x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ილჰამ ალიევს კახეთში ქალზე სექსუალურ ძალადობასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

image

.

კახეთში ახალგაზრდა ქალს მეგობარი მამაკაცი სექსუალურ კავშირს აიძულებს და სცემს. ნანა ჯუსოევა უკვე 6 წელია, ძალადობის მსხვერპლია. მისი თქმით, ილჰამ ალიევი, რომელიც მისი მეგობარი მამაკაცია, შვილზე ძალადობით ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, 16 წლის გოგო სახლიდან გაეხიზნა.
.
ნანა ჯუსოევა ბოლოს რამდენიმე დღის წინ სცემეს. ის კურიერთან ყვება, რომ მოქალაქე ილჰამ ალიევი მასთან ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, სექსუალურად იძალადა, სცემა და აივნიდან გადმოგდებას უპირებდა. ბოლოს თავდაცვის მიზნით, მსხვერპლმა მამაკაცს ნაჯახი ესროლა.
.
ცემისა და ფიზიკური ძალადობის მომსწრე ნანა ჯუსოევას მეზობლებიც არაერთხელ გამხდარან. მათი თქმით, პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, რეაგირება არც მათ და არც დაზარალებულის განცხადებას არ მოჰყოლია.
.
ნანა ჯუსოევა ამტკიცებს, რომ ალიევებს ადგილობრივ ძალოვანებზე გავლენა აქვთ, ამიტომ მოძალადეს სამართალდამცველები არ აკავებენ. ნანა ჯუსოევა ირწმუნება, რომ მამაკაცმა მას დანაზოგი - 25 ათასი დოლარი, გამოსძალა. მისი თქმით, ილჰამ ალიევმა მას ფული შემდეგაც სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ძალადობა დაიწყო. ჯუსოევას მტკიცებით, აღნიშნულის შესახებ ცნობილია მოძალადის მეუღლისთვისაც, რომელიც, მისი მტკიცებით, თანხის გამოძალვის თანამონაწილე იყო.
.
ალიევები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მეზობელ სოფელ კაბალში ცხოვრობენ. ილჰამ ალიევი კურიერის გადამღებ ჯგუფს სახლში არ დახვდა. მისმა მეუღლემ, ნასიბ შაბანოვამ, კი მცირე კომენტარი გააკეთა და ძალადობის მსხვერპლი სიცრუეში დაადანაშაულა.
.
ოჯახებს შორის არსებულ დავას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა, პოლიციაში აცხადებენ, რომ ნანა ჯუსოევას ცემის ფაქტზე სამართალდამცველებისთვის არასდროს მიუმართავს.
0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0