x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
ჩხუბი,მსოფლიოს სხვადასხვა პარლამენტში(მათ შორის საქართველო)-10 ფოტო.

თურქეთის პარლამენტი 2001 წლის იანვარი.1 დაღუპული: დაახლოებით 20 კაცმა დაიწყო ერთმანეთის ცემა პარლამენტის სხდომაზე.ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გულის შეტევით გარდაიცვალა კურდ ევზი სიხანლიოგლუ.
image

უკრაინის რადა 2010 წლის დეკემბერი.5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს:დეპუტატებმა იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად, პარლამენტში გააკრეს მისი პლაკატები და მოახდინეს ტრიბუნის ბლოკირება.დანარჩენებმა დაიწყეს ტრიბუნის "ძალადობრივი გზით" განთავისუფლება.
image

ვლადიმერ ჟირინოვსკი და ანდრეი საველევი 2003, 2005 წლები:
პირველად ტელედებატების დროს საველევმა ჟირინოვსკი ერთი დარტყმით ძირს დააგდო.მეორედ ჟირინოვსკიმ საველევს სახეში შეაფურთხა, რის შემდეგაც ორივემ ერთმანეთს ყბაში და ცხვირში გაარტყეა.
image

უკრაინის რადა 2010 წლის აპრილი:
სპიკერ ვლადიმერ ლიტვინს დაუწყეს კვერცხების სროლა, რის შემდეგაც პარლამენტში დაიწყო ჩხუბი.
image

რუსეთის სახელმწიფო "დუმა" ფედულოვი და შანდიბინი 2003 წლის თებერვალი:
კომუნისტი - დეპუტატი შანდიბინი მუშტებით ეცა, დამოუკიდებელ ფედულოვს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა გენადი ზუგანოვი მოიხსენია, როგორც "პოლიტიკური პროსტიტუტკა".
image

სამხრეთ კორეის პარლამენტი 2009 წლის ივლისი, 1 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში:
მასობრივი არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალი კანონის განხილვა მოხდა.ერთი ადამიანი დაშავდა, ხოლო სხდომათა დარბაზი "განადგურდა".
image

ჩეხეთი, ჯანმრთელობის მინისტრის შეხვედრა სტომატოლოგებთან 2006 წელი:
ახალი რეფორმებით უკმაყოფილი ჩეხი ჯანმრთელობის მინისტრი დევიდ რატი ეჩხუბა პრეზიდენტის პირად მრჩეველს მიროსლავ მაცენკოს.
image

ტაივანის პარლამენტი 2010 წელი: მასობრივი არეულობის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წევრს უკბინა.მანამდე კი სხდომათა დარბაზში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძიუდო მოაწყეს.image

საქართველოს პარლამენტი 2011 წლის სექტემბერი: დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გაარტყა პეტრე მამრაძეს იმის გამო, რომ მან 2008 წლის ომს "სააკაშვილის პროვოკაცია" უწოდა.
image

ინდოეთის ერთ-ერთი შტატის უტარ-პრადეშის სხდომაზე, სადაც მიმდინარეობდა ახალი კანონის განხილვა.უეცრად დაიწყო ჩხუბი, რომლის დროსაც დეპუტატები ერთმანეთს სკამებს და მაგიდებს ესროდნენ.
image

1
379
5-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
379
  
0 1 1