x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
4 უდიდესი შეცდომა,რომელსაც წყვილები ურთიერთობაში უშვებენ
image

იპოვო “შენი" ადამიანი-ეს ძალიან რთულია. როცა გგონია, რომ ის სწორედ “ისაა" და ერთად ცხოვრებას იწყებთ, მაშინ აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი ახლა იწყება.
ყოველდღე გვიწევს რუტინასთან ბრძოლა, პარტნიორზე ზრუნვა, მისი გამხნევება, ნდობის განმტკიცება და იმ პრობლემების ერთად გადაწყვეტა, რომელთა წინაშეც ცხოვრება გვაყენებს.

და თუ ერთხელაც მოეშვებით, შეიძლება უცებ აღმოაჩინოთ, რომ თქვენი თანაცხოვრება ორი, შემთხვევითი ადამიანების ცხოვრებას დაემსგავსა, რომელთაც ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო.

ოჯახური სპეციალიზაციის ფსიქოლოგები 4 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე გვიამბობენ, რომელსაც წყვილები ურთიერთობაში უშვებენ:


1. სექსი მნიშვნელოვანი არაა

image“სექსი-ნამდვილად შესანიშნავი რამაა, მაგრამ ნამდვილად არ ღირს იმ გადაჭარბებულ ყურადღებად, რომელსაც მისდამი იჩენენ"-ამტკიცებს ფსიქოლოგი ბარბარა ბლუმფილდი. მისი თქმით, თუ ორივე პარტნიორი “ნორმალურზე" ნაკლებ ყურადღებას იჩენს ამ საკითხის მიმართ, ეს სულაც არაა შეშფოთების საფუძველი.

“საფრთხე მაშინ იჩენს თავს, როცა პარტნიორებიდან ერთერთი თავს არიდებს ამ თემას, რასაც ურთიერთობაში დისტანცია და დაძაბულობა მოსდევს. საკუთარ თავში გამბედაობა უნდა იპოვოთ და თქვენი სურვილის არქონის მიზეზები განიხილოთ. ბოლოსდაბოლოს, სწორედ ურთიერთობით განმტკიცდება კავშირი და არა სექსით."


თავს არიდებთ ლაპარაკს

imageბევრი წყვილის ურთიერთობა სწორედ იმიტომ ფუჭდება, რომ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკს და მსჯელობას გაურბიან.

“ლაპარაკი და მოსმენა თანაბარი პროპორციებით-პირველი წესია"- ამტკიცებს ფსიქოლოგი მარტინ ბეროუ. მეორე წესია-სწორად შეარჩიოთ დრო ლაპარაკისთვის.

“ნუ დაიწყებთ სერიოზულ ლაპარაკს მაშინვე იმ მომენტში, როცა თქვენი პარტნიორი რამე ისეთს გააკეთებს, რაც თქვენ არ მოგწონთ.ეს კარგს არაფერს მოგიტანთ"-ამტკიცებს ფსიქოლოგი.


3.თქვენი პარტნიორი თქვნი ასლი არაა

imageძალიან გავრცელებული შეცდომაა იფიქრო, რომ თქვენი პარტნიორიც ისე ხედავს ამ სამყაროს, როგორც თქვენ.სიმართლე ისაა, რომ მისი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან განსხვავდება თქვენგან.

ამიტომ, თუ იფიქრებთ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ისე მოიქცევა, როგორც თქვენ მოიქცეოდით და ამის მოლოდინი გექნებთ, იმედი გაგიცრუვდებათ.

ურთიერთობისთვის კი გაუმართლებელი მოლოდინები ძალიან ცუდია.


4.ვერავის შეცვლით. მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა შეგიძლიათ.imageჩვენ სხვა ადამიანებზე ვერ ვიმოქმედებთ, მაშინაც კი, თუ ისინი ჩვენთვის ძალიან ახლობლები არიან. მწარე სიმართლეა, მაგრამ ასეა.და თუ ურთიერთობას იმის იმედით დაიწყებთ, რომ დროთა განმავლობაში თქვენი პარტნიორი შეიცვლება, მწარე იმედგაცრუება გელით. ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ-შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება იმისადმი, რაც არ მოგწონთ, ან იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომლის შეცვლის სურვილიც არ გაგიჩნდებათ.



0
70
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0