x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
როგორი არტერიული წნევაა ნორმა სხვადასხვა ასაკისთვის?

image
ჯანმრთელობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილი და ხანდაზმულ ასაკში ყველაზე "პოპულარული" ავადმყოფობა არის მაღალი არტერიული წნევა. ამ პათოლოგიას შეუძლია ახსნას ადამიანის ხასიათის ნებისმიერი ცვლილება, ცუდი გუნება-განწყობა, სისუსტე და სხვა დისკომფორტი.

არტერიულმა წნევამ დღის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიძლება მოიმატოს და დაიკლოს, ხოლო ნორმალურ მაჩვენებელს ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური გაგება აქვს.

ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ნორმალური წნევა სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის.

არტერიული წნევა არის სისხლის წნევა, რომელიც არტერიაზე იზომება. წნევა წარმოიქმნება გულის მოქმედების შედეგად, როცა ხდება სისხლის გადასროლა სისხლძარღვებში და ამ უკანასკნელთა მიერ წინააღმდეგობის გაწევა. არტერიებში, ვენებსა და კაპილარებში სისხლის წნევის სიდიდე სხვადასხვაა და ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.


პირველ რიგში, არტერიული წნევა დამოკიდებულია გულის კუმშვის სიჩქარეზე და სისხლის იმ მოცულობაზე, რომელსაც აღნიშნული ორგანო გადაისვრის 1 წუთში. მნიშვნელოვანია ასევე თავად სისხლის თვისებები და სისხლძარღვთა კედლების წინაღობა. არანორმალურ არტერიულ წნევას შეუძლია გამოიწვიოს განწყობის გაფუჭება, უძილობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება.

შეკითხვაზე, თუ როგორია ნორმალური არტერიული წნევის მაჩვენებელი, ექიმები ყოველთვის პასუხობენ ადამიანის ასაკის, სქესისა და ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით. თუმცა წნევის გაზომვა აუცილებელი პროცედურაა ცუდად გახდომის დროს - იგი ყველაზე მარტივ გზაა იმისათვის, რომ გავიგოთ კარგად ფუნქციონირებს თუ არა გული.

როცა არტერიული წნევის ნორმატივებს ზომავენ, ითვალისწინებენ ისეთ სიდიდეებს, როგორიცაა:

— სისტოლური წნევა — ზედა ზღვარი, რომელიც ზომავს წნევას სისხლის გადასროლის მომენტში.
— დიასტოლური წნევა — ქვედა ზღვარი; ასახავს სისხლძარღვების მდგომარეობას გულის შეკუმშვებს შორის პაუზების დროს.

არტერიული წნევის ნორმა

მოზრდილ ადამიანებში არტერიული წნევის ნორმად მიჩნეულია 120/80 მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტი. მაგრამ, ცხადია, ეს მაჩვენებელი ფიქსირებული ვერ იქნება, რადგან ცოცხალ ადამიანს გამუდმებით უხდება სხვადასხვა გარემი პირობებში ყოფნა და თავად ადამიანებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ გონივრულ საზღვრებში სისხლის წნევა ყოველთვის მერყეობს.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორი უნდა იყოს ნორმალური წნევა სხვადასხვა ასაკში, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ცხრილებით:image

1
154
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
154
  
52 წლის ვარ, წნევა მაქვს 115/61. რამდენად კარგია ამ ასაკი ეს წნევა და რას უნდა მივაქციო ყურადღება?
0 1 1