x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეხმაურება

image

ცოტნე გამსახურდია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


"დაიცადეთ ცოტაც, საბოლოო შედეგიც არ არის შორს! მერე იძახეთ: იიი, აბა აქამდე როგორ მოვედით... იიი, ღვთისმშობელი კალთას გადაგვაფარებს...!!!

image


სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით ბოლო 24 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა მუდმივად იკლებს, ორი უკანასკნელი საყოველთაო აღწერის მიხედვით 2002 წლიდან 2014 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 600 000 ადამიანით შემცირდა, დღეისთვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 3, 7 მილიონს შეადგენს.

დემოგრაფები კიდევ უფრო მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ, რის მიხედვითაც ორი ათეული წლის შემდეგ შესაძლოა რაჭა მთლიანად გაუკაცრიელედეს(მაგალითისთვის:2002 წლიდან 2014 წლამდე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 8991-დან 4326-ამდე შემცირდა.), ხოლო 41 წლის შემდეგ შესაძლოა რეგიონები მთლიანად დაიცალოს.


გაეროს 2008 წელს გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3, 3 მილიონამდე შემცირდება, თუმცა ეს პროგნოზი უკვე დღეს არის დამდგარი.


პროფესორი-დემოგრაფი ანზორ თოთაძე აღნიშნავს, რომ"21-ე საუკუნეში ვითარება თანდათან გამწვავდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად საქართველო ტერიტორიული მაჩვენებლით მსოფლიოს ქვეყნების 100-ეულშიც კი ვერ მოხვდა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოში 136-ე ადგილი გვიკავია."


ამის გარდა მკვეთრად არის შემცირებული შობადობა, მაღალი ნიშნული მხოლოდ 2014 წელს დაფიქსირდა, მას შემდეგ მთლიანად საქართველოში შობადობა კლებისკენ მიდის., მხოლოდ აჭარის რეგიონშია დადებითი ბალანსი.


ანზორ თოთაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს უკვე გვაქვს დემოგრაფიული კატასტროფა და 2050 წლისთვის ბევრად უფრო ცოტა ვიქნებით, ვიდრე გაერო პროგნოზირებდა.

0
144
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0