x
image
თორ ნიკე
Mediator image
გულწასული კაცი გონს აბსოლუტურად სხვა ადამიანად მოეგო
მაიკლ ბოუთრაითი


ეს მართლაც უცნაური შემთხვევა შეერთებულ შტატებში მოხდა 2013 წელს. 61 წლის ამერიკის მოქალაქე, ფლორიდის შტატში დაბადებული და მცხოვრები მაიკლ თომას ბოუთრაითი ქალაქ ფალმ სპრინგში სამხრეთ კალიფორნიაში საფრენბურთო ტურნირში მონაწილეობის მისარებად ჩავიდა და ადგილობრივ მოტელში დაბინავდა. გარკვეული ხნის შემდეგ იგი სასტუმროს თანამშრომელმა თავის ნომერში გონდაკარგული იპოვა. მაიკლს სათანადო დახმარება მაშინვე აღმოუჩინეს, მაგრამ გონს მოსვლის შემდეგ სრული ამნეზია დაემართა და მშობლიური ინგლისური ენაც სრულებით დაავიწყდა. ვეღარც საუბრობდა და აღარ ესმოდა. ამერიკელი შვედურ ენაზე ალაპარაკდა ისე, როგორც მშობლიურ ენაზე. მაიკლთან სასაუბროდ ახლა უკვე თარჯიმანი იყო საჭირო.


ყველაზე უცნაური გახლდათ ის, რომ ბოუთრაითს აღარც თავისი ვინაობა ახსოვდა. ის აცხადებდა, რომ შვედი ეროვნების მამაკაცი - იონას ეკი გახლდატ. არამარტო ვინაობა, არამედ ბოუთრაითმა სარკეში ჩახედვისას შოკი მიიღო, რადგან საკუთარი თავი ვერ შეიცნო.


შესაბამისი სამსახურების დახმარებით დაზარალებული, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დააკავშირეს - მას ხომ საბედნიეროდ თან ჰქონდა პირადობის მოწმობა. ვერცერთი მათგანი ბოუთრაითმა ვერ იცნო. მათ შორის ვერც თავისი ყოფილი მეუღლეები.



ცნობილი გახდა, რომ ამერიკელს შვედეთთან სამსახურეობრივი კონტაქტი ჰქონდა 1981 წლიდან 2003 წლამდე დროდადრო იქ ჩადიოდა ხოლმე. თუმცა ის დაახლოებით 10 წელი ცხოვრობდა იაპონიაში - ასწავლიდა ინგლისურს და 4 წელი ცხოვრობდა ჩინეთში.


ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ ბოუთრაითი საავადმყოფოდან გაწერეს. მუხედავად იმისა, რომ ექიმის შეფასებით ის სრულიად ჯანმრთელია, მას ბევრი რამის შესწავლა თავიდან მოუწევს, მათ შორის მშობლიური ენისაც. ეს ინფორმაცია პირველად associated press -მა გაავრცელა და მსოფლიო ყურადღება დაიმსახურა. კარგი იქნებოდა გაერკვიათ მოქალაქე იონას ეკი ხომ არ ცხოვრობდა შვედეთში და როდის გარდაიცვალა. დიდი ალბათობით შესაზლოა გვქონდეს ტიპურ რეინკარნაციასთან. ბოუთრაითის შესახებ მისმა შვედმა ნაცნობებმა გაიხსენეს ის, რომ ამერიკელი იქ მივლინების დროს დიდ ყურადღებას იჩენდა შვედეთის შუა საუკუნეების ისტორიისადმი და რაინდული წესებისადმი.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
633
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0