x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ დავანებოთ სიგარეტს თავი
image


ეს პოსტი განსაკუთრებით დაეხმარება იმ ადამიანებს რომლებსაც სიგარეტისათვის თავის დანებება სურთ, მაგრამ ვერ ანებებენ. დღეისათვის ასეთი ადამიანები კი ბევრია.

გამოივლეთ პირში ტკბილი ლიმონათი – გვირჩევენ ამერიკელი მეცნიერები. მათი აზრით, ეს მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ.

ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 51 სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. მოხალისეებმა პირველი ჯგუფიდან თვითკონტროლზე ტესტის გავლისას პირში ტკბილი ლიმონათი გამოივლეს, მეორე ჯგუფის წევრებმა კი – ხელოვნური დამატკბობლებიანი სასმელი.


დავალებას მათ გაართვეს თავი, რომელთაც შაქრიანი ლიმონათი ხვდათ წილად. ამ ჯგუფის წევრებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება გამღიზიანებლებზე და მოთმინების უნარი მეტად გამოიჩინეს.

მეცნიერებმა ახსნეს, რომ გლუკოზა თავის ტვინის მუშაობის სტიმულირებას უწყობს ხელს და ორგანიზმს ეხმარება, სწრაფად მოახდინოს რეაქცია სხვადასხვა გამღიზიანებელზე. ეს მეთოდი წარმატებით შგიძლიათ გამოიყენოთ სიგარეტისთვის თავის დანებების მცდელობის დროს.

როცა მოგინდებათ მოუკიდოთ სიგარეტს, უბრალოდ, გამოივლეთ პირში ტკბილი ლიმონათი. ეს დაგეხმარებათ, ცოტა ხნით მაინც შეიკავოთ თავი მოწევისგან.






0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0