x
მეტი
  • 15.08.2018
  • სტატია:79435
  • ვიდეო:332212
  • სურათი:436653
როგორ მივიღოთ სტიპენდია აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლებლად?

image


სტუდენტების დაფინანსება - ეს ის აქტუალური საკითხია, რაც დღეს ახალგაზრდების უმეტესობას აწუხებს. უმაღლესი განათლების მიღება, სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილისთვის არც ისე ხელმისაწვდომია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მოტივირებულ ახალგაზრდებს დღეს უზარმაზარი ხელშეწყობა აქვთ. მათ დაფინანსებაზე ზრუნავს როგორც საგანმანათლებლო სექტორი, ისე კერძო ბიზნესი.

უნივერსიტეტებს შორის დღეს მოწინავე პოზიციებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იკავებენ. აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს ”ცოდნის ფონდი” წლიური გადასახადის დიდ ნაწილს უფინანსებს. გარდა ამისა, ყოველწლიურად ტარდება სპეციალური კონკურსები აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ. საპრიზო ფონდი 1 000 ლარიდან იწყება და 2 500 ლარს აღწევს. უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება არაერთი კონკურსი, მათ შორის, ადამიანი და სამართალი ან ჟურნალისტური წერის კონკურსი. მათში გამარჯვება მომავალ სტუდენტებს აძლევს გარანტიას, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში იმაზე ნაკლებს გადაიხდან, ვიდრე რეალურად ფიქრობენ.

ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა წარმტებული სტუდენტების დაფინანსება უშუალოდ იმ კომპანიებისგან, რომლებიც მათი პოტენციური დამსაქმებლები არიან. ამის კარგი მაგალითია ახლახანს ”ნიკორასა” და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, სტუდენტები ”ნიკორას” სახელობის სტიპენდიას მიიღებენ. კვების ტექონოლოგიებს პროგრამის რეიტინგის მიხედვით 4 ყველაზე მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტს 1 სემესტრის განმავლობაში ”ნიკორა” ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას გადაუხდის.ყოველისემესტრის დასაწყისში რეიტინგები გადაიხედება და კვლავ დაფინანსდება რეიტინგით მოწინავე 4 სტუდენტი.

image

სტიპენდიის მიღების შესაძლებლობით კმაყოფილები არიანსტუდენტები. კვების ტექნოლოგიების პროგრამის ერთ-ერთი სტუდენტის გვანცა ქურდაძის განმარტებით, სტიპენდიის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები სრულად სწავლაზე კონცეტრირდებიან.

”ნიკორას” სტიპენდია ზრდის მოტივაციას, სტუდენტებს გვიჩნდება განცდა, რომ მხოლოდ სწავლითაც შესაძლებელია დაფინანსების მოპოვება. მეტი მოტივაცია გვექმნება, რომ სწავლაზე სრული კონცენტრირება გავაკეთოთ.” -განმარტავს გვანცა ქურდაძე.

სტუდენტების შერჩევა მოხდება სემესტრის განმავლობაში მათ მიერ მიღებული ქულების მიხედვით. საწყის ეტაპზე სტუპენდია 2 მე-3 კურსელი და 2 მე-4 კურსელი სტუდენტი მიიღებს.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ვატო ლეჟავას განმარტებით, უნივერსიტეტისთვის ეს დაფინანსება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან პოტენციურ დამსაქმებელსა და სტუდენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საწყისი ურთიერთობები ყალიბდება.

”გარდა იმისა, რომ სტიპენდიის მეშვეობით სტუდენტები მიიღებენ ფულად დახმარებას, ეს ზოგადად მათი აკადემიური მოსწრების წახალისებასაც გამოიწვევს. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტები გააცნობიერებენ, რომ მომავალი დამსაქმებელი მათი განათლებითა და კვალიფიკაციით დაინტერესებულია” - განაცხადა ვატო ლეჟავამ.

”ნიკორას” გენერალური დირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის განმარტებით, მათი მიზანია კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაცია და სფეროს განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა სტუდენტების დაფინანსებაც.

„ნიკორამ” დაიწყო განათლების დაფინანსება, რაც დღევანდელ საქართველოში ყველაზე მეტად დეფიციტურია. ფაკულტეტის არჩევა შემთხვევით არ მომხმდარა. „ნიკორა“ კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია საქართველოში. ჩვენი მიზანია კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. „ნიკორას“ მიერ სტიპენდიის დანიშვნაც სწორედ ამ ფაკულტეტის სტუდენტების მეტად მოტივირებას ემსახურება“ - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

image

უნდა აღინიშნოს, რომ აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ნაწილი უკვე დასაქმებულია ნიკორაში, მოცემული სტიპენდია კი სტუდენტთათვის შესაძლოა კარიერული წინსვლის წინაპირობა აღმოჩნდეს.

საბოლოო ჯამში, სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე საქართველოში განათლების მისაღებად. მათ ხშირად ეხმარებიან, რომ სწავლაზე კონცენტრირდნენ და საკუთარი თავის რეალიზება მაქსიმალურად მოახდინონ. ამ მხრივ ფინანსური ხელშეწყობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, მის მისაღებად კი მონდომება და დაუღალავი შრომაა საჭირო.

1
33
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
33
  
19 მაისი, 22:51
არადა 2013 წელს გვხურავდნენ,მაგრამ ვერ მივართვით. მარგველ გამო გარაჟიდან:)))
0 1 1