x
image
გემი დალანდი
როგორ დავიკლოთ წონაში სამოსის დახმარებით-სტილისტების რჩევები
იმისთვის, რომ უფრო ტანადი გამოჩნდეთ, სულაც არაა აუცილებელი სასწრაფოდ დიეტის დაწყება და სპორტდარბაზში ქანცის გაცლამდე ვარჯიში. ზოგჯერ საკმარისია სამოსის სწორად შერჩევა და და ზედმეტი კილოგრამები თვალისდახამხამებაში გაქრება:


image

1.ნუ გამოეხვევით ბალახონში

imageრატომღაც, ბევრი ფიქრობს, რომ ზედმეტი კილოგრამების დამალვა ფართო სამოსითაა შესაძლებელი. ეს მცდარი აზრია. ტომრის სტილის სამოსი კიდევ უფრო გაზრდის სხეულის მოცულობას. სწორედ ამიტომ, ტრენჩის ნაცვლად, მოკლე, სწორად გამოჭრილ პიჯაკზე შეაჩერეთ არჩევანი.


არ შეუშინდეთ მყვირალა ფერებს, მთავარია დაადგინოთ ფერთა ის შეხამება, რომელიც თქვენი გარეგნობის ტიპს შეესაბამება.


2.შეარჩიეთ მონოქრომული ლუქი

imageიმაში, რომ უფრო ტანადი გამოჩნდეთ, ერთი ფერის სამოსი დაგეხმარებათ, მაგალითად ეს ხაკისფერი კომბინიზონი. ასე ფიგურა უფრო გამოიკვეთება და ზედმეტი დეტალებით გადატვირთული ისეთი სრული აღარ ჩანს.


3. შეარჩიეთ შესაფერისი ქსოვილი და ფასონი

imageყურადღება მიაქციეთ ქსოვილს, მის ხარისხს, თხელი და ჰაეროვანი ქსოვილი მხოლოდ გამოკვეთს თქვენი სხეულის ნაკლოვანებებს.

მარცხენა სურათზე არა მხოლოდ შეუფერებელი ქსოვილია, არამედ შეუფერებელი ფასონიც.

მარჯვენა სურათზე ქსოვილი გაცილებით სქელია, V- ფორმის საყელო და შედარებით გრძელი სახელო კი ვიზუალურად უფრო ტანადს გამოაჩენენ სხეულს. თუ დააკვირდებით, ქამარი ორივე კაბაზეა, მაგრამ მხოლოდ მარჯვენა, სწორად შერჩეულ ფასონზე “ზის სწორად".


4. კონტრასტებთან ფრთხილად!

imageმარცხენა სურათზე რამდენიმე შეცდომაა ჩაცნმულობაში. კონტრასტული ზედატანის და შარვლის გამო ფიგურა თითქოს ორადაა გაყოფილი, რაც მას უფრო მასიურს ხდის. და თანაც, სქელი სვიტერი ნამდვილად არ აკლებს ფიგურას ზედმეტ კილოგრამებს, უფრო პირიქით.

სამოსი ისე შეარჩიეთ, რომ ზედატანიც და ქვედატანიც ერთ ტონში იყოს. კონტრასტული ფერებით ფიგურას ნუ “გადაჭრით". თუ ფერების დამატება გინდათ, გააკეთეთ ეს მოზომილად. მაგალითად, ღია ფერის მაისურსა და შარვალზე ჩაიცვით მუქი პიჯაკი, მხოლოდ არ შეკრათ არცერთ ღილზე.


5. ნუ მოერიდებით ზოლებს

imageაკურატული ვერტიკალური ხაზები ავტომატურად ჩამოგაკლებენ ზედმეტ კილოგრამებს. საერთო ჯამში, ნებისმიერი ვერტიკალური ხაზი ამ მხრივ მომგებიანია, მაგალითად ღილების მწკრივი. და კიდევ, არ დაგავიწყდეთ, ზურგში გასწორდით და თავდაჯერებულად იარეთ.


6. უარი თქვით დიდ აქსესუარებზე

imageმარცხენა სურათზე ისევ ის შეცდომაა. ფიგურა კონტრასტული ფერებითაა “გადაჭრილი". დიდი, მსხვილზოლიანი ჩანთა კი კიდევ უფრო ამძიმებს ფიგურას. მარჯვენა სურათზე მაისურიც და შრვალიც ერთი ფერისაა, დიდი ჩანთა აღარ არის და საბოლოო ჯამში ფიგურამ ამით მხოლოდ მოიგო.


7. აკურატულად შეარჩიეთ პრინტი

imageფრთხილად შეარჩიეთ პრინტიანი სამოსი. უარი თქვით მსხვილ პრინტზე. მით უფრო, ასეთი პრინტიანი, პიჟამოს სტილის სამოსი, თქვენს ტანზე შემოხვეულ პლედს უფრო დაემსგავსება, ვიდრე მოდურ ლუქს.


8. აქცენტი გააკეთეთ სილუეტის გამოკვეთაზე

imageგამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა სილუეტის დასაგრძელებლად: ვერტიკალური ზოლები, თუნდაც შარვალზე, გრძელი საყურეები...

ასევე, არ დამალოთ ხელები უფორმო ნაქსოვი კარდიგანის ქვეშ. სწორად შერჩეული ტოპი კი სწორედ ისაა, რაც ამ შემთხვევაში გჭირდებათ.


9. თამამად გამოიყენეთ ე.წ. დამატებითი ფენა

imageამ მაგალითზე გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება კარგი ლუქი უფრო მოდურად გადააქციოთ.

ცისფერი კაბა ნაოჭებასხმული ქვედატანით, ვიზუალურად გამოკვეთს სილუეტს, მაგრამ თეთრი პიჯაკით უკვე დასრულებული და სრულყოფილი სახე აქვს.

სახელოებს რაც შეეხება, აკეცილ სტილს მიანიჭეთ უპირატესობა, ეს ვიზუალურად რამდენიმე კგ-ს ჩამოგაკლებთ.


და ბოლოს, რამდენიმე რჩევა:

შეარჩიეთ სამოსის სწორი ზომა. დიდი ბალახონები უფრო მასიურად წარმოგაჩენთ. ტანზე შემოტკეცილი სამოსი კი კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს პრობლემურ ადგილებს.

შეარჩიეთ V-ფორმის საყელოიანი სამოსი. მას ვიზუალურად წონის დაკლება შეუძლია.

უპირატესობა მიანიჭეთ უბრალო ფორმის ფასონს, ზედმეტი დეტალების გარეშე. ასევე, უარი თქვით ბრჭყვიალა ქსოვილებზე.

ფრთხილად შეარჩიეთ სამკაულები. მსხვილი მძივები და ბეჭდები თქვენს ფიგურას კიდევ უფრო დაამძიმებენ.



0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0