x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
როგორია სექსის გარეშე ცხოვრება?
image


BBC-ზე 10 მაისს გამოქვეყნდა 60 წლის მამაკაცის ჯოზეფის(სახელი შეცვლილია)ისტორია, რომელიც 37 წლის წლის განმავლობაში სექსის გარეშე ცხოვრობდა, რამაც მასში გამოიწვია მძიმე დეპრესია, თუმცა საბოლოოდ შეძლო მასთან გამკლავება და ბოლო-ბოლო ცოლიც შეირთო.

როგორც გაირკვა ჯოზეფის მსგავსად ბევრ ადამიანს ჰქონია მსგავსი პრობლემა, რომელსაც საზოგადოება უცნაურ და უფრო მეტიც, არაადეკვატურს მიიჩნევს.BBC-მ რედაქციაში გამოგზავნილი რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა.




(შენიშვნა: ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით)




რობერტი:61 წლის ვარ და ისევ ველი, თუმცა ალბათ უკვე გვიანია, ყოველთვის ძლიერ განვიცდიი, როცა დამცინიან,

ბოლო წვეთი იყო მაშინ, როდესაც მეძავმა უარი მითხრა სექსზე 30 წლის ასაკში.

განსაკუთრებით მაღეზიანებს ასეთი კომენტარი:"აჭარბებ, რამდენი რამე დაგიკარგია", "შეუძლებელია გრძნობდე იმის უკმარისობას, რაც არასდორეს არ გქონია", "ერთხელაც არ ყოფილხარ ქალთან, როგორ, გეი ხარ?!"

დავუშვათ მე რომ ვიცოდე, რომ ეს კიდევ შესაძლებელია, როგორ ვიპოვო ქალი, როგორ მივუდგე მას, ახლაც მინდა დავკარგო ვაჟიშვილობა, ყველაზე მეტად ფიზიკური სიყვარულის უკმარისობას განვიცდი"


ჯოი:ამ ისტორიამ ჩემში დიდი ემოციები გამოიწვია, ჩემი თავი ამოვიცანი, ესაა ჩემი ცხოვრების ისტორია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე ქალი ვარ, 35 წლის, არ მიკოცნია კაცისთვის არასდროს და არ ვყოფილვარ პაემანზე არასდროს.

მინდა ავღნიშნო, რომ ისეთები, როგორიც მე ვარ -არც თუ იშვიათია.მასობრივი კულტურა ამტკიცებს, რომ ყველას გააჩნია სიყვარული, მაგრამ ეს სიცრუეა, არავინ მოაღებს პირს სახალხოდ:"ეი, 30 წელს გადავცდი არ ვიცი რა არის კოცნა, სხვა მხრივ, ვისაც პარტნიორი გოგო ჰყავს, ან ბიჭი და აქვს ბობოქარი ინტიმური ცხოვრება, არ არიან წინააღმდეგი ამის შესახებ ისაუბრონ, ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველა ვიღაცას ხვდება.

ყველაზე ახლო ამ ისტორიაში არის სირცხვილის გრძნობა, სულ შიშის ქვეშ ვცხოვრობდი, რომ ვინმე გაიგებადა ამის შესახებ, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მე ვინახავდი საშინელ საიდუმლოს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, აღარ ვნერვიულობ რას იფიქრებენ სხვები ჩემზე."


ალექსი:ვაჟიშვილობა დავკარგე, როდესაც 47 წლის ვიყავი(საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს არასწორია ტერმინია, უფრო ქალებს შეეხებათ, მამაკაცებზე ითქმის პირველი სექსუალური გამოცდილება, კარგით ეს სხვა თემაა) მე ვეთანხმები ჯოზეფს პირველი სექსის შესახებ, რაიმე უხერხულობა ან დაუკმაყოფილების გრძნობა არ ყოფილა.

რაზეც მთელი ცხოვრება ვიტანჯები და ასეც გრძელდება, ესაა დამქანცველი სიმორცხვე სიყვარულში, რომელმაც სრულად დაანგრია ჩემი შანსი ამეწყო ბედნიერი ოჯახური ცხოვრება და ვყოფილიყავი მამა."



იანი:35 წლის მამაკაცი ვარ, თეთკანიანი, 31 წლის ვიყავი ვაჟიშვილობა რომ დავკარგე, უფრო სწორად თითქმის 32-ის, ადრე იშვიათად ვლაპარაკობდი ამ თემაზე, თუმცა ახლაც იშვიათად ვლაპარაკობ, მეშინოდა, როდესაც რომელიმე ჩემი ახლობელი გოგონა ფლირტს წამოიწყებდა ჩემთან, მთელი ძალებით ვცდილობდი დინსტანცია დამეჭირა და ჩრდილში მოვქეულიყავი, მრცხვენოდა, რომ ვიმე შეამჩნევდა ამ ჩემს ნაკლს.

