x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
"რამდენი ენაც იცი,იმდენი ადამიანი ხარ"
ესპანური ნენტრი "იბერია", რომელიც მდებარეობს ქართულ-ევროპულ უმაღლესს სასწავლებელ GEU-ში და ასევე საქართველოს სხვა რამდენიმე უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ცენტრის ფილიალები.ცენტრს ხელმძღვანელობს ქეთი გორგილაძე, რომელიც საქართველოსა და ესპანეთს ამეგობრებს ერთმანეთთან.

image

ქართველი ქალი, რომელმაც საქართველო და ესპანეთი დაამეგობრა


1.როდის დაინტერესდით ესპანეთით? -ესპანეთი თავისთვის მოვიდა ჩემში. ვიხსენებ, ვიხსენებ და არ მახსენდება .ბავშვობაში ვუყურებდი ფილმებს სიღარიბეზე, ესპანეთი ღარიბული ქვეყანაა. გერმანიაში ყოფნისას არ მქონია ინტერესი, როდესაც იყო შანსი გადავსულიყავი, მაგრამ არ ვინდომებდი და ერთხელაც, რომ აღმოვჩნდი გამოცდი ამ ქვეყნით.სულ სხვა წარმომედგინა და დამხვდა ევროპის ცივილიზებული ყველაზე მაგარი ქვეყანა ევროპაში.



2.ოც წელზე მეტია, რაც ესპანეთში ცხოვრობთ. ბოლო წლებში მუდმივ მოძრაობაში ხართ ესპანეთსა და საქართველოს შორის . რა გახდა ამის მიზეზი? - ესპანეთი ჩემი მეორე სამშობლოა . სწორედ ამიტომ დავაკავშირე ეს ორი ჩემი სამშობლო ერთმანეთს.მიხარია ქართველებს, რომ ვამცნობ იქაურ წესებსა და ტრადიციებს და ვაყვარებ, ასევე ესპანელებს საქართველოს.


3.როდის შეიქმნა ესპანური ცენტრი "იბერია"?- 2006 წელს ესპანეთში ჩამოყალიბდა ცენტრი, ხოლო საქართველოში ფილიალი გაიხსნა 2016 წელს .

4.თქვენს გარდა ვინ ხელმძღვანელობს ცენტრს? - საქართველოში ცენტრს ხელმძღვანელობს ესპანური ენის პედაგოგი ლანა გვახარია.


5.ცენტრში, როგორც ქართველი ასევე სხვა ეროვნების სტუდენტებიც არიან ჩართულები.როგორ ეწყობიან ისინი ერთმანეთს?- გადასარევად .ესპანელი პედაგოგის როდრიგოს ხელმძღვანელობით შეიქმნა გაზეთი "საქართველოზე", გაერთიანდნენ ქართველი და ესპანელი სტუდენტები და არაჩვეულებრივად იმუშავეს . გაზეთი ორ ენაზეა.


6.ცენტრი ფუნქციონირებს თბილისის "ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში." ასევე ბათუმსა და ქუთაისის უნივერსიტეტებშიც გაქვთ გაფორმებული მემორანდუმი. რა საერთო მიზანი აქვთ ცენტრში მონაწილე ყველა სტუდენტსა და პედაგოგს? - ამ კვირაში ცენტრს ვხსნით სოხუმის უნივერსიტეტში და ასევე ქართულ-ამერიკულში, უკვე ვფუნქციონირებთ ორ კავკასიაშიც.მიზანია ესპანური კულტურის გაცნობა .ასევე სტუდენტების წაყვანა გაცვლითი პროგრამებით . გაცნობა ევროპული მოდელის და ამ ცოდნის საქართველოში ჩამოტანა და ქართველ სტუდენტებზე გაზიარება.


7.ესპანური ენის გარდა ცენტრს დაემატა იტალირი ენის კურსები, სადაც პარალელურად იქნება იტალიერი პედაგოგი, როგორც ესპანურენოვან ჯგუფში ესპანელი და ქართველი ენაცვლება ერთმანეთს.როგორ ეწყობიან სხვადასხვა ეროვნების პედაგოგები ერთმანეთს და ასევე სტუდენტებს? - შემოგვიერთდა იტალიური ცენტრი, შევეწყვეთ გადასარევად .ესპანელი პედაგოგები გვყავს ასევე ჩამოდიან ლექტორები და ძალიან კარგად თანამშრომლობენ .


8.გეგმავთ სხვა უცხო ენის/ენების დამატებას?- კი ვგეგმავთ. პირველი იქნება გერმანული ენა, რადგან გერმანიიდან გვაქვს შემოთავაზებები და საჭიროა ცენტრს დაემატოს გერმანული ენის კურსები.


9.თქვენ გქონდათ თბილისში, 2016 წლის ივლისში გამოფენა-გაყიდვა ესპანური და ქართული პროდუქციისგან შექმნილი ხელნაკეთი ნივთების.გეგმავთ თუ არა მსგავსი ღონისძიებების მოწყობას მომავალში?- იქნება ძალიან ბევრი. ესპანეთიდან ჩამოდის ხუთი გოგონადან შექმნილი ჯგუფი, მათ შორის არის ვიზაჟისტი მარია, რომელსაც უმუშავია ცნობილ სახეებთან და აქ ჩაატარებს სამ დღიან ტრეინინგს და პარარელულად გოგოებთან ერთად წარმოადგენს გამოფენას ხელნაკეთ თავსამკაულებს სვაროვსკის თვლებით გაწყობილს.ასევე იგეგმება ქართული პროდუქციის გატანას ესპანეთში.


10.ამჯერად თქვენ გაქვთ ახალი პროექტი "ფეხით მსოფლიოს გარშემო", რომელიც ითვალისწინებს ესპანური ენის შესწავლას ბავშვებისატვის.რა ასაკის ბავშვებისტვისაა გათვალისწინებული ეს პროექტი? - პროექტი შეიმუშავა და ჩამოაყალიბა სამუელმა და მოიტანა ჩვენამდე . 6 წლიდან შეუძლია ბავშვს ჩერთოს . სახელმწიფო სკოლებმა მოგვცეს თანხმობა, რომ შევიტანოთ ესპანური ენის გაკვეთილები მათ სასწავლო პროგრამაში და ახლა ვგეგმავთ ბაღებში.


11.მომავალში უფრო დიდი გეგმები თუ გაქვთ? - უზარმაზარი გეგმები გვაქვს.ძალიან ბევრი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით.ესპანურ-ქართული კვლევისა და ინოვაციის ცენტრი გავხსენით და ეს უკვე გრანდიოზულია.ჩართულები არიან ესპანელი მეცნიერები.


12.მომავალი თვის დასაწყისში ბრუნდებით უკან ბადრიდში, როგორ უხელმძღვანელებთ ცენტრს საზღვრებს მიღმა? ესპანეთიდან მშვენივრად ვხელმძღვანელობ.იქიდან უფრო ვარ მობილიზებური ბუხართან ჯდომის დროს ვიდრე აქ, როდესაც სულ გადარბენაზე ვარ.13.როდემდე უნდა იყოთ ორ ქვეყანას შორის შუამავალი? კარგი კითხვაა, თუმცა პასუხი არა მაქვს.ყოველდღე ვეკითხები ჩემს თავს, მაგრამ ჯერ უცნობია.


0
165
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ფახურიძე
ანი ფახურიძე
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0