიანის ხასიათსა და გონებრივ მონაცემებზე არც მისი თავის ქალის ფორმა მოქმედებს და არც ტვინის სიდიდე. ფიზიოგნომიკა ცრუ მეცნიერებად გამოცხადდა.


10.მსოფლიო შეთქმულების თეორია

imageძირითადი აზრი: მსოფლიოში ყველაფერს ადამიანთა მცირე ჯგუფი მართავს.

ეს თეორია ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს სრულ კონტროლს მიაწერს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ამ თეორიის თანახმად, არავის ნდობა არ შეიძლება, არც მასწავლებლების, არც სამეცნიერო კვლევების, არც ექიმების და არც საკუთარი თავის.

ამ თეორიით ხსნიან დარვინის ევოლუციას, კოსმოსის ათვისებას და იმასაც, რომ კიბოს ვაქცინა აქამდე არ შექმნილა.

მეცნიერმა და მათემატიკოსმა დევიდა გრაიმსმა ფორმულა შეიმუშავა“რომელიც ამტკიცებს, რომ მსოფლიო შეთქმულება შეუძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის შესახებ ადრე გახდებოდა ცნობილი

4
486
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
486
  
2018, 23 მაისი, 18:52
ევგენიკაც რთული საკითხია, გენიოს მშობლებს გენიოსი შვილები იშვიათად ჰყავთ,მაშინ,როცა გენიოსების შემთხვევაში მათი უმრავლესობის მშობლები ჩვეულებრივი,საშუალოსტატისტიკური ადამიანები იყვნენ გონებრივი მონაცემებით. და საინტერესო ისიცაა,რომ არც მაინცდამაინც ფიზიკურად ბრწყინავდნენ ბრწყინვალე გონებით დაჯილდოებული ადამიანები.
2018, 23 მაისი, 18:44
რასაც თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ეწირება ყველაფერი დასაგმობია. მე ამის გარეშე ვამბობ. ჰუმანურად თუ მიუდგები კარგად მუშაობს ევგენიკა როგორც ცხოველების ასევე ადამიანების შემთხვევაში. ხო რასიზმი შეიძლება არასწორია კი ბატონო, პროჭობაა.
2018, 23 მაისი, 18:02
ვერ დაგეთანხმებით,მაგრამ აქ მთავარიმაინც მორალური მხარეა,როცა მსგავს ახირებებს ადამინთა და მით უფრო უდანაშაულო ბავშვთა სიცოცხლე ეწირება.
2018, 23 მაისი, 17:29
პირველი და განსაკუთებით მეორე რეალურად მუშაობს და ეგრეა რაც არ უნდა ვთქვათ რომ არასწორია :) დანარჩენები ნამდვილად არასწორი თეორიებია.
0 1 4