x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ელიავას ბაზრობაზე შპალერის განყოფილება დაიწვა

image

.

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - ცეცხლი 120 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი შპალერების მაღაზიას დღეს საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გაუჩნდა და სრულად დაიწვა.
.
მეწარმეების ინფორმაციით, განადგურებულია ათასობით ლარის პროდუქცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე, უცნობია. მაღაზიების მფლობელების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მათთვის უცნობია. მათ ამ ეტაპზე მაღაზიებში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
.
ელიავას ბაზრობაზე ხანძრისგან არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგეენლმა ნოდარ ჭუმბაძემ ადგილზე განუცხადა.\
.
"მივიღეთ შეტყობინება ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე გამოცხადდა 8 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი. ხანძარი გავრცელებული იყო შპალერების მაღაზიებში, 100-120 კვადრატულ მეტრზე. დაშავებული არავინაა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", - განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ.
0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0