x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შიმშილი აახალგაზრდავებს!

image


ამ დასკვნამდე მივიდნენ მასაჩუსეტსი ტექნიკური ინსტიტუტის (Massachusetts Institute of Technology, MIT) ბიოლოგები. მათი მტკიცებით, საკვების მიღებისგან, გარკვეული დროით, თავის შეკავება, აუმჯობესებს ნაწლავების ღეროვანი უჯრედების რეგერენაციის (სრული განახლება) უნარს. მეცნიერები ამ აზრამდე თაგვებზე ჩატარებული, არაერთი ექსპერიმენტის შედეგად მივიდნენ: მღრღნელებს საკვები არ მისცეს 24 საათის მანძილზე. ამის შემდეგ, მათი ნაწლავებიდან ღეროვანი უჯრედები გამოყვეს და ხელოვნურად გაზარდეს.
როგორც გაირკვა, შიმშილის დროს, უჯრედში ცვლილება, ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მიმართულებით ხორციელდება: გლუკოზის ნაცვლად, ცხიმოვანი მჟავეების დაშლა იწყება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნის პროცესს – უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უჯრედების გაახალგაზრდავება 2-ჯერ უდრო სწრაფად ხდება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა, მათ ისეთი წამლის შექმნაში დაეხმარებათ, რომელიც ხანდაზმული პაციენტების სამკურნალოდ გამოდგება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების შემთხვევაში. გარდა ამისა, პერსპექტივაში ისეთი პრეპარატის შექმნაც არის, რომელიც ონკოავადმყოფებს, ქიმიოთერაპიის შემდეგ, გამოჯანმრთელებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაეხმარებათ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

«სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან

თავის ტვინს, დამოუკიდებლად, სხეულის გარეშე არსებობა უკვე შეუძლია!
სუიციდი ორგანული დაავადების შედეგი არის, რომლის პროგნოზირებაც შეიძლება

3
131
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
131
  
2018, 15 ივნისი, 17:00
შიმშილი ერთია, შიმშილობა - სხვა. აქ საუბარია განტვირთვის დღეების მოწყობაზე: მაგ., კვირაში 1 დღე მხოლოდ წყალი უნდა სვათ.
2018, 15 ივნისი, 16:46
[შიმშილი აახალგაზრდავებს!]

მაშინ აფრიკელები სულ ახალგაზრდები უნდა იყვნენ. . .
2018, 10 ივნისი, 20:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3