x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ურალში ფრანგი მწერალი ქალი ცემეს:"მითხრეს გეების ჩამოსახლება გსურსო"

image

ფრანგმა მწერალმა ასტრიდ ვენდლანტმა ჩელიაბინსიკის პოლიციას მიმართა საჩივრით, მას შემდეგ რაც სოფლელებმა ის და მისი მეგობარი მამაკაცი ჟან ფილიპი ცემეს.

"ჩემს მეგობართან ჟან ფილიპთან ერთად ვიყავი, რომელიც ძალიან ჰგავს ბელმონდოს.ჩვენ ყველა ევროპელები მრუდეები, ამორალურები, გარყვნილების შემომტანები და არადეკვატურები ვართ, მომიგონეს ისტორია, თითქოს გეების შემოყვანა მინდოდა სოფელში, არა და საერთოდ არ მყავს გეი მეგობრები"-აცხადებს ასტრიდი.

მწერალი პარიზში ცხოვრობს და უკვე 20 წელიწადია წერს რუსეთში მცხოვრები მცირერიცხოვანი ერების შესახებ, მან იცის უკვე "რუსული სიყვარულიც", წლების წინ გაიცნო ჩელიაბინსკელი მამაკაცი და მისგან გოგონაც გააჩინა.

მწერალი ბოლო რამდენიმე თვეა ურალში ცხოვრობს, დასახლდა სოფელ ანდრეევკაში, აიშენა იურტა მდინარის პირას, რომ დამტკბარიყო ველური ბუნებით და ღამით ცაზე ვარსკვლავებით.

image

"ისინი გამოჩნდნენ როგორც დემონები, სამნი იყვნენ, ერთს კასტეტი ეჭირა, ჟან ფილიპი დააგდეს, ორი წიხლებს ურტყავდა, მესამე კასტეტს, მე ყვირილი ავტეხე "მიშველეთ" ამის შემდეგ მეც დამიწყეს ცემა, თუმცა დასახმარებლად არავინ გამოჩნდა."-აღნიშნა მწერალმა.

ჟან ფილიპი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავი-ქალას ტრავმა აღენიშნება.მოხვდა ასტრიდ ვენდლანტსაც.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გაჭიანურდა, რადგან მწერალი ინციდენტის შემდეგ უმალვე პარიზში გაფრინდა, ჩელიაბინსკის სასამართლო მის უკან დაბრუნებას ელოდება.

სხვათა შორის ინციდენტის შემდეგ სოფლელები მივიდნენ ფრანგ მწერალთან, მოუხადეს ბოდიში თანამემამულეების საქციელის გამო და მიანიშნეს, რომ აწი მხარში ამოუდგებიან და უბატონოდ ხმას ვერავინ ვერ გასცემს.

image

ასტრიდ ვენდლანტს უამრავი პროქტი ეკუთვნის ურალზე.ავტორია წიგნების:"სამყაროს დასალიერზე, ფრანგი ჟურნალისტის არაჩვეულებრივი მოგზაურობა", "ურალის გულში, სტეპებიდან ტაიგამდე", შექმნა დოკუმენტური სერიალი "ურალი mon amour", ამასთანავე აქტიურად ზრუნავს ურალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ა.შ.

image

0
127
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0