x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
CNN: ამერიკის სკოლებში სროლა კვირაში ერთხელ ხდება
image

ბოლო 9.5 წლის განმავლობაში ამერიკის სკოლებში სროლის 280 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2018 წლისთვის აშშ-ს სკოლებში სროლა საშუალოდ კვირაში ერთხელ ხდება.ასეთი სტატისტიკა მოჰყავს ტელეარხ CNN-ს.


"2009 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული აშშ-ს სკოლებში სროლის 288 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის 57-ჯერ მეტი, ვიდრე "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები ერთად აღებული."


ამ მხრივ ბევრად უფრო კარგი სიტუაციაა "დიდი შვიდეულის" სხვა ქვეყნებში, მაგალითად: კანადის და საფრანგეთის სკოლებში ბოლო 9, 5 წლის განმავლობაში 2-2 შემთხვევა დაფიქსირდა, გერმანიაში -1, ხოლო იაპონიაში, იტალიაში და დიდ ბრიტანეთში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.




ამასთანავე ტელეარხს მოჰყავს სხვა ქვეყნების მაგალითებიც, რომლებიც G7-ის წევრები არ არიან:მექსიკა- 8 შემთხვევა;ინდოეთი-5;ავღანეთი-3;ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი-თითო თითო.


შეგახსენებთ, მარტო გასულ კვირას ორი სროლის შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ს სკოლებში, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო გამოსაშვებ საღამოზე ჯორჯიის შტატში სროლის შედეგად დაიჭრა ორი ქალი.


0
17
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0