x
წელს მე-12 კლასის გამოსაშვებ გამოცდებს 47 000–მდე მოსწავლე ჩააბარებს – „არაფერი სანერვიულო არ არის“
2018 წელს სკოლის საატესტატო გამოსაშვებ გამოცდებს 47 000–მდე მე–12 კლასის მოსწავლე ჩააბარებს. ამ რაოდენობაში იგულისხმება ყველა ის მოსწავლე, ვისაც გამოცდები გეგმიურად უწევს და ასევე ისინი, ვინც მე–11 კლასის გამოცდა გასულ წელს არ ჩაუბარებია და წელს აბარებს.


image

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 18 მაისს აბიტურიენტებთან ონლაინ რეჟიმში ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.


ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საატესტატოს ქულის შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტს და არც ცენტრს არ ექნება.



„არაფერი სანერვიულო არ არის გამოცდებზე. მე–12 კლასელებს შეუძლიათ პრეტესტზე რეპეტიციაც გაიარონ 19 მაისს. ვუსურვებ მათ წარმატებას. როგორც იცით, წელს ქულები არ იწერება და შესაბამისად ქულები არ გვექნება“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა.


მე–12 კლასის საატესტატო გამოცდები 20 მაისს დაიწყება.

0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0