x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78039
  • ვიდეო:330796
  • სურათი:434015
7 სიტუაცია,რომელშიც მხოლოდ დედა დაგეხმარებათ, მაშინაც კი,თუ უკვე დიდი ხართ

image

დედა-ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანია ამ ქვეყანაზე. მნიშვნელობა არ აქვს სად იცხოვრებ, რამდენი წლის იქნები და რას გააკეთებ, მისთვის ყოველთვის ბავშვი იქნები, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს. დედობრივ სიყვარულს ვერც კამათი ასუსტებს, ვერც განშორება.

imageუამრავი მიზეზია, თუ რატომ ვერ შეიძლება ვნახოთ დროთა განმავლობაში დედა, მაგრამ არსებობს 7 სიტუაცია, რომელშიც მხოლოდ დედას შეუძლია დახმარება და კარგი რჩევის მოცემა.


1. გულგატეხილობის დროს

ყველასთვის ნაცნობია მომენტი, როცა ხელი გაქვს ჩაქნეული. ამ დროს არავის რჩევა არ გჭირდება, მთავარია ეს პერიოდი გადაიტანო და არაფერს შეუძლია ისე თქვენი დახმარება, როგორც დედის ნათქვამს: “ყველაფერი კარგად იქნება."

image

2. მეორე ნახევართან ურთიერთობა

დედა გრძნობს, როცა თქვენ გატყუებენ და რაღაცას გიმალავენ. ის უბრალოდ როდი მონაწილეობს თქვენს ცხოვრებაში, მას გულწრფელად უნდა, რომ ბედნიერი იყოთ.მხოლოდ ამ ადამიანს შეუძლია მოგცეთ საიმედო რჩევა საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით.

image

3.კარგი ამბები

ძალიან სასიამოვნოა გაუზიარო შენი სიხარული და წარმატება ადამიანს, რომელსაც ეს გულწრფელად გაახარებს. ნუ დაუმალავთ დედას თქვენს მიღწევებს, დაე იამაყოს თქვენით.ბედნიერი შვილი-დედისთვის საუკეთესო საჩუქარია.

image

4.კულინარიის საკითხები

ყველაზე გემრიელი ის კერძებია, რომელსაც დედა ბავშვობაში გვიმზადებდა. თუ საჭმლის მომზადებაში სირთულეები გაქვთ, უბრალოდ დაურეკეთ დედას და რჩევა ჰკითხეთ, ან სტუმრად მოიწვიეთ და ერთად მოამზადეთ. ეს მისთვისაც დიდი სიამოვნებაა.

image

5.ჯანმრთელობის მდგომარეობა

თუ ავად ხართ, და ქალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, სწორედ დედა დაგეხმარებათ. თუ ექიმი აუცილებელია, ისევ დედა გაგამხნევებთ მორალურად. ბავშვების ავადმყოფობის დროსაც დედა დაგეხმარებათ.

image

6.იმედგაცრუება

ცხოვრება უსამართლოა. ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა უნდა გვითხრან, რომ წინ წასვლაა საჭირო. სწორი სიტყვების პოვნა მხოლოდ დედას შეუძლია ამ დროს.

image

7.სილამაზე და თავის მოვლა

მხოლოდ დედა გეტყვის თუ როგორი ლამაზი ხარ და ყველაზე სასარგებლო რჩევებსაც მოგცემს თავის მოვლასთან დაკავშირებით.image და კიდევ, ხშირად ჩაეხუტეთ დედებს და უთხარით როგორ გიყვართ და აფასებთ მას. ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. შეეცადეთ და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ხშირად ინახულეთ დედა, მასთან გულითად საუბარს ხომ არაფერი შეედრება ამქვეყნად.

1
59
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
59
  
21 მაისი, 16:28
ბინების ქირაობა შესაძლებელია https://www.dgiurad.ge/
0 1 1