x
საატესტატო გამოცდების ფორმატის ტესტი ისტორიაში.(მნიშვნელოვანი მოვლენები)
გადადი მოცემულ ლინკზე ისტორია და გაივარჯიშე ისტორიაში მრავალფეროვანი ტესტების მეშვეობით. ასევე ნახე როგორია შენი დონე ქართულ ენასა და ზოგად განათლებაში

image

ცნობისთვის:

“დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge თითოეული საგანისათვის დამატებითი ნიმუშები მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ. ეს მაგალითები მათ დაეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.


გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მაია მიმინოშვილის თქმით, იმისათვის, რომ მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა

1
119
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
119
  
ტესტი ისტორიაში https://www.proprofs.com/quiz-school/preview.php?title=mje5otczmgeqe8
0 1 1