x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვაშოროთ სახლიდან კოღო! - ყველაზე უსაფრთხო მეთოდი
მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და მღრღნელები და მწერები თითქმის არ არსებობენ, არის ოჯახები, სადაც გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო მაინც ვხვდებით ე.წ. ტარაკნებს, ჭიანჭველას და სხვა - ამაზრზენ არსებებს, რომლებიც დარბიან სამზარეულოში, საპირფარეშოსა და საძინებელში და რაც ყველაზე უარესია, აქვთ უნარი საკვების მიღების გარეშე თვეები გაძლონ. მათ მოსაშორებლად მხოლოდ ქიმიური ფხვნილი თუ აეროზოლი მოქმედებს, რომელიც მავნებელია თქვენი შინაური ცხოველბისა და ბავშვებისათვის.


image


გარდა ამ საზიზღარი არსებებისა, არსებობს ჩვენი დაუძინებელი მტერი - კოღო, რომელიც მთელი ღამე გარს გვივლის, ყურში ჩაგვბზუის და არ გვაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას. განსაკუთრებით საშიშია ისინი ჩვენი შვილებისთვის, თუმცა არსებული ქიმიური საშუალებები არ არის უსაფრთხო ბავშვებთან გამოსაყენებლად, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მინდა მარტივი მეთოდი გასწავლოთ, თუ როგორ მოვიშოროთ სახლიდან ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე კოღო, რომელიც თქვენს და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის.



აბეზარი და მკბენარა კოღოების მოსაშორებლად დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ლავანდის, პიტნის ან ევკალიპტის 3 წვეთი. ჭურჭლის სარეცხ სუფთა ღრუბელზე დააწვეთეთ ჩამოთვლილი მცენარეებიდან რომელიმეს 3 წვეთი, ჩადეთ ქილაში და 24 საათის განმავლობაში გააჩერეთ თავდახურული. შემდეგ კი ახადეთ თავი ქილას და მოცემული სურნელი კოღოს კვალსაც აღარ დატოვებს. ეს მეთოდი მართლაც ეფექტურია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოა თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.





იხილეთ აგრეთვე:


რატომ კბენენ კოღოები ხალხის მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილს?image





რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცაimage





როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტარაკნები?image






3
545
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
545
  
2018, 22 მაისი, 20:30
უხ ამატი სინსილა გაწყდა
2018, 22 მაისი, 13:58
მადლობა, გუჯა.
2018, 22 მაისი, 12:42
ერთი ამის ზუზუნს ვერ ვიტან და მეორე ბორმანქანის.
საინტერესო რჩევებია სტატიაში...
0 1 3