x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრინჯი დარიშხანს შეიცავს!-როგორ მოვხარშოთ სწორად?
უამრავი დიასახლისი და გამოცდილი მზარეულებიც კი ვერ ხარშავენ ბრინჯს სწორად. არასწორად მომზადებული ბრინჯი კი თურმე ჩვენს ჯანმრთელობას აყენებს საფრთხის ქვეშ. ბრინჯი დარიშხანს შეიცავს!-ეს ინფორმაცია ჟურნალმა The Telegraph-მა გაავრცელა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია.

საქმე იმაშია, რომ ბრინჯი ცნობილი აბსორბენტი გახლავთ. ადამიანების ორგანიზმში ის ტოქსინებს იწოვს და მათგან გვათავისუფლებს, მაგრამ ასევე წარმატებით იწოვს იმას, რაც ნიადაგშია. ბრინჯის პლანტაციებში კი უხვად იყენებენ პესტიციდებს. სწორედ ამ გზით ხვდება დარიშხანი ბრინჯში. ეს, რათქმაუნდა, სასიკვდილო დოზა არ გახლავთ, მაგრამ მისი თანდათანობით დაგროვება ჩვენს ორგანიზმში უამრავ გართულებას და მძიმე დაავადებებს იწვევს. დარიშხანით ამუშავებენ იმ კონტეინერის კედლებსაც, რომელშიც ბრინჯს ინახავენ და რომელსაც ტრანსპორტირებისთვის იყენებენ, რომ მღრღნელებმა ბრინჯი არ დააზიანონ.

image

იმისთვის, რომ ბრინჯში დარიშხანის შემცველობა მაქსიმალურად შევამციროთ, საჭიროა დავიცვათ ინსტრუქციები მისი გარეცხვისას და მომზადებისას.


ცნობილია, რომ იაპონელები და ჩინელები ბრინჯს მოხარშვამდე 7-ჯერ რეცხავენ გამდინარე წყალში. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრინჯის მომზადება უცბად გადაწყვიტეთ. ზოგადად კი, აჯობებს თუ ბრინჯს მთელი ღამით გააჩერებთ დიდი რაოდენობით წყალში. ამ შემთხვევაში, თუ ჟურნალ The Telegraph -ს თუ დავუჯერებთ, დარიშხანის შემცველობა ბრინჯში 80%-ით შემცირდება.imageგარდა ამისა, წინასწარ დამბალ ბრინჯს ის უპირატესობაც აქვს, რომ ძალიან მალე, დაახლოებით 13 წუთში იხარშება და გემოც უკეთესი აქვს.

აი, როგორ უნდა მოვამზადოთ ბრინჯი, რომ დარიშხანის შემცველობა შევამციროთ და სტუმრებიც სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი ნახელავით:

1. ავიღოთ ერთი წილი ბრინჯი და 5 წილი წყალი

2. დაასხით ბრინჯს წყალი და დატოვეთ მთელი ღამით.

3.დილით გადაღვარეთ წყალი და ბრინჯი კარგად გარეცხეთ რამდენჯერმე, სანამ წყალი სულ გამჭვირვალე არ გახდება.

4. გარეცხილი ბრინჯი გადაიტანეთ სუფთა ტილოზე და აცალეთ შეშრობა.

5. მოსახარშად, 1 წილ ბრინჯზე 1, 5 წილი თბილი წყალი აიღეთ.

6. დაუმატეთ მწიკვი მარილი. მარილი ბრინჯის გემოვნურ თვისებებს გააუმჯობესებს.

7. მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს ძალიან დაბალზე. დააფარეთ თავსახური.

8. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთით და ამ დროის განმავლობაში ოდნავადაც კი არ ახადოთ ქვაბს თავსახური!

9. ძალიან გემრიელი, ფანტია და სრულიად უსაფრთხო ბრინჯიც მზადაა!

image

0
498
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
498
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0