x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
გაიგეთ სპორტის რომელი სახეობებია მხედველობისთვის საშიში

image





თვალები საშუალებას გვაძლევენ დავტკბეთ ჩენს გარშემო არსებული სილამაზით, ვხედავდეთ ახლობელ ადამიანებს, ვიკითხოთ და გავაკეთოთ მრავალი სხვა ისეთი მოქმედება, რის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება.



არსებობს მრავალი რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა და ჯანმრთელი თვალები. ერთ-ერთ ასეთ რჩევას წარმოადგენს სპორტული ვარჯიშების რაოდენობის გაზრდა.


ნამდვილად სასარგებლოა თუ არა ეს?




არსებობს მხედველობისთვის საშიში სპორტის რამოდენიმე სახეობა :



1. თამაშები ბურთით.


დიდი ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა მრავალი შეიძლება გახდეს თავის და თვალის ტრამვის მიზეზი და გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება.



2. კრივი და ბრძოლის სხვა სახეობები.


დარტყმები საშიშია ტვინის შერყევისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია თვალებთან. ნებსმიერი ასეთი ტრავმა მაშინვე აისახება თვალებზე.




3. ხტომებს შეიძლება მოჰყვეს პათოლოგიების განვითარება მათთვის, ვისაც უკვე აღენიშნებათ ახლომხედველობა ან შორსმხედველობა.




4. სათხილამურო და საცხენოსნო სპორტიც შეიძლება იყოს ტრამვის მომტანი:


აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს ეხება ველოსპორტსაც.


5. იოგა



– გლაუკომას დროს არაა მიზანშეწონლი იოგის ვარჯიშები _ მას სისხლძარღვებში წნევის ცვლილებებამდე მივყავართ, რაც წარმოადგენს კიდეც ამ დაავადების პროგრესირების მიზეზს.



მიუხედავად ამისა, საჭირო არ არის მთლიანად უგულვებელვყოთ ფიზიკური აქტივობა.


სპორტის სახეობები _ როგორებიცაა ცურვა და მისი მსგავსნი _ მხოლოდ სარგებლობის მომტანია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ შევუთავსებთ მხედველობის სავარჯიშოებს.

ბილიარდი, პინგ-პონგი და ბადმინტონი, შესანიშნავად უმკლავდებიან თვალის კუნთების გამაგრების ამოცანას და საინტერესო იქნება თქვენთვის, როგორც გართობის კარგი საშუალება.

***


***

იხილეთ ასევე:

1. არგენტინელი მესის ორეული ირანში ცხოვრობს

image

2. ფრთხილად! გოგონები და სერფინგი

image

3. ბოდიბილდერები გადამსკდარი კუნთებით

image

***

*

0
50
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0