x
image
Maia kordzadze
სამეფო ოჯახის გრანდიოზული ქორწილი

image

19 მაისს უინძორს, რომელიც ლონდონიდან 34 კილომეტრში მდებარეობს 100 ათასზე მეტი სტუმარი ესტუმრა.
პრინცმა ჰარიმ და ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლიმ ჯვარი უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, დაიწერა. დედოფალ ელისაბედის გადაწყვეტილებით, ქორწინების შემდეგ წყვილს საქსესის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიენიჭებათ. როგორც გაირკვა, ბრიტანეთს ეს ქორწილი კოლოსალური თანხა $45, 794, 038 დაუჯდა.
image

სპეციალისტები უკვე ითვლიან მოგებას, მათი მონაცემებით, ქორწილმა ბრიტანეთს დამატებით ასობით მილიონი ფუნტის მოგება მოუტაბნა.
პრინცმა ჰარიმ იზრუნა, რომ საქორწილო ბეჭედი განსხვავებული ყოფილიყო. ოქროს ბეჭედს, რომელიც პრინცესა დიანას კოლექციიდანაა, სამი ბრილიანტი და ორი ძვირფასი ქვა ამშვენებს.
image
მეგანის საქორწინო კაბა ფრანგულმა მოდის სახლმა Givenchy-მ შექმნა. პატარძალს თავზე ბრილიანტის დიადემა ამშვენებდა.

მეგან მარკლი პირველი მსახიობი, ამერიკელი და ფერადკანიანია, რომელიც ბრიტანელ პრინცზე დაქორწინდა. ის ცნობილი გახდა კანადური კინოსერიალის „ფორს მაჟორის“ წყალობით. მეგანისთვის ეს პირველი ქორწინება არ არის. მანამდე ის კანადელი კინოპროდიუსერის ცოლი იყო, რომელსაც ორ წელიწადში გაშორდა.

მეგანი და ჰარი ერთმანეთს 2016 წელს შეხვდნენ, მეგანის საუკეთესო მეგობრის დახმარებით. იმ დროისთვის პრინცმა მეგან მარკლის შესახებ არაფერი იცოდა. მეგობრები ყვებიან, რომ ჰარი ძალიან იყო აღფრთოვანებული მეგანით და მალევე დაპატიჟა ბრიტანეთში.
image

ცერემონიას არ დასწრებია პატარძლის მამა და პრინცის დედა, პრინცესა დიანა, რომელიც 21 წლის წინ დაიღუპა. ჰარიმ არაერთხელ განუცხადა პრესას, რომ ძალიან არის ამ ფაქტის გამო შეწუხებული, თუმცა დასძინა, რომ დედამისის აჩრდილი ყველასთვის შეუმჩნევლად მაინც თვალს მიადევნებს ქორწილს.
პრინც ჰარის და მეგან მარკლის ჯვრისწერაზე მივიდნენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები.

imageimageimage

საკურთხეველან პატარძალი სიძის მამამ მიიყვანა.
image

ქორწილისთვის სტუმტრები მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩასული. საჭირო გახდა დამატებითი მატარებლების და ავტობუსების დანიშვნა უინძორის მიმართულებით. წყვილის გულშერმატკივრებმა კი შეკრება საუკეთესო ადგილების მოსაპოვებლად ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

imageimage

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ჯვრისწერაზე მივიდნენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები. მათ შორის ელტონ ჯონი, ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მსახიობი იდრის ელბა, ჯეიმს ბლანტი, ჯორჯ და ამალ კლუნები, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები.

image
ელტონ ჯონიმ შეასრულა კომპოზიცია Circle of Life и Tiny Dancer.
image
image
image
სამეფო ქორწილის ყველაზე მომხიბვლელი პატარა იყო პრინცესა-შარლოტა.
image

1
63
2-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
63
  
2018, 27 მაისი, 14:02
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1