x
კოსმოსი - გაიგეთ ყველაფერი მზის სისტემის შესახებ
image
როგორ წარმოიქმნა მზის სისტემა? დიდი აფეთქების შემდეგ, რომელიც 15 მილიარდი წლის წინ მოხდა, პირველი გალაქტიკა წარმოიშვა. შემდეგ ვარსკვლავებმა ღრუბლებისა და მტვრისგან ფორმა მიიღეს და საბოლოოდ მზის სისტემა ჩამოყალიბდა. მიაჩნიათ, რომ ეს კონდენსირებული მტვერი, აირი და ვარსკვლავისებური მატერიაა.

მზის სისტემაში შედის: მზე და ცხრა პლანეტა, 130-ზე მეტი თანამგზავრი (ბევრი ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი), უამრავი პატარა კომეტა და ასტეროიდი, ასევე პლანეტათაშორისი სივრცე.

გიგანტური პლანეტებია: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.

შედარებით პატარა პლანეტებია: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი.


პატარა პლანეტა პლუტონი ყველაზე შორეულია და ყინულოვანი.

ვენერა ყველაზე ცხელია - 464 გრად. და პლუტონი ყველაზე ცივი - -230 გრად. სატურნს 47 მთვარე და უზარმაზარი წრიული სისტემა აქვს, რომლის სიგრძე ერთი კიდიდან მეორემდე 275000 კმ-ია. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ პლუტონი სულაც არ არის პლანეტა და თუ არის, მაშასადამე, უნდა იყოს სხვა მატერიებიც, რომლებიც ჯერ არ აღმოუჩენიათ.

1996 წელს NASA-ს (აშშ-ის კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო) მისიამ აღმოაჩინა სიცოცხლის მიკროსკოპული ფორმების ნაკვალევი. იგი სამი მილიარდი წლით თარიღდება. ვარაუდობენ, რომ ოდესღაც მარსზე სიცოცხლე იყო. დღეს დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, სადაც ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწიდან 150 მილიონი კმ-ით არის დაშორებული, მზე იმდენად ცხელია, რომ დედამიწას სიცოცხლისთვის აუცილებელი სინათლითა და სითბოთი ამარაგებს. მზე ძალიან დიდია, მისი დიამეტრი 1, 4 მილიონი კმ, დედამიწის დიამეტრი კი მხოლოდ 12755 კმ-ია. სინათლე მზიდან დედამიწამდე რვა წუთში აღწევს.

მზის_სტრუქტურა მზის ბირთვში წამში 700 მილიონი ტონა ჰიდროგენი ჰელიუმად გადაიქცევა. ეს პერმანენტული ბირთვული რეაქცია განუზომელ ენერგიას წარმოქმნის და მზე ანათებს. აქვს თუ არა მზეს ღრუბლები? დიახ. უზარმაზარი, კაშკაშა წყალბადის ღრუბლები იმ ადგილებშია, სადაც მზის ლაქები წარმოიქმნება. ლაქების ირგვლივ განლაგებული მზის შვერილები დიდი გავარვარებული აირის ღრუბლებია, რომლებიც მზის ზედაპირიდან ამოიფრქვევა.

მზე 5 მილიარდი წელია, რაც აქტიური ვარსკვლავია და როგორც ჩანს, კიდევ 5 მილიარდი წელი ასე იქნება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ იგი გაიზრდება, დედამიწას შთანთქავს და წითელ გიგანტად გადაიქცევა. შემდეგი მილიარდი წლის განმავლობაში მზე თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი გახდება, ხოლო შემდეგი ტრილიონი წელი მის გაგრილებას დასჭირდება.

მზესთან ყველაზე ახლოს ოთხი კლდოვანი პლანეტაა. მერკური და დედამიწა ყველაზე მკვრივია. ვენერას საღამოს ვარსკვლავსაც უწოდებენ, რადგან ღამის ცაზე ყველაზე მეტად კაშკაშებს. მარსი მეწამული ფერისაა და წითელი პლანეტის სახელითაა ცნობილი. დემოსი და ფობოსი ორი პაწაწინა მთვარეა, რომლებიც მარსის გარშემო მოძრაობენ. ყველაზე ძლიერი ტელესკოპითაც რომ შეიარაღდეთ, ისინი სინათლის წერტილებად ჩანს. კოსმოსური ხომალდით ჩატარებულმა კვლევამ ისინი ბნელ, უფორმო ობიექტებად დააფიქსირა. ფობოსი ღრმულებითაა დაფარული. ორივე პლანეტაზე კრატერებია. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს მთვარეები ასტეროიდის სარტყელის ნაწილი იყო, რომელიც მარსმა მიიზიდა.

დედამიწას ცისფერ პლანეტად მოიხსენიებენ, მისი ზედაპირი დიდი ოკეანეებითაა დაფარული, ცაში კი მუდმივად ღრუბლები მოძრაობენ. დაახლოებით 4, 6 მილიარდი წლის წინ მტვერი და ცხელი აირები ახალფორმირებული მზის ირგვლივ ტრიალებდნენ და სფეროს ქმნიდნენ. სწორედ სფეროს შიგნით მიმდინარე პროცესების შედეგად შეიქმნა დედამიწა.

ვენერა ყველაზე ცხელი პლანეტაა. პლანეტას გარს გოგირდმჟავას სქელი ფენა აკრავს. თუ კოსმოსური ხომალდი ვენერაზე დაჯდება, იგი უთუოდ ფერფლად იქცევა.

აირისგან შემდგარი გიგანტები - იუპიტერი და სატურნი უდიდესი პლანეტებია. იუპიტერი უფრო მეტს იწონის, ვიდრე ყველა პლანეტა ერთად აღებული. სატურნი ცნობილია თავისი უმშვენიერესი სარტყელით. ურანი 1781 წელს აღმოაჩინეს. პლანეