x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ყველაზე საშიში 6 განგსტერის ცოლის ისტორია
როგორია იყო კრიმინალური დამნაშავის ცოლი?ვიღაც ცვლიდა მეუღლის ბიზნესს და ერეოდა კრიმინალურ ომში, ვიღაც კი ჩუმად ლოცულობდა თავის ქმრის ცოდვების გამო. გთავაზობთ, ალ კაპონეს, პაბლო ესკობარის და სხვა დამნაშავე ბანდიტების ცოლების ისტორიებს.

image
მეი კაპონე


ალ კაპონე დაქორწინდა 19 წლის ირლანდიელ მეი ჟოზეფინა კაფლინზე, რომელმაც ჯერ კიდევ ქორწინებამდე გააჩინა ვაჟი გაგნსტერისგან. ალ კაპონემ დააინფიცირა პატარძალი სიფილისით, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა ამის გამო. მათი შვილიც დაიბადა დაიფინცირებული, ბავშვს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია თავის ტვინზე და მთელი ცხოვრება დარჩა ყრუ.

მიუხედავად ამისა, მეი ჟოზეფინას უყვარდა ქმარი და მთელი ცხოვრება დარჩა მაფიოზის ერთგული. ალ კაპონე გარდაიცვალა 1947 წელს ინსულტით და პნევმონიით და არა მტრის ტყვიით.


მეიმ იცხოვრა ხანგრძლივი ცხოვრებით და დაიღუპა 89 წლის ასაკში 1986 წელს.

შვილმა, ალბერტ კაპონენ შეიცვალა გვარი ბრაუნით.მთელი ცხოვრება კანონმორჩილ ცხოვრებას ეწეოდა, მხოლოდ 2 წელი მისდევდა წვრილმან ქურდობას, შემდეგ შეეძინა 4 ქალიშვილი და გარდაიცვალა 2004 წელს.

ალისა დაიმონდი


რელიგიური და მოკრძალებული ალისა დაიმონდი არ უწონებდა საქმიანობას თავის მეუღლეს, ჯეკ ლექს დაიმონდს, მიუხედავად ამისა, მისი ერთგული იყო და პატიობდა ღალატს.

ალისა ლოცულობდა ქმრის ცოდვებზე, რომელიც არც თუ ისე ცოტა იყო.ჯეკ დაიმონდი იყო ერთერთი ცნობილი განგსტერი ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში მშრალი კანონის დროს.იგი ეწეოდა არა მარტო ალკოჰოლის კონტრაბანდას, არამედ იტაცებდა და აწამებდა კონკურენტებს.

მასაც უსწორდებოდნენ, ერთხელ 5 ტყვია ესროლეს, მაგრამ მან შეძლო არა მარტო გადარჩენილიყო, არამედ გამოვიდა ოტელიდან, დარეკა და დახმარება მოითხოვა. ამის გამო მას უკვდავი შეარქვეს, მაგრამ მან ეს სახელი ბოლომდე ვერ გაამართლა.1931 წელს ნიუ-იორკის სასტუმროში ორი პირი დახვრიტეს, მათ შორის ერთი ჯეკ დაიმონდი იყო, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო მაფია, პოლიცია და პოლიტიკოსებიც კი.

ორი წლის მერე ჯეკის მეუღლე ალისა დაიმონდი, რომელიც მშვიდად ცხოვრობდა და არ კონტაქტობდა მაფიასთან, მოკლეს ბრუკლინში, თავის ოთახში. მისი მკვლელი ვერ იპოვეს.

მარია ესკობარი


1972 წელს კოლუმბიელი ნარკობარონი 27 წლის პაბლო ესკოპარი დაქორწინდა 15 წლის მარიო ვიქტორიო ენაო ვალეხოზე. მარიო ყოველთვის მხარს უჭერდა ესკობარს, მიუხედავად მისი ღალატისა სხვა ქალებთან.( მაგალითად ცხოვრების ბოლო წლებში ესკობარს სერიოზული რომანი ქონდა ცნობილ ჟურნალისტსა და მოდელთან, ვირჰინია ვალეხოსთან).

მარია ესკობარმა იცოდა თავისი ქმრის საქმეების შესახებ.ამიტომ 1993 წელს მისი სიკვდილის მერე ქვრივი სხვა გვარსახელით შვილებთან ერთად იმალებოდა. ესკობარის ოჯახი მაინც დაიჭირეს და წელიწადნახევარი ესკობარის ცოლი ციხეში იმყოფებოდა, მაგრამ პოლიციამ მისი უკანონო საქმიანობა ვერ აღმოაჩინა. ციხიდან გათავისუფლების მერე მარიამ შეიცვალა სახელი და ჩრდილში გადგა. ასევე მოიქცა მისი ქალიშვილიც.

