x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე!

image

"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი სოციალურ ქსელში ერთ საოცარ სიკეთით სავსე ამბავს ჰყვება, რომელიც დიდუბის ავტოსადგურში შეემთხვა.

image

"არ შემეძლო არ დამეწერა... ამ საოცარმა ადამიანმა დღეს, რაღაც შეცვალა ჩემში, რაც სულ მემახსოვრება. - დიდუბის ე.წ. "ოკრიბას" ა/სადგურში "ბუბლიკებს" მთავაზობდა შესაძენად. ტკბილეული არ მინდოდა და მისი საფასური - ხურდა ვაჩუქე. მიკროავტობუსიდან მოსაწევად ჩავედი და ვხედავ, რომ ეს კაცი! ადამიანი! ერთ შეკვრა ტკბილეულს იქვე მყოფ ყავარჯნიან ახალგაზრდა კაცს სჩუქნის. მომიბრუნდა და ძალიან ბედნიერი სახით მითხრა იმას ვაჩუქეო. მოკლედ, ცოტა გულაჩუყებული, გამთბარი და ჩაფიქრებული ვმგზავრობ დასავლეთისკენ. მისი ნებართვით ფოტო გადავუღე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე. გილოცავთ ამაღლებას!"-წერს მუკბანიანი.

image

1
267
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
267
  
2018, 19 მაისი, 13:29
მეც ვიცი ეს პიროვნება...
0 1 1