x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
რატომ მოკვდა იესო?
ბიბლია გვპასუხობს

image

იესოს სიკვდილმა ცოდვისგან დაგვიხსნა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა. გარდა ამისა, იესომ თავისი სიკვდილით დაამტკიცა, რომ ურთულესი გამოცდების მიუხედავად, ადამიანს შეუძლია ბოლომდე უერთგულოს ღმერთს.


იესოს სიკვდილით „მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“.



პირველი ადამიანი ადამი ღმერთმა სრულყოფილი, უცოდველი შექმნა. თუმცა მოგვიანებით ის შეგნებულად ეურჩა ღმერთს და ცოდვილი გახდა, რითაც მთელ კაცობრიობას დიდი დაღი დაასვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი“.


ადამის მსგავსად იესოც სრულყოფილი იყო, თუმცა მას არასოდეს შეუცოდავს. ამიტომაც გახდა ის შერიგების მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისთვის. მართალია, ადამის ურჩობამ მთელი კაცობრიობა ცოდვით დაალაქავა, მაგრამ იესოს სიკვდილს შეუძლია ცოდვის ლაქები მოაშოროს მათ, ვინც მის მიმართ რწმენას გამოავლენს.


შეიძლება ითქვას, რომ ადამმა მთელი კაცობრიობა ცოდვას მიჰყიდა. იესომ კი, რომელმაც საკუთარი ნებით გაიღო სიცოცხლე ჩვენთვის, ცოდვისგან გამოგვისყიდა და თავის საკუთრებად გვაქცია. ამიტომ „თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე“.


იესო მოკვდა, „რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.


ადამს შეეძლო მარადიულად ეცოცხლა, მაგრამ იმის გამო, რომ შესცოდა, სიკვდილი დაიტეხა თავს. ადამის „მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“.


იესოს სიკვდილი კი არა მარტო წაშლის ყოველგვარი ცოდვის კვალს, არამედ სიკვდილის ტყვეობისგანაც დაიხსნის ყველას, ვინც რწმენას ავლენს მის მიმართ. ბიბლია გვიხსნის: „როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილთან ერთად, ისევე რომ ემეფა წყალობას სიმართლის საშუალებით მარადიული სიცოცხლისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“.


მართალია, დღეს ყველა ბერდება და კვდება, მაგრამ ღმერთი მართალ ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება. ხოლო გარდაცვლილებს ის სიცოცხლეს დაუბრუნებს, რათა მათაც გაიხარონ იმ კურთხევებით, რომლებიც იესოს მსხვერპლს მოაქვს.


იესო „მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“, რითაც დაამტკიცა, რომ ადამიანს ურთულესი განსაცდელების პირისპირაც კი შეუძლია ღვთის ერთგული დარჩეს.


ადამს სრულყოფილი სხეული და გონება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან ღმერთს უორგულა — ის მოისურვა, რაც მას არ ეკუთვნოდა. მოგვიანებით ღვთის მთავარმა მტერმა სატანამ განაცხადა, რომ უანგაროდ ღმერთს არავინ უერთგულებდა, მეტადრე, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. თუმცაღა სრულყოფილი იესო ღმერთს დაემორჩილა და დამამცირებელი და მოწამებრივი სიკვდილის პირისპირაც კი მისი ერთგული დარჩა. ამით იესომ პასუხი გასცა სატანის ბრალდებას და დაამტკიცა, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს ადამიანს შეუძლია ღმერთს უერთგულოს.



1
54
3-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
54
  
2018, 5 აგვისტო, 18:57
სად დაიბადა იესო???
0 1 1