x
image
გემი დალანდი
ვინ არის მკვლელი?-ამოხსენით 5 თავსატეხი
დეტექტივები და თავსატეხები თუ გიყვართ, ეს ამოცანები თქვენთვისაა. შეძლებთ თუ არა სწორი პასუხების პოვნას?

1. ალისა ჯადოსნურ ციხესიმაგრეში

imageსწორედ ის ალისა, საოცრებათა ქვეყნიდან, ერთხელ ერთ უღრან ტყეში მოხვდა და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ პოულობდა. სიარულში ერთ ციხესიმაგრეს მიადგა, შევიდა და იკითხა: არის აქ ვინმე?-პასუხად კარმა გაიჭრიალა და ციხესიმაგრის პატრონი გამოვიდა, რომელმაც უთხრა, რომ უკან დაბრუნებაში დაეხმარებოდა, თუ ალისა ერთ თამაშს დათანხმდებოდა. მას სარკეებში უნდა ჩაეხედა და გამოეცნო სასახლის ამ მობინადრეებიდან, რომლებიც სარკეებში აირეკლებოდნენ, რომელი არ იყო ნამდვილი.

პირველ სარკეში გრაფი დრაკულა გამოჩნდა, მეორეში დრაკონი სალი, მესამეში ზომბი ტედი, მეოთხეში კი-კიკიმორა, ბოროტი სული.


ალისამ სწორად გამოიცნო და სახლში დაბრუნდა.

რომელი სარკე აირჩია ალისამ?


2.საიდუმლო გზავნილი

imageრაფაელ სატორი შესანიშნავი მწერალი გახლდათ და კრიმინალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა.ამ წლის აპრილის ბოლო პარასკევს ის მოახლე თამილამ აღმოაჩინა თავის ოთახში მოკლული. ოთახში ნამდვილი ქაოსი იყო, კედელზე კი ფურცელი იყო მიკრული, რომელზეც 7718 ეწერა.ეჭვმიტანილები იყვნენ: მოახლე თამილა, მეზობელი ჯონი, მებაღე ბილი და ადგილობრივი მეთევზე კევინი. დეტექტივმა, რომელიც იმავე დღეს ჩამოვიდა, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და მაშინვე დააპატიმრა მებაღე ბილი.

როგორ მიხვდა დეტექტივი, თუ ვინ იყო მკვლელი?


3. შემთხვევა სუპერმარკეტში

imageოჰაიოს შტატის საზღვართან, პატარა ქალაქში, არის მაღაზია “გრეგორისთან". ადგილობრივი მოსახლეობა იქ ყიდულობს ყველაფერს. დანაშაულებები ამ ადგილას პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, სანამ ეს შემთხვევა არ მოხდა. ნახევარი წლის განმავლობაში მაღაზიაში ქურდობის სამი შემთხვევა დააფიქსირეს. პირველად, ხელმძღვანელობამ ყველაფერი პერსონალის შეცდომებს დააბრალა, მაგრამ როცა მეორე და მესამე შემთხვევებიც დაფიქსირდა, გასაგები გახდა, რომ რაღაც ისე არ იყო.

დეტექტივმა, რომელმაც ამ საქმეს მოკიდა ხელი, შემდეგ რამ ჩაინიშნა:

1.დანაშაულებები მოხდა იანვარში, მარტსა და ივნისში.

2. იმ დღეებში, როცა ეს ხდებოდა, მაღაზიაში ყოველთვის 4 ადამიანი იმყოფებოდა, კამერების მონაცემებით: ორი მამაკაცი, ერთი მოზარდი და ერთიც ორსული ქალბატონი.

3.ეჭვმიტანილები იყვნენ: დონ ფრენკი-ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც ცეკვებს ასწავლიდა, მეგი სტოუნი-მოზარდი გოგონა, რომელსაც სელფების გადაღება უყვარდა ახალ ბრეკეტებში, ჯენსენ ფონკი-ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც IT სფეროში მოღვაწეობს და ლედი სივილია, ფეხმძიმე ქალი, რომელიც ორსულობის მე-6 ან მე-7 თვეშია.

