x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ნახეთ როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება უკანასკნელი 20 წლის მანძილზე

ბოლო 2 ათეული წლის მანძილზე, მსოფლიომ უდიდესი პროგრესი განიცადა და მთელი რიგი სისხლეების დანერგვით, ტექნოლოგიების განვითარების ისტორიაში, კუთვნილი ადგილი დაიკავა.
ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებს მოესწრო, ეხსომება, რომ 1998 წელს მობილური ტელეფონი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, ხოლო ინტერნეტი, უამრავ ადამიანს მიუწვდომელი ეგონა.


image


დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის, მსოფლიო შეიცვალა...
აქ წარმოგიდგენთ ინფორმაციას, იმ ძირითადი ცვლილებებს შესახებ, რომელიც მსოფლიოში, ბოლო 20 წლის მანძილზე განხორციელდა:


მსოფლიოს მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა

image


1998 წელს მსოფლიო მოსახლეობის საერთო რაოდენობა მნიშვნელოვან ნიშნულს მიუახლოვდა. მაშინ დედამიწაზე 5, 9 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მომდევნო წელს - 6 მლრდ. გახდა.
ბოლო 20 წლის მანძილზე, მოსახლეობა თითქმის ნახევარი მლრდ-ით გაიზარდა.


მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი ქალაქებშიც

image
ეს მასშტაბური პროცესია, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთნაირად ვითარდება.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 20 წლის წინ, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები ცხოვრობდა ქალაქში.
მაგრამ, 2007 წლისთვის, ქალაქის მოსახლეობა უკვე 50%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. ხოლო, დღეს, ეს მაჩვენებელი უკვე 55%-ია.


შენობებმა წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიეს

image


1998 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, მალაიზიაში ახლად აშენებული Petronas Twin Towers იყო. მისი სიმაღლე 451 მ-ს შეადგენს. მას შემდეგ, უამრავი ცათამბჯენი აშენდა და ყოველ ჯერზე, შენობის სიმაღლე თანდათანობით იზრდებოდა.
ამჟამად, ყველაზე მაღალი 828 მ. სიმაღლის ბურჯ-ხალიფა (ხალიფას კოშკი) არის, დუბაიში.
რაც შეეხება Petronas Twin Towers-ს, ის მაღალი შენობების რეიტინგში, მე-15 ადგილზე ჩამოვიდა.


ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა

image


დღეს რთული წარმოსადგენია ჩვენი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. თუმცა, ის სწორედ ასეთივე იყო 20 წლის წინაც: 1998 წელს აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 41% ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. Pew Research Center მონაცემების თანახმად, დღეს ეს მაჩვენებელი 89%-მდე გაიზარდა.
1998 წელს შეიქმნა კომპანია Google, თუმცა ის მაშინ სულ სხვანაირი იყო.


სოციალურმა ქსელებმა მსოფლიო დაიპყრეს

image
დღეს ინტერნეტის გამოყენების ყველაზე ხშირი მიზეზი სოც. ქსელი არის. სულ უფრო მეტი ადამიანი გადის რეგისტრაციას, რაც მათ ერთმანეთთან ურთიერთობის და ახალი ამბების გაგების საშუალებას აძლევს. 20 წლის წინ, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.
პროგნოზის მიხედვით, 3 წლის შემდეგ, სოც. ქსელების მომხმარებელთა რაოდენობა 3 მლრდ. ადამიანმე გაიზრდება.


მობილური ტელეფონიაუცილებლობას წარმოადგენს და თითქმის ყველას აქვს


image


ისევე როგორც ტექნოლოგიის სხვა სახეებმა, მობილურმა ტელეფონებმა ფართო გავრცელება ჰპოვა, ბოლო 20 წლის მანძილზე.
ასე, მაგ., აშშ-ს მოსახლეობის 95% აქვს მობილური ტელეფონი. შედარებისთვის, 1996 წელს, ის მხოლოდ 60% -ს ჰქონდა.


გაჩნდნენ უპილოტო ავტომობილები

image


მხოლოდ 20 წელი გახდა საჭირო, უპილოტო ავტომობილებთან დაკავშირებული ოცნების ასასრულებლად. დღეს ასეთი მანქანა, უკვე ჩვენი რეალობის ნაწილია.
ასეთი ავტომობილების შექმნის იდეა, გასული საუკუნის 90-იან წლწბში გაჩნდა და დღეს უკვე უპილოტო მანქანა ტესტირების რეჟიმშია. აღნიშნული პროექტით, ისეთი ცნობილი კომპანიები დაინტერესდნენ, როგორიც არის: Tesla, GM, Ford, Uber, Google და Apple.


კლიმატის შეცვლა სამწუხარო რეალობად იქცა

image


მეცნიერები უკვე დიდი ხანია, კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობენ. თუმცა, ამ ცვლილების ეფექტი, ჩენთვის შესამჩნევი მხოლოდ ბოლო წლებში გახდა.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესები დიდი სიჩქარით მიმდინარეობს. ძალიან ცხელი იყო ჩენთვის ბოლო 4 წელი. არის ქვეყნები, რომლებშიც კლიმატის ცვლილება ქარიშხლის და წყალდიდობის გახშირებით აისახა. არის ქალაქები, რომლებსაც დატბორვის საფრთხე ემუქრება.
ეკოლოგიის საკითხებს სულ უფრო დიდი როლი უკავია საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგშ.


წინა პლანზე ახალი სოციალური საკითხები გამოვიდა

image


ყველა თაობას, წინა პლანზე, ახალი-ახალი სოციალური საკითხები გააქვს. დღეს ყველაზე აქტუალური არათანასწორობის პრობლემა არის. ამასთან, არა მხოლოდ შემოსავლების, არამედ გენდერული, რასობრივი, სამართლებრივი და ბევრი სხვა თვალსაზრისით.
ბოლო წლების ტენდენციას წარმოადგენს ლგბტ-თემის ბრძოლა სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვისთვის. თუმცა არის ქვეყნები, სადაც მსგავსი პრობლემები არ არსებობს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image10 საინტერესო ფაქტი ტექნოლოგიების შესახებ
ტელეფონით უკვე ნამდვილი კოცნის გაგზავნა შეიძლება

ტექნოლოგიური ცვლილებები და ადამიანის ჩვევები ილუსტრაციებში

1
271
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
271
  
2018, 6 ივნისი, 11:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1