x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
8 ნიშანი იმისა,რომ თქვენი შურთ და გაძაგებენ
image

ჩვენ მუდმივად ვცხოვრობთ იმ ადამიანების გარშემო, რომლებთანაც ურთიერთობა გვიწევს: მეგობრები, მეზობლები, კოლეგები, ახლო ნათესავები - ეს გახლავთ კომუნიკაციის ძირითადი არეალი. სამწუხაროდ, ამ ხალხში გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ფარულად შურს თქვენი და თუ საშუალება მიეცათ გაძაგებენ კიდეც. ასეთმა ადამიანებმა შესაძლოა გაგიფუჭონ ცხოვრების ხარისხი და ავტორიტეტი, ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ შური ხელს უწყობს საშინელ ქმედებებსაც კი.


შურიანი სჯობს თავიდანვე გავშიფროთ და ნელ-ნელა ჩამოიშოროთ, ქვემოთ გთავაზობთ შურიანი ადამიანის 8 ძირითად ნიშანს.


1)კომპლიმენტები და მუდმივი ქება-თუ შეამჩნევთ, რომ ადამიანი მუდმივად კომპლიმენტს გეუბნებათ, ხშირადაც უმიზეზოდაც კი, ეს არის შურის პირველი ნიშანი. ასეთ ადამიანებს მხოლოდ თქვენი აბუჩად აგდება სურთ და ბრმა შური ამოძრავებს.


image


2)თქვენს წარმატებას არ აღიქვამს-მეორე პუნქტში ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის, არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად უხარიათ თქვენი წარმატება, შეგაქებენ, მაგრამ შურიანი ისე წარმოაჩენს, რომ თქვენი წარმატება სუფთა წყლის შემთხვევითობაა და იტყვიან, რომ უბრალოდ გაუმართლა, რომ ამის გაკეთება ყველას შეეძლო.უნდა იცოდეთ, რომ ის ამ დროს ბოღმისგან იხრჩობა.

image


3)ტრაბახობს და ბაქიბუქობს-ალბათ შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყურადღების ქვეშ მოექცნენ, თუნდაც საამისო არც არაფერი ნიშანი ჰქონდეს, ასე იქცევიან შურიანი ადამიანები და ისინი ხელიდან არ გაუშვებენ შანსს, რომ თავიანთი მიღწევებით იტრაბახონ, მაშინაც კი, თუ ამისთვის არავითარი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ.დააკნინოს სხვა, იყავით ყურადღებით, ასეთი ადამიანებს შეუძლიათ ყოველგვარი სინდის ქეჯნის გარეშე მიითვისონ თქვენი წარმატებებიც.

image


4)მიმბაძველობა-ეს კატეგორია, უფრო "ლაითი შურის" მატარებელია.ადამიანი, რომელიც გბაძავთ ყველაფერში. ჩაცმიდან დაწყებული დ საუბრის მანერებით დამთავრებული.ამბობს რომ თქვენი ფანია და კოპირებას ახდენს მთლიანად თქვენი ცხოვრების.

image


5)კონკურეცია-ასეთ ადამიანები ცდილობენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცონ, რომ სხვებზე უკეთესები არიან. ფსიქოლოგი მელანი გრინბერგი აღნიშნავს, რომ შურიან ადამიანები ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, ამიტომ არასწორ, ცუდ მეთოდებს იყენებენ გამარჯვების მოსაპოვებლად.

image



6)თუ მარცხი შეგემთხვა-შურიანი ადამიანი ბედნიერი იქნება რაიმე ცუდი თუ შეგემთხვევა. ის განუგეშებთ კიდევაც, მაგრამ გულში უხარია, სხვათა შორის ამას ადვილად იგრძნობთ.

image


7)ჭორები-თუ გაიგე, რომ შენს ზურგსუკან ჭორაობენ, ეცადე გაიგო პირველწყარო, აი ის არის შენი მოშურნე, გაავრცელოს ჭორები, ეს მისი საყვარელი საქმიანობაა.

image


8)უმიზეზოდ სძულხართ-თქვენ მისთვის არაფერი დაგიშავებიათ, არ მიგიციათ რაიმე საბაბი, მაგრამ სძულხართ, ეს უპირველეს ყოვლისა შურის ნიშანია.არც შეეცადოთ ასეთ ადამიანს თავი მოაწონოთ, ეს შეუძლებელია. უკეთესია სამუდამოდ ამოშალოთ ის თქვენი ცხოვრებიდან.

image



0
1040
17-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1040
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0