x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508476
რა ბედი ეწია ჟან-ჟაკ რუსოს ქმნილებას ,,ემილი''?

image
1762 წელს პარიზში გამოქვეყნებული იქნა განმანათლებლობის ეპოქის დიდი ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის - ჟან-ჟაკ რუსოს (1712-1778 წლები) მიერ დაწერილი რომანი-ტრაქტატი, სახელწოდებით “ემილი''. აღნიშნული ქმნილება წარმოადგენდა ბავშვთა აღზრდის, განათლებისა და ადამიანის ხასიათის შესახებ დაწერილ იმ ნაწარმოებს, რომელსაც ავტორი თავისი შემოქმედების ყველაზე საუკეთესო და უმნიშვნელოვანეს ნიმუშად მოიხსენიებდა. თუმცა, რუსოსდა გასაკვირად, დღის სინათლეზე ახლად გამოსულმა მისმა ნაწარმოებმა არა მხოლოდ სწავლულებისა და არისტოკრატიული წრეების მხრიდან დაიმსახურა კრიტიკა, არამედ სასულიერო პირებისგანაც. ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის რომანი-ტრაქტატი - “ ემილი'' გაკრიტიკებული იქნა ისეთი სახელოვანი და გავლენიანი ფრანგი მოაზროვნის მიერაც, როგორიც გახლდათ - ფრანსუა მარი არუე, იგივე - ვოლტერი. რუსოს ნაწარმოებში გადმოცემულმა ერთობ თავისუფალმა აზროვნებამ იმდენად აღაშფოთა კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლები, რომ ავტორი არა მხოლოდ განკვეთეს ეკლესიიდან, შეაჩვენეს და სასამართლოში უჩივლეს მას, არამედ “ემილი'' საჯაროდ გამოიტანეს და უამრავი ადამიანის თვალწინ საჩვენებლად დაწვეს პარიზის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ აუტოდაფაზეც კი. გარდა საფრანგეთისა, რუსოს ქმნილებაზე ტაბუ იქნა დადებული ნიდერლანდებსა და რუსეთის იმპერიაშიც, ხოლო შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში პარიზის მსგავსად იგი კოცონზე დაწვეს. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ რუსოს სიცოცხლე აშკარა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა სამშობლოდან უცხოეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადახვეწილიყო. image

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0