x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გუშინ მომხდარი თავდასხმის დროს, მოხდა პირის დაკავება, რომელიც 15 წლის აღმოჩნდა - ვიდეო
image


პირი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავებული არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ვინაიდან პირი არასრულწლოვანი აღმოჩნდა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად მისი დაკავება არ მომხდარა. თუმცა, შსს-ში ასევე განმარტავენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა მოზარდი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს.

„გუშინ მომხდარი თავდასხმის დროს, მოხდა პირის დაკავება, რომელიც აღმოჩნდა 15 წლის. ამ ეტაპზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ის დაკავებული არაა, თუმცა გამოძიება მიმდინარებს, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, იმისთვის, რომ იგი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - აცხადებენ შსს-ში.


შეგახსენებთ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.„17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1
92
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
92
  
2018, 20 მაისი, 7:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1