x
მეტი
  • 27.05.2018
  • სტატია:77363
  • ვიდეო:330075
  • სურათი:433480
თუ გიყვართ მარწყვი, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუ მარწყვის მოყვარული არ ხართ, აუცილებლად უნდა გახდეთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ზაფხულის წვნიანი და გემრიელი ხილია, არამედ იმიტომ, რომ ის მეტად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ხილი მდიდარია ნუტრიენტებით და ანტიოქსიდანტებით (ასევე C ვიტამინით). იხილეთ 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ სეზონზე მარწყვი.

image

1) აძლიერებს იმუნიტეტს
მარწყვი ვიტამინი C-ს შესანიშნავი წყაროა. ძუძუმწოვრების უმრავლესობა - გარდა ადამიანისა - ამ ვიტამინს ბუნებრივად გამოიმუშავებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ამ ვიტამინის დღიური ნორმის მიღება. მარწყვი C ვიტამინის შემცველობის გამო შესანიშნავია იმუნიტეტისათვის, ასევე არის ძალიან კარგი ანტიოქსიდანტი. image2) კარგია მხედველობისთვის
მარწყვში არსებული ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს კატარაქტის თავიდან აცილებას, რომელიც ხანდაზმულ ასაკში სიბრმავესაც კი იწვევს. ჩვენი თვალები საჭიროებს C ვიტამინს, რათა დაცული იყოს ულტრაისფერი გამოსხივებისგან. ზემოთხსენებული ვიტამინი ასევე დიდ როლს თამაშობს თვალის ბადურის და რქოვანას გაძლიერებაში.image3) კანის მოვლა
მარწყვი შეიცავს სალიცილის მჟავას და ალფა ჰიდროქსლის მჟავას, რომლებიც ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას, აკნეს და აშორებს მკვდარი კანის უჯრედებს. სახის ნიღაბი მბზინავი კანისთვის მარწყვისგან ასე მომზადდება: დაჭყლიტეთ 4-5 მარწყვი და აურიეთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს. წაისვით სახეზე, დაიტოვეთ სანამ გაშრება და ჩამოინბანეთ.

image4) დაბერების საწინააღმდეგო
ვიტამინი C მარწყვში ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, ატონიზირებს კანს და აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი.
image5) აფერხებს კიბოს წარმოშობას
ვიტამინი C, ფოლიტი, ანთოციანინები, კვარციტინი და კაემპეროლი მხოლოდ რამდენიმე ფლავონოიდია რომელსაც მარწყვი შეიცავს, რომლებიც შესანიშნავი ანტიოქსიდანტები არიან. ერთად ისინი ქმნიან ბრწყინვალე დამცავ ხაზს კიბოს და სიმსივნის ზრდის წინააღმდეგ. მარწყვის რეგულარული მიღება კიბოს უჯრედების და მეტასტაზების წარმოქნის რისკს ამცირებს. image6) დიაბეტი
კვლევები აჩვენებს, რომ მარწყვს, რომელსაც აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, შეუძლია შეამციროს 2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი. გარდა ამისა, კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მარწყვის მიღება აუმჯობესებს გლიკემიურიკონტროლს დიაბეტით დაავადებულთა შორის.image7) კბილების გამათეთრებელი
მარწყვი შეიცავს ვაშლის მჟავას, ბუნებრივი კბილის მათეთრებელს. შეურიეთ გახეხილი ნაყოფი საცხობ სოდაში და წაისვით კბილებზე. დაიტოვეთ 5 წუთით და მსუბუქად გამოიხეხეთ კბილები ჯაგრისით.image8) ძვლების ჯანმრთელობა
მანგანუმის, ვიტამინების C და K და პოტასიუმის შემცველობა მარწყვში ხელს უწყობს ძვლის ჯანმრთელობას. ვიტამინი K და პოტასიუმი ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივეს სხეულში კალციუმის შენარჩუნებით.image9) ინსულტი
მარწყვში ანტიოქსიდანტებს ანთების საწინააღმდეგო ძალა აქვს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედების ფორმირებას, რაც ინსულტს უკავშირდება.image10) წონის დაკლება
მარწყვი ხელს უწყობს ადიპონექტინი და ლეპტინიის წარმოებას, რომელთაგან ორივე ცხიმის მწველი ჰორმონებია. ისინი ხელს უწყობენ მადის დაქვეითებას, გლუკოზის შემცირებას და სხეულის წონის და ცხიმის შემცირებას, რაც ხელს უწყობს წონაში კლებას. image

გისურვებთ ჯანმრთელობას!


image

2
243
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
243
  
18 მაისი, 6:13
დიდი მადლობა გვანცა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის, ნამდვილად არ ვიცოდი ესენი
18 მაისი, 0:24
ახლა ვჭამდი მარწყვს ზუსტად:)))
0 1 2