x
image
melody_inside
როგორ ცხოვრობდნენ დაბადებამდე დედის მუცელში და ცაში  _  ბავშვების მონათხრობი

თუ ერთხელ შვილი გეტყვით: „დედა, მე შენ მომეწონე და იმიტომ აგირჩიე რომ შენ გაგეჩინე“, _ გთხოვთ, არ გაგიკვირდეთ. ბავშვების ერთ მესამედზე მეტს ახსოვს ის დრო, რომელიც დედის საშვილოსნოში გაატარეს.


image




დოცენტი აკირა იკეგავა არის ავტორი წიგნებისა „ დედა, მე შენს გამო მოვედი“ და „ როცა მე დედა ღრუბლებიდან დავინახე“ . კვლევების დროს მან აღმოაჩინა, რომ ბავშვების 1/3 -ს ახსოვთ ის დრო, რომელიც დედის მუცელში გაატარეს და შეუძლათ აღწერონ საკუთარი დაბადება.


იკეგავამ კვლევა 36 საბავშვო ბაგა- ბაღში ჩაატარა და გამოკითხა 1620 ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი იყო ოთხი წელი.


ბავშვების 33%-მა თქვა, რომ ახსოვთ დედის მუცელში როდესაც იყვნენ და 21 %-ს კი ახსოვს საკუთარ დაბადებასთან დაკავშირებული გარემოებებიც კი. ეს ბვშვები ნათლად და დამაჯერებლად აღწერდნენ დაბადებას.



ორი წლის გოგონამ თქვა:


„როდესაც მე ხმაური გავიგონე, თვალების წინ განათება დაიწყო“.



მეორე ოთხი წლის გოგონამ თქვა:



„თავიდან ცოტა ხნით დაძინება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი“.




წიგნში „ მე მახსოვს! დედის მუცელში გატარებული პერიოდი“ ფუკუსიმის უნივერსიტეტის დოცენტი აკირა იიდას სტატისტიკამ აჩვენა, რომ გამოკითხული ბავშვების 53 %-ს გააჩნდა მუცლადყოფნის მახსოვრობა, ხოლო 41%-ს თავისი დაბადების მომენტი _ იუწყება ტაივანში ჟურნალ Lapis Lazuli Light Magazine-ში გამოქვეყნებული სტატია.



ვირჯინიის უნივერსიტეტთან არსებულ სამედიცინო სკოლის საიტზე ბავშვების ძალიან სახალისო ისტორიებია ამ თემაზე: “ბავშვების ნაწილს აქვთ მოგონებები დაბადებაზე ან იმ პერიოდზე, როდესაც დედის მუცელში იმყოფებოდნენ, ზოგს კი ახსოვთ სხვა სივრცე ან სამოთხე“.



იიდას და იკეგავას წიგნებში ბავშვების მუცლადყოფნის პერიოდის მახსოვრობის გარდა დაფიქსირებულია სამოთხის ან სხვა სივრცის ზოგიერთი საინტერესო აღწერა.



ბევრი ბავშვი აღწერდა სიტუაციას თუ როგორ იყვნენ დაბადებამდე ღრუბლებში, ცხოვრობდნენ ანგელოზებთან და ცის მოსახლეობასთან, ( Celestial) სელესტიელებთან ერთად.


ბავშვები ეძებდნენ ყველაზე კარგ (მათი აზრით) ქალებს, რათა ისინი გამხდარიყვნენ მათი დედები, ტოვებდნენ ღრუბლებს და მიფრინავდნენ დედის მუცელში, წერდა აკირა იკეგავა.




წიგნში საუბარია ბავშვზე, რომელსაც ახსოვდა ის და მრავალი სელესტიელი თუ როგორ გადაადგილდნენ დედის მუცელში, ხუთი სელესტიელი დაბრუნდა ცაში, დარჩენილებმა კი ბავშვის, როგორც ადამიანის გარეგნობა ჩამოაყალიბეს. ცხვირის, თვალების, ყურების და სახის სხვა ნაკვთების ფორმირების შემდეგ დაბადებისთვის მზად იყო.




ათი წლის გოგონა იხსენებს, როგორ იყურებოდა ღრუბლებდან ძირს და ხედავდა რა ალერსიანი იყო დედა, რის შემდეგაც გადაწყვიტა შეფრენილიყო დედის მუცელში.



image



ჟურნალ Lapis Lazuli Light Magazine-ის სტატიაში ჩაწერილია ხუთი წლის იაპონელი ბიჭის მასაჰიროს და დედამისის დიალოგი:


დედა: „მასაჰირო, სანამ დედის მუცელში მოხვიდოდი, სად ცხოვრობდი?“




შვილი: „ღრუბლებს ზემოთ ვცხოვრობდი! წინ კი სტეპი იყო“.



დედა: „ მასაჰირო, შენ ამოირჩიე მამა და დედა?“



შვილი: „ არა, მაღაზიაში რომ მუშაობს, მისმა მსგავსმა ბაბუამ გადაწყვიტა“.



დედა: „ბავშვების გარდა, ღრუბლებში უფროსებიც ცხოვრობენ?“


შვილი: „დიახ, ბაბუები, ბებიები და ისეთები, როგორიც დედა და მამაა, _ სხვადასხვანაირი ადამიანები. იმის გამო, რომ ღრუბლები და ბამბა შერეულია, ისინი სხვდასხვა საჭმელად იქცევიან, ძალიან გემრიელია!“



image




ერთმა ბიჭუნამ დედას „დასუფთავებაზე“ მოუთხრო:




„მუცელში რომ ვიყავი, მახსოვს დედა ხშირად ახველებდა და ფიქრობდა, რომ ეს ნაყოფზე ცუდად იმოქმედებდა და ამიტომ მუცელში მთელი ძალიათ ვცდილობდი დედის გასუფთავებას. ამიტომ მე ისევ მიყვარს დასუფთავება. მე დავიბადე, რათა დედას ვასწავლო დალაგება“.

დედა გაოცებული იყო, იმდენად რამდენადაც ორსულობისას ის მართლაც გაუჩერებლად ახველებდა ერთი პერიოდი და ძალიან ნერვიულობდა ბავშვის ჯანმრთელობაზე.

***


***

იხილეთ ასევე:

1. სად იკარგებიან ბავშვები? ყოველწლიურად სად ქრება 8 მილიონი ბავშვი

image

2. საშინელი ექსპერიმენტი, რის გამოც ბავშვებმა ლაპარაკი შეწყვიტეს

image

3. შეიძლება თუ არა ბავშვს დავარქვათ გარდაცვლილი ნათესავის სახელი? რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების სურათებს? შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი?...

image

***

***

*

0
59
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0