x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელ ვარსკვლავებს დაემუქრა ისლამური სახელმწიფო? ... გრიზმანის ბედი გადაწყვეტილია.... სერია ა-ს ლეგენდა დაუბრუნდა! და კიდევ სხვა საფეხბურთო სიახლეები...

რომელ ვარსკვლავებს დაემუქრა ისლამური სახელმწიფო?



რადიკალურმა ტერორისტულმა ჯგუფმა “ISIS“-მა ორი პოსტერი გამოაქვეყნა და მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ დაემუქრა. პირველ პოსტერში გამოსახული მესი და რონალდუ არიან და “ისლამური სახელმწიფოსოს" ჯალათები ორ სუპერვარსკლავებსს თავის მოჭრით ემუქრებიან. ფოტოს შუა ნაწილში კი ასეთი წარწერაა - „მიწა თქვენი სისხლით მოირწყვება“.


imageimage


“ISIS“-მა მსგავსი პოსტერები აქამდე უკვე რამოდენიმეჯერ გაავრცელა. წარმოგიდგენთ ამ ფოტოებს:


imageimageimageimage






ატლეტიკოს ვარდის შეძენა სურს!


ატლეტიკო მადრიდიდან წასულ ანტუან გრიზმანის შემცვლელი მადრიდულ კლუბმა 95% იპოვა. ეს ლესტერ სიტის ლეგენდარული ფეხბურთელი - ჯეიმი ვარდია.


image


გარდა გრიზმანისა, გუნდა ფერნანდო ტორესმაც დატოვა. აქედან გამომდინარე, ატლეტიკოს წინა ხაზზე მხოლოდ დიეგო კოშტა დარჩა. ჯეიმი ვარდის ანგრიშზე 234 შეხვედრაში 89 გოლი და 41 საგოლე გადაცემაა.






გრიზმანი ბარსელონაში!

ისევ საუბარი ანტუან გრიზმანზეა. როგორც ცნობილი გახდა, ანტუან გრიზმანი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია! ფრანგი ფორვარდი ყოველწლიურად 15 მილიონ ევროს მიიღებს და ამას პლიუს ბონუსებიც დაემატება, რომელიც უშუალოდ მის თამაშზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შედეგებს დააფიქსირებს ის გუნდთან ერთად.


image

აღშანიშნავია, რომ გრიზმანი "ბარსელონაში" მესის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.





პარმა სერია ა-ში დაბრუნდა!

იტალიის სერია ა-ში დაბრუნდა ლეგენდარული საფეხბურთო კლუბი პარმა, რომელიც წლების წინ გაკოტრდა და ლიგა დ-ში დააქვეითეს. ლუკარელის კაპიტნობით და დადებულ პირობით, პარმამ კვლავ მიაღწია იმ დიდებულ შედეგს, რომელზეც გუნდა ბოლო წლების განმავლობაში ოცნებობდა. პარმა" 90-იან წლებში იტალიის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო. მან იმ პერიოდში 2-ჯერ უეფას თასი, ევროპის სუპერ თასი, თასების მფლობელთა თასი, 3-ჯერ იტალიის თასი და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო.


image






ჯიჯი ფეხბურთს დაემშვიდობა!

სერია ა-ს 2017-18 წლების სეზონის დასკვნით ტურში ტურინის ''იუვენტუსის'' მაისურით ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.


image


ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსში'' 2001 წელს "პარმადან" გადავიდა და მას შემდეგ კლუბთან ერთად 11-ჯერ სერია A, 4-ჯერ იტალიის თასი, 5-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი მოიგო, 3-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. საერთო ჯამში ჯიჯიმ 876 საკლუბო მატჩში ითამაშა, 729 გოლი გაუშვა და 383-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.


წარმოგიდგენთ ემოციურ ვიდეოს, სადაც ჩანს ბუფონის მოედანზე გატარებული ბოლო წუთები...









არტეტა არსენალს ჩაიბარებს!

რაც შეეხება ლონდონურ არსენალს, მწვრთნელის პოსტზე, ყოფილი ფეხბურთელი მიკელ არტეტა დაინიშნება - წერს ადგილობრივი პრესა. Goal.com-ის ცნობით ლონდონურმა გუნდმა ესპანელ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია. ''მეთოფეები'' არტეტას უახლოეს დღეებში წარადგენენ.


image


არტეტა 2005 წლიდან ინგლისის პრემიერლიგაშია. 2005-11 წლებში ''ევერტონისთვის'' თამაშობდა. 2011-16 წლებში კი ლონდონის ''არსენალის'' ფეხბურთელი იყო. არტეტამ კარიერა ვენგერის გუნდში დაასრულა და 2016 წლიდან სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. 36 წლის სპეციალისტი 2016 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ''მანჩესტერ სიტიში'' პეპ გუარდიოლას ეხმარებოდა.


image











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რად დაუჯდა მიშა სულუხიას შს მინისტრის შექება და მემორიალზე ცეკვისთვის ბოდიში - გვარამიას კომენტარი და პასუხის პასუხი!

2. სამი ჯარისკაცის დედა, რომელიც თავადაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს

3. რა მოხდება, თუ მთვარეს ავაფეთქებთ ან აფეთქდება?

4. "ნომერ 55 -ე სამარშუტო ტაქსის უპატიოსნესი პიროვნება" - სიკეთე გადამდებია!

5. როგორ აირჩია მეფემ მემკვიდრე, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა

6
609
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
609
  
2018, 24 მაისი, 22:00
ამათსას რას გაიგებ....
2018, 24 მაისი, 20:11
მე პრესკონფეენციას ვუყურე და მანდ თვითინ ბაზრობდა
2018, 24 მაისი, 20:08
საოცარია გუშინ მისი აგენტი ამბობდა მოლაპარაკებები მიდის ინგლისურ კლუბთანო...
2018, 24 მაისი, 20:03
არა სულ დაამთავრა დადაასტურა თითონაც
2018, 24 მაისი, 20:00
ალექს ბუფონმა იუვენტუსში დაამთავრა კარიერა, მეც ევროსპორტმა შემიყვანა შეცდომაში. თამაშს აგრძელებს ვეს ჰემისაგან, პსჯ–საგან და როგორც ესპანური სპორტული პრესა წერს რეალიც დაინტერესებულია ჯიჯით.
2018, 21 მაისი, 23:57
ჯიჯი მიდის და ქრისტინა რჩება?????? ფუუუუუუ
0 1 6