x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 უგემრიელესი საზაფხულო ხილის სასმელი
ნმნ
1. საზამთროსა და ლიმონის ლიმონათი

შემადგენლობა:

1/2 საშუალო ზომის საზამთრო

4-5 დიდი ზომის ლიმონი( უნდა გამოწუროთ 1 ჭიქა წვენი)


1, 5 ჭიქა შაქარი

4-6 ჭიქა წყალი ან გაზიანი წყალი

მომზადება:

საზამთრო დავაბლენდეროთ და დაბლენდერებული მასა კარგად გავწუროთ წვრილი საწურით. გამოვწუროთ 1 ჭიქა ლიმონის წვენი. საზამთროსა და ლიმონის წვენი ჩაასხით წვენის დოქში დაუმატეთ შაქარი( თუ ტკბილი არ გიყვართ შეგიძლიათ ნაკლები შაქარი გამოიყენოთ) და კარგად მოურიეთ, რომ შაქარი გაიხსნას, დაუმატეთ წყალი ან გაზიანი წყალი.

2.კოქტეილი "მზის ჩასვლა"

image

შემადგენლობა:

3 ჭიქა არაყი

3 ჭიქა ფორთოხლის წვენი

3 ჭიქა გაზიანი წყალი

მარწყვი, მალინა, მაყვალი-1.5 ჭიქა

1.5 ჭიქა ალუბლის წვენი

1 ს.კ ალუბლის მურაბის წვენი

მომზადება:

დოქში ჩავასხათ არაყი, ფორთოხლის წვენი, გაზიანი წყალი, დავამატოთ 1 რგოლებად დაჭრილი ფორთოხალი, მოვურიოთ და შევდგათ მაცივარში.

1.5 ჭიქა კენკრის ნარევი, ალუბლის წვენი და ალუბლის მურაბის წვენი დავაბლენდეროთ. მასა გადავწუროთ წვრილი საწურით.

ჭიქაში ჩავყაროთ ყინული, დაასხით ფორთოხლიანი და არაყიანი წვენი, ისე რომ ჭიქის 3/4 შეივსოს და დანარჩენი კენკრის წვენით შეავსეთ, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მორთოთ პიტნით და ფორთოხლით.

3. ჩაის საზაფხულო კოქტეილიimageშემადგენლობა:

4 ჭიქა წყალი

4 პაკეტი ჩაი(სასურველი არომატით)

5 ს.კ შაქარი

პიტნის ფოთლები

1 ლიმონი და ლაიმი

1/4 ჭიქა ჯინი(ერთი ჭიქისთვის)

ყინულის კუბები.

მომზადება:

წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე, დავამატოთ ჩაის პაკეტები და გავაჩეროთ 5 წუთით, შემდეგ პაკეტები ამოვიღოთ, ჩაის დავუმატოთ შაქარი და მოვურიოთ. მზა ჩაი შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.ჭიქაში ჩაყარეთ ყინული, პიტნის ფოთლები, ლიმონისა და ლაიმის ნაჭრები, დაასხით ჯინი და შეავსეთ ჭიქა ჩაით.

4. ჯინჯერისა და პიტნის ლიმონათიimage

შემადგენლობა:

1 ჭიქა ლიმონის წვენი

1/2 ჭიქა შაქარი

4.5 ჭიქა წყალი

3-4 სმ ჯინჯერი.

1/4 ჭიქა პიტნის ფოთლები

მომზადება:

პატაქა ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და დავუმატოთ 1/2 ჭიქა წყალი, დავდგად ცეცხლზე და ვურიოთ სანამ შაქარი არ გაიხსნება. როცა მომზადდება გადმოვდგად ცეცხლიდან და დავუმატოთ თხლად დაჭრილი ჯინჯერი და პიტნა, გავაჩეროთ 10-15 წუთით და გადავწუროთ.

დოქში ჩავასხათ ლიმონის წვენი, სიროფი, წყალი, დავამატოთ პიტნის ფოთლები, ყინული, ლიმონის ნაჭრები და მოვურიოთ.

5. ალუბლისა და ანანასის ლიმონათი:image

შემადგენლობა:

1 ჭიქა ლიმონის წვენი

1/2 ჭიქა შაქარი

4.5 ჭიქა წყალი

1 ჭიქა ანანასის წვენი

1 ჭიქა ალუბალი.

მომზადება: 1/2 წიქა წყლისა და შაქრისგან მოვამზადოთ სიროფი. დავუმატოთ ალუბალი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 10-15 წუთით. შემდეგ გადავწუროთ.

დოქში ჩავასხათ ანანასის, ლიმონის წვენი, წყალი და მოვურიოთ.

ჭიწაში ჩავყაროთ ყინული. დავასხათ 2 სუფრის კოვზი ალუბლის სიროფი და შევავსოთ ჭიქა წვენით. ჭიქა მორთეთ ანანასის ნაჭრებით და ალუბლით.

0
288
1-ს მოსწონს
ავტორი:ANNA B
ANNA B
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0