x
როგორი იქნებოდა iphone-ი 1987 წელს რომ გამოეშვათ?!
imageდღეს ულტრათანამედროვე სმარტფონები და მობილური ტექნოლოგიები უცხო ხილი არავისთვის არის. მაგრამ რამდენიმე ათეული წლის წინ რომ გვეკითხა ეფლისთვის, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო თანამედროვე სმარტფონი, დარწმუნებული ვარ, საინტერესო შედეგს მივიღებდით. მოდით და დავფიქრდეთ, თუ როგორი იქნებოდა iphone-ი 1987 წელს რომ გამოეშვათ?!

imageნახატზე მოცემულ ტელეფონს 512 კილობაიტი მეხსიერება აქვს, ეკრანის პიქსელები კი დაკვირვების გარეშეც ადვილად შესამჩნევია. უფრო სწორად, აქ ეკრანის რეზოლუცია პიქსელებით კი არა, არამედ გამოსახული ტექსტის სიმბოლოების რაოდენობით იზომება. რაც შეეხება კონექტორს, აქ გამოყენებულია მაკინტოშის 9 პინიანი შესაერთებელი.

image

არ დაგვავიწყდეს უკანა პანელზე განთავსებული ფერადი ლოგო და საფირმო წარწერაც. საინტერესოა, რამდენ ცალ ტელეფონს გაყიდდა ეფლი 1987 წელს?


image

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი მელიქიძე
ირაკლი მელიქიძე
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0