ერთხელ, როდესაც ერთმა გოგონამ ჩემს მიმართ აქტიურობა გამოიჩინა, ვცდილობდი დისტანცია შემენარჩუნებინა და "სნიკერსის" ფილების სროლა დავუწყე, ვიცოდი რომ, არაქისზე ალერგია ჰქონდა, თან დემონსტრაციულად მის წინაშე შევჭამე ისინი.ჩემს თავს ასექსუალურად ვთვლი.

ქალი, რომელსაც მე ვხვდებოდი, პირველად არაფერი მოვუყევი ამის შესახებ, ვაღიარე მოგვიანებით, როდესაც რამდენჯერმე სექსი გვქონდა, ეს იყო უცნაური საუბარი.მე დღესაც ჩემ თავს ვთვლი, მარტოსულს, უუნაროს, არა მიმზიდველს, სიყვარულს მოკლებულის, არასასურველს, რომელსაც არ შეუძლია ურთიერთობა."


:ამ ისტორიამ ძალიან ჩამითრია, 32 წლის ვარ, არა და ქალწული ვარ, ამ მამაკაცის ისტორია ბევრ რამეში წააგავს ჩემს სიტუაციას, მაგრამ პრინციპში მე მაკმაყოფილებს მარტოსული ცხოვრება, შეიძლება მინდოდეს კიდეც ვინმესთან დავწვე, იმისთვის, რომ "ნორმალურად" ჩამთვალონ, გავაკეთო ეს და და დავსვა ნიშნული, რომ ეს აღარ იყოს რაღაც განსაკუთრებული."


უბედური სული:ნეტა ვაჟიშვილობა 37 წლის ასაკში დამეკარგა! 54 წლის ვარ და ისევ ველი, თუმცა ვხვდები, რომ უკვე აზრი აღარ აქვს, 10 წლის წინ მეგობრებთან ერთად ვსვამდი, ჩამოვარდა ლაპარაკი, ვის როდის ჰქონდა პირველად სექსი, როდესაც ჩემი ჯერი დადგა, ავდექი და გავიქეცი სუფრიდან.

ერთი მეგობარი გამოვიდა და ძებნა დამიწყო, იმათ იფიქრეს, რომ პირველი სექსუალური გამოცდილება არც თუ კარგად გამომივიდა, არა და ვერც წარმოუდგენიათ, რომ მე საერთოდ არ მქონია სექსი, ყველაზე ძალიან, რაც მინდოდა ცხოვრებაში, ეს იყო ვყოფილიყავი ქმარი და მამა."


კრისი:"42 წლის ვარ და ისევ ვაჟიშვილი ვარ, მეუბნებიან(ხშირად ხუმრობით) რომ შემიძლია უბრალოდ გადავიხადო ამისთვის და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულო. მაგრამ რა ვუყოთ გრძნობებს? ყოველივე ამის შემდეგ, არ იქნება ემოციური სიახლოვე ან თუნდაც უბრალო ყურადღება. მინიმუმ მინდა მომწონეს. მე არ ვარ ისეთი, როგორც სხვები და თავს გარიყულად ვგრძნობ.

ვმუშაობ, ვოლონტიორობას ვეწევი, საერთო ინტერესების ჯგუფებში ვარ გაწევრიანებული.მაგრამ ვერ შევხვდი ისეთს, რომელიც მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ და ან რომელთანაც უბრალოდ საუბარი შეიძლება.თავს საშინლად მარტოსულად და გარიყულად ვგრძნობ."


დავითი: 45 წლის ვარ და თანაც ვაჟიშვილი. არ ვახდენ ამის აფიშირებას, ასე რომ ცოტამ თუ იცის ამის შესახებ. ასეა მიღებული, რომ, რა თქმა უნდა გქონდათ სექსი.

მახსოვს, როგორ დავიწვი სირცხვილისგან როდესაც ფილმი "ორმოცი წლის ვაჟიშვილი" გამოვიდა, მაშინ 30 წელს ვიყავი გადაცილებლი, ფილმის რეკლამაში და მთლიანად ფილმის იდეა მდგომარობდა იმაში, რომ მსგავსი რამ აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან მთავარი გმირს შოკისმომგვრელი გადახრა ჰქონდა."


ისკრამი:ეს ისტორია ძალზე ახლოა ჩემთან, რადგან 35 წლის ვარ და დღემდე მიჭირს გოგონებთან ურთიერთობა, ვაჟიშვილი ვარ, სხვაობა ისაა, რომ ბოლო პერიოდში ვცდილობ წერტილი დავუსმა ამ ყველაფერს, რამდენიმე ქალთან ვეცადე ურთიერთობის აწყობა, მაგრამ ყველასგან ცივი უარი მივიღე, არ ვიცი რატომ."


0
192
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0