x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ევროპის დღე 2018 - ზუგდიდში

image

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით "ევროპის დღე 2018"-ს აღნიშნავს. სკეიტპარკი ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა, სადაც თითოეულ სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობებში ცართვა შეუძლია.
image
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. ასევე, გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. პარალელურად შექმნილია ბავშვთა გასართობი სივრცეები, სადაც სხვადასხვა წარმოდგენები იმართება.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. "ევროპის დღეები 2018" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ტურნირი ქუჩის კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მიიღეს.image
წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევრ
პულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.

დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და უკვე 60 წელია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.

image

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ კიკალეიშვილი
თემურ კიკალეიშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0