დეტექტივმა “პაზლი ააწყო" და ცხადი გახდა ვინ იყო ქურდი.

ვინ იყო ქურდი?


4. იაპონური ხომალდი

imageიაპონური დროშით მცურავი ხომალდის კაპიტანი ბილი მორგანია. ერთ დღეს მან შეამჩნია, რომ მისი ოქროს საათი დაიკარგა, იმ დროს, როდესაც ის შხაპს იღებდა. მან გადაწყვიტა საკუთარი გამოძიება ეწარმოებინა და ეკიპაჟის წევრები კაიუტაში დაიბარა დაკითხვაზე.

მზარეულმა ფრენკმა თქვა, რომ ამ დროს ის ეკიპაჟისთვის ვახშამს ამზადებდა.

შტურმანი შტეფანი ამ დროს შტურვალთან იდგა.

მეზღვაურმა ლესლიმ თქვა, რომ შეამჩნია დროშა უკუღმა ეკიდა და მის გასასწორებლად იყო ასული.

მეზღვაურმა მეგანმა კი მოახსენა, რომ ამ დროს ის საზღავო მიმოსვლის წესებს ეცნობოდა და სწავლობდა.

ბილი მიხვდა ვინც იყო ქურდი და თავისი საათიც უკან დაიბრუნა.

ვინ მოიპარა კაპიტნის საათი?


5. თავდასხმა სკოლაში

imageსწავლის დაწყების პირველ დღეს, ერთ მოსწავლეს თავს დაესხნენ. ეჭვმიტანილია 4 მასწავლებელი:მისტერ გრენჯოი-ისტორიის მასწავლებელი, რომელმაც თქვა, რომ გაკვეთილის ჩასატარებლად რუკებს ამზადებდა. მისტერ უორტი-მათემატიკის მასწავლებელი, რომელმაც თქვა, რომ ტესტს ატარებდა, მისტერ როჯერსი- ფეხბურთს თამაშობდა მოსწავლეებთან ერთად და მისის ნევილსი- ვიოლინოს გაკვეთილი ჰქონდა.

რომელი მასწავლებელი დაესხა თავს მოსწავლეს?







პასუხები

image1. როგორც ეს ფანტასტიური ნაწარმოებებიდანაა ცნობილი, ვამპირები სარკეში არ ჩანან, ამიტომ გრაფი დრაკულა, რომელიც სარკეში აირეკლა, ნამდვილი არ გახლდათ. შესაბამისად, ალისამ პირველი სარკე აირჩია და პასუხი სწორად გამოიცნო.


2.მწერალმა შეძლოა დამნაშავე დაებნია, მაგრამ დეტექტივმა სწორად გამოიცნო მისი ჩანაფიქრი. თუ ფურცელს გადმოვაბრუნებთ, 7718 შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც BILL.


3.თუ იანვარში, მარტსა და ივნისში ლედი სივილია უკვე ფეხმძიმედ იყო, რაც კამერების ჩანაწერებიდან ჩანდა და ახლაც 6-7 თვის ორსულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ორსულობას იტყუებოდა და მუცლის მაგივრად სპეციალურ ბალიშს იყენებდა. თავისი მდგომარეობა კი საშუალებას აძლევდა ნაქურდალი მოხერხებულად დაემალა.


4.გემზე იაპონიის დროშა იყო, რომელიც, როგორც არ უნდა გადავაბრუნოთ და გადმოვაბრუნოთ, მაინც ვერ იქნება უკუღმა, რადგან ის თეთრ ფონზე ცენტრში გამოსახულ წითელ წრეს წარმოადგენს. შესაბამისად, ქურდი მეზღვაური ლესლია, რომელმაც თქვა, რომ დროშა უკუღმა იყო და მას ასწორებდა.


5. სწავლის დაწყების პირველ დღეს ტესტები არცერთ სკოლაში არ ტარდება, შესაბამისად, მათემატიკის მასწავლებელი ცრუობს და თავდამსხმელიც ისაა.



0
240
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0