41 წლის ვაჟი, ხუან პაბლო არის არქიტექტორი, ცხოვრობს ბუენოს-აირესში, ყავს მეუღლე და შვილი. მამას იხსენებს თბილად და მას მზრუნველს უწოდებს.მაგალითად, ერთელ როდესაც შვილებთან ერთად მთაში იმალებოდა, პაბლო ესკობარმა ორი მილიონი დოლარის კუპიურები დაწვა, რომ გაეთბო შვილები.

სწორედ ოჯახის სიყვარულმა დაღუპა კოკაინის მეფე, გარდაცვალებამდე ესკობარი იმყოფებოდ გაქცევაში და წელიწადი არ ენახა თავისი შვილი, დაბადების დღეზე გადაწყვიტა დაერეკა და დაელაპარაკა შვილს ხუთი წუთით, ამ ზარით დაადგინეს მისი ადგილმდებარეობა და რამდენიმე საათის მერე მოკლეს.

დანუბია რანჯელი

ბრაზილიელი ნარკობარონის ანტონიო ბონჰიმის მეუღლე, დანუბია რანჯელი ქმრის დაკავების მერე, 2011 წლიდან წარმოადგენდა ქმრის ინტერესს, სანამ თვითონ არ მოხვდა გისოსებს მიღმა.

დანუბია დააკავეს 2017 წელს.ამ დრომდე მან მოასწრო გაეჩაღებინა ერთერთი საშინელი კრიმინალური ომი რიო- დე- ჟანეიროში. მას ემუქრება 28 წლიანი პატიმრობა ნარკოტიკების გაყიდვისა და ადამიანთა ტრეფიკინგისთვის.

ემა კორონელ აისპურო

2007 წელს ემა 18 წლის ასაკში დაქორწინდა მექსიკელ ნარკობარონზე, ჰოაკინ გუსმან ლოერაზე.ის იყო მეოთხე ცოლი 50 წლის ელ ჩაპოსი, მსოფლიოში ყველაზე საშიში დამნაშავის. 2012 წელს ემას შეეძინა ტყუპი გოგონები. ამ დროისთვის ჰოაკინ გუსმანი იყო მექსიკის უმსხვილესი ნარკობარონი. იგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანთა სიაში შედიოდა Forbes ინფორმაციით.

ნარკოტიკების მეფე ემალებოდა ხელისუფლებას და ამავდროულად ხვდებოდა ჰოლივუდის პროდიუსერებს და მსახიობებს, იგი ოცნებობდა რომ მასზე გადაეღოთ ფილმი.შონ პენთან შეხვედრის მერე ხელისუფლებამ შეძლო დაედგინა მისი ადგილსამყოფელი და დამნაშავის კვალზე გავიდნენ, მაგრამ მან მაინც მიაღწია თავის მიზანს, 2017 წელს გამოვიდა სერიალი "ელ-ჩაპო"

ემა კორონელს ძვირად დაუჯდა ელ-ჩაპოს სიყვარული.2016 წელს მექსიკაში მოკლეს მისი ორი 19 და 13 წლის ძმისშვილები.

ფაინა კომისარ


ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად იაპონჩიკი 90-იან წლებში წავიდა ამერიკაში, სადაც ხელმძღვანელობდა რუსულ მაფიას.

იქ კანონიერმა ქურდმა გაიცნო ემიგრანტი კიევიდან, ფაინა კომისარი. ის ელოდებოდა ივანკოვს, როცა იჯდა ამერიკის ციხეში. როდესაც იაპონჩიკი დაარეპორტეს ამერიკიდან, ის ქმართან ერთად დაბრუნდა რუსეთში და სიკვდილამდე მასტთან ცხოვრობდა.

ივანკოვს ესროლეს 2009 წლის 29 ივლისს მოსკოვში, ორი თვის მერე ისე მოკვდა საავადმყოფოში, რომ გონებაზე არ მოსულა.

იაპონჩიკის სიკვდილის მერე ფაინა არ უკავშირდებოდა პრესასიაპონჩიკი ფაინასტან ერთად ამერიკაში ნათლავს შვილს



0
1048
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1048
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0