x
მეტი
  • 19.10.2018
  • სტატია:81763
  • ვიდეო:333793
  • სურათი:438925
"მესამე მსოფლიო ომი არ იქნება"- დალაი-ლამა

image
" მესამე მსოფლიო ომი არ იქნება"- ამის შესახებ ტიბეტური ბუდიზმის ლიდერმა, დალაი-ლამამ ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში, თავის რეზიდენციაში რუსეთის წამყვან მეცნიერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.


მე ვფიქრობ, რომ არ იქნება, უპასუხა მან კითვაზე, იქნება თუ არა მესამე მსოფლიო ომი იმ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, განსაკუთრებით რუსეთსა და ამერიკას შორის. მისი თქმით, ბირთვული ომის შემთხვევაში მოკვდება ყველა ცოცხალი ორგანიზმი პლანეტაზე. ასე, რომ დღეს ყველა უნდა დაეყრდნოს საღ და ობიექტურ აზრს.


ბუდას ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დღეს, თანამედროვე მსოფლიოს 7 მილიარდი მოსახლეობა დამოკიდებულია ერთმანეთზე.


"რუსეთს სჭირდება დასავლური სამყარო და ამერიკა, მათი ტექნოლოგიები, ხოლო დასავლეთს სჭირდება რუსეთი, რადგან მათ აქვთ დიდი ბუნებრივი რესურსები.

კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ცხოვრობდნენ ურთიერთპატივისცემით.რუსეთს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდგომარეობა, ის არის მნიშვნელოვანი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის."- განაცხადა დალაი-ლამამ.

" პრობლემის ნამდვილი მიზეზი არის კონკურენცია. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მშვიდობიან მომავლისთვის ეკისრება განათლებას და მეცნიერებას.


ადრე ხალხი ცხოვრობდა უფრო იზოლირებულად და ჩაკეტილად, დღეს ეს 7 მილიარდი მსოფლიოს მოსახლეობა, ერთმანეთან დაკავშირებულია, ისე როგორც ერთი ოჯახი.ნებისმიერი პრობლემა ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა, ასეთი პრობლემები კი უნდა გადაწყდეს ადამიანურად, შეხვედრებით საუბრებით.

თუ ჩვენ პირველები შევქმნით პრობლემას და მერე ვეცდებით იარაღის ძალით მოგვარებას, ეს ეწინააღმდეგება ლოგიკას....იარაღი მხოლოდ კლავს და უფრო მეტი სიძულვილი მოაქვს"- განაცხადა დალაი-ლამამ.

0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0