x
დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა
image
დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა.

image

ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერი ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი გვირგვინით შეამკეს.

image


გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

1
5
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ კიკალეიშვილი
თემურ კიკალეიშვილი
5
  
2018, 19 მაისი, 18:47
თუ ჩვენი მთავრობის მოთხოვნა კანჯიოღლის გადმოცემის შესახებ არ გაითვალისწინა რუსულ-აფხაზურმა მხარემ,მაშინ საქართველოს უფლება აქვს კანჯიოღლი ტერაქტის შედეგად გაანადგუროს აფხაზეთის ტერიტორიაზე,ისე,რომ ბოდიშსაც არ მოუხდის ვინმეს...
0 1 1