x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გაიგეთ მეტი ნეოლითური არქიტექტურის შესახებ
image


ნეოლითური არქიტექტურა ეწოდება იმ მშენებლობის იმ სტილს, რომლითაც მსოფლიოში შენდებოდა ქალაქები, დაბები და სოფლები ძვ.წ. 10, 000 წლიდან ძვ.წ. 2000 წლამდე. ძვ.წ. მე-100 საუკუნეში ბევრი დასახლება ჩნდება ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე. სირიაში, ერაყში, ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის ვრცელ ტერიტორიებზე. ეს უკვე სამიწათმოქმედო კულტურები იყო. მიწათმოქმედთა დასახლებები შეიქმნა ევროპის ტერიტორიაზე უკვე ძვ.წ. 70-ე საუკუნეში, ხოლო ცენტრალურ ევროპაში ძვ.წ. 5, 500 წელს (მაგალითად ვინჩა, სტარჩევო კოროსი და ლინერბანდკერამიკი). ასეთი დასახლებები მაშინდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი ნეოლითური ქალაქების კარგი მაგალითებია:

ძვ.წ. 9000 წლის ქალაქი ანატოლიაში, თურქეთის ტერიტორიაზე - გობეკლი ტეპე.

ძვ.წ. 8000 წლის ქალაქი თურქეთში - ნევალი კორი.


ძვ.წ. 8350 წლის ქალაქი სირია-ლევანტის ტერიტორიაზე - იერიქონი. ეს ქალაქი ეკუთვნოდა ეპიპალეოლითურ ნატუფიურ კულტურას.

ძვ.წ. 7500 წლის ქალაქი თურქეთში - ჩათალჰუიუკი.

ძვ.წ. 7000 წლის ქალაქი პაკისტანში - მერგარი.

ძვ.წ. 5400 - 2800 წლებში აყვავებული კუკუტენი-ტრიპილიას კულტურის უდიდესი და კარგად განვითარებული 3000-ზე მეტი ქალაქი, ბევრი მათგანი 15, 000-ზე მეტი მოსახლითაც კი უკრაინის, რუმინეთის და მოლდავეთის ტერიტორიაზე.

და ძვ.წ. 3500 წლის სკარა ბრე, ორკნეის კუნძულების და შოტლანდიის დიდი ქალაქები.


და კიდევ ათასობით ასეთის ჩამოთვლა შეიძლება, ბევრი მათგანი ჯერ არც კი აღმოუჩენიათ. როდესაც ვუყურებთ ამ დროის ქალაქების არქიტექტურის აღდგენილ ან შემორჩენილ ნიმუშებს უკეთ გვექმნება შთაბეჭდილება თუ რაოდენ საინტერესო და განვითარებული იყო არქიტექტურული სტილი, კულტურა და მშენებლობის ტექნოლოგიები ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-100 საუკუნიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე მთელ მსოფლიოში და ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს კაცობრიობის უდიდეს და ძალიან საინტერესო წარსულზე.


ქვის ხანის სახლის არქიტექტურა ვესექსში



ასე აშენებდნენ სახლებს დუნაის ნაპირებზე მცხოვრები ხალხები.

დუნაის ხალხის სახლები




დუნაის ხალხების სახლის არქიტექტურა


ჩათალ ჰუიუკის ნაწილის რეკონტრუქცია


ნეოლითის პერიოდის სოფლური დასახლების სახლი:

ნეოლითის არქიტექტურა - სახლი ძვ.წ. მე-100 საუკუნეში


ძვ.წ. 3200-2300 წლებში არსებული ქალაქი ალმერია იბერიის ნახევარკუნძულზე დაცული იყო საფორტიფიკაციო ნაგებობებით მტრების მოსაგერიებლად და გარშეორტყმული ჰქონდა გალავანი:


ქალაქი ალმერია - ძვ.წ. 3200 წელი. იბერიის ნახხევარკუნძული


ნეოლითური სამარხი


ნეოლითური ხანის დაბის მშენებლობის პროცესის რეკონსტრუქცია:


ნეოლითური დაბის მშენებლობა


ქალაქი ჩათალჰუიუკი:


ჩათალჰუიუკი


შუმერული ქალაქი ურუქი ძვ.წ. 35-ე საუკუნეში:


ქალაქი ურუქი


ნეოლითური ხანის შუმერული ქალაქის არქიტექრტურა:


შუმერული ქალაქი


ორკნეის კუნძულების ნეოლითური სოფელი:


ორკნეის კუნძულების ნეოლითური სოფელი


შუმერული არქიტექტურა:


შუმერული არქიტექტურა


ძვ.წ. მე-40 საუკუნის ტაძარი კუკუტენი ტრიპილიას კულტურის ერთ-ერთ ქალაქში - ნებელივკაში:


ძვ.წ. მე-40 საუკუნის კუკუტენი ტრიპილიას ტაძარი



ძვ.წ. მე-40 საუკუნის კუკუტენი-ტრიპილიას კულტურის ქალაქებში უკვე აშენებდნენ, ორ, სამ და ზოგჯერ მეტსართულიან შენობებს.


ძვ.წ. მე-40 საუკუნის კუკუტენი ტრიპილიას სახლი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
821
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0