x
მეტი
  • 15.08.2018
  • სტატია:79435
  • ვიდეო:332212
  • სურათი:436653
საკმარის წყალს სვამთ?-როგორ შევამოწმოთ კანი გაუწყლოებაზე

თუ თქვენი კანი უსიცოცხლოდ გამოიყურება, ნუ იჩქარებთ ძვირადღირებული კოსმეტიკის ყიდვას. შესაძლოა, თქვენს კანს წყალი აკლია.

image

წინ ზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წყლის მოხმარებას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა წყალი უნდა დალიოს.

სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა დღიური ნორმის ნახევარ სითხესაც კი ვერ იღებს ზოგჯერ.

იმის გასარკვევად კი, აკლია თუ არა ჩვენს ორგანიზმს წყალი, უბრალო მეთოდი არსებობს, რომელსაც მეცნიერებიც იზიარებენ.

იმისთვის, რომ შევამოწმოთ, თუ რამდენად ელასტიურია კანი, საჩვენებელი და ცერა თითით ამოსწიეთ კანი, თითქოს უნდა უჩქმიტოთ, და ცოტა ხანი ასე, თითებს შუა გეკავოთ, შემდეგ კი გაუშვით.

თუ კანს სითხე ყოფნის, ის მაშინვე პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.

გამომშრალ კანს სუსტი ტონუსი აქვს.თითების გაშვების შემდეგ ის ნელნელა დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და თუ ამას 2-3 წამი დასჭირდა, აუცილებლად უნდა შეავსოთ წყლის ბალანსი ორგანიზმში.

კანის ტონუსი ავადმყოფობის დროსაც ქვეითდება.თუ კუჭ-ნაწლავის მუშაობის მოშლა აღგენიშნებოდათ, ამ შემთხვევაშიც დიდი რაოდენობით სუფთა წყალი უნდა მიიღოთ.

ეს განსაკუთრებით პატარა ბავშვებს ეხებათ, რომელთაც გაუწყლოება უფრო მალე ემართებათ, ვიდრე მოზრდილებს.

სითხის დეფიციტი შარდის ფერითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ. ნორმალურ მდგომარეობაში ის გამჭვირვალე უნდა იყოს და მკვეთრი სუნი არ უნდა ჰქონდეს. გაუწყლოების დროს კი შარდს მუქი ყვითელი შეფერილობა და მკვეთრი სუნი აქვს.

და ბოლოს, სვით სუფთა, უგაზო წყალი. მიუხედავად იმისა, რომ წყალი სხვა სასმელებში და კერძებშიცაა, ორგანიზმს ასეთი სახით მისი შეთვისება შეიძლება გაუჭირდეს, სხვა მინარევების გამო.


0
49
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0