x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78039
  • ვიდეო:330796
  • სურათი:434015
ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ ნებისმიერი ნივთი და გაიგეთ, რა იმალება თქვენში

ჩვენი გონება უამრავ საიდუმლოს ინახავს. მასში იმალება პასუხები იმაზე, თუ რა გვაწუხებს და რა საიდუმლო სურვილები გვაქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ გარემო ჩვენ გარშემო გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.


გააკეთეთ ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი და გაიგეთ, რა იმალება თქვენში.


წარმოიდგინეთ, რომ ამ სარდაფში იმყოფებით. აქ ბევრი განსხვავებული ნივთია. მიმოიხედეთ ირგვლივ. მიიპყრო რამემ თქვენი ყურადღება? აირჩიეთ საგანი და შემდეგ წაიკითხეთ შედეგი ქვევით.


image






image




სარწეველა


სარწეველა ემოციური თამაშების და სურვილების სიმბოლოა. ეს ნიშნავს, რომ რომელიმე თამაშზე დამოკიდებული ან რამე სურვილით შეპყრობილი ხართ.

image








თოჯინა


თოჯინა თქვენს კავშირს ნიშნავს ბავშვობასთან. არ გინდათ გაზრდა და მუდმივად ცდილობთ, უფრო ახალგაზრდა გამოიყურებოდეთ.

image








ღია საღებავის ქილა


ეს ნიშნავს, რომ ღიად გამოხატავთ თქვენს აზრს და მტკიცედ დგახართ საკუთარ პოზიციაზე.

image








დახურული საღებავის ქილა


დახურული საღებავის ქილა ჩაკეტილ აგრესიაზე, შფოთვაზე და დაუცველობაზე მიანიშნებს, რის დამალვასაც ცდილობთ ყველასგან. საზოგადოებისგან თავის შორს დაჭერა ზოგჯერ პრობლემების მიზეზიც ხდება.

image








ველოსიპედი


ველოსიპედი თქვენს შინაგან ბალანსზე მიუთითებს და ნიშნავს, რომ რამე ახლის აღმოჩენის სურვილი გაქვთ, იქნება ეს გარემო, ღირებულება თუ ნებისმიერი ცვლილება.

image








ვაშლების კალათა


ვაშლების კალათა თქვენს ღრმა ცოდნას, სიბრძნეს, მიზნების მიღწევას და ბედნიერებას გამოხატავს.

image








ლურსმნები


ლურსმნები ძალადობას გამოხატავს თქვენი თავის მიმართაც და სხვების მიმართაც. ეს პრობლემური ემოციური მდგომარეობისა და ცნობიერების მდგომარეობის შეცვლის სიმბოლოა.

image








ჩაფხუტი


ჩაფხუტი სიმამაცისა და მებრძოლი სულის სიმბოლოა. ის ასევე გამოხატავს იმპულსურობას და გადაწყვეტილების მიღების სირთულეს თქვენთვის.

image








წიგნები


წიგნები ცოდნის სურვილს გამოხატავს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სარდაფშია, შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ საკუთარი თავი დაკარგული გაქვთ და ცხოვრების აზრს ეძებთ.

image








ჩაქუჩი


ჩაქუჩი ძალადობას ნიშნავს და იმის სიმბოლოა, რომ მიზნების მიღწევას ძალის გამოყენებით ცდილობთ. ეს ძალადობა შეიძლება შინაგან კონფლიქტსაც ნიშნავდეს, საკუთარ თავთან.

image








ნიღბები


ნიღბები ჩვენს ემოციებს გამოხატავს, დადებით ან უარყოფითს, რაც სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებასაც გვიჩვენებს.

image








ნახატი


ნახატი მენტალურ სტაბილურობასა და გონების სისუფთავეზე მიანიშნებს.

image








ბორბალი


ბორბალი გარემოსთან და ახლო ადამიანებთან ურთიერთობაზე მიანიშნებს. ეს ასევე შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ წრეზე ტრიალებთ და არ გსურთ, ცხოვრებაში რამე შეცვალოთ.

image








სოსისები


სოსისები ძლიერ კავშირზე მიუთითებს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. ხშირად ამ საგანს სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები ირჩევენ.

image








გისოსები


თუ ამ ნიშანს აირჩევთ, დიდი ალბათობით მარტოსულობა გაწუხებთ. გისოსები შეიძლება შფთოვას და დეპრესიასაც ნიშნავდეს.

image








კიბე


კიბე მიანიშნებს თქვენს მოტივაციაზე, მიაღწიოთ მიზნებს და მცდელობაზე, რასაც ამაში დებთ. გატეხილი საფეხური ის დაბრკოლებებია, რაც მიზნის მიღწევისას გეღობებათ გზაზე.

image








ყუთები


ყუთები თქვენს პიროვნულობას გამოხატავს. ის ერთგვარი კონტეინერის სიმბოლოა, რაშიც თქვენს საიდუმლოს ათავსებთ და სხვებისგან მალავთ.

თქვენ უკეთ იცით, რასაც მალავთ.

image







ცოცხი


ცოცხი თქვენს სურვილზე მიუთითებს, გქონდეთ უფრო ინტიმური და ახლო ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც გიყვართ.

image








გატეხილი სკამი


თუ გატეხილი სკამი აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დასტრესილი და დაღლილი ხართ, არასტაბილურობას გრძნობთ და დასვენება გჭირდებათ.

image








გატეხილი სარკე


სარკე იმის სიმბოლოა, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს. მაგრამ რადგან ის გატეხილია, შესაძლოა შინაგან ბრძოლაზე მიუთითებდეს, რაც სულს გიწუხებთ. ალბათ, საკუთარ თავზე წუხართ.

image








მაშა


მაშა ჩაგვრის სიმბოლოა. იძულებული ხართ, გააკეთოთ არჩევანი და მიიღოთ რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

image









ტესტის შედეგების მიუხედავად, იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ემოციური მდგომარეობის შეცვლა. სცადეთ, გახადოთ ცხოვრება უფრო ფერადი, შეცვალეთ რუტინა, წადით დასასვენებლად. თუ ფიქრობთ, რომ ამას თავად ვერ გაუმკლავდებით, პროფესიონალებს მიმართეთ დასახმარებლად.




თქვენ რომელი საგანი აირჩიეთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში♥








ასევე დაგაინტერესებთ:


ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ წარმატებული ქალბატონი და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი

image

0
131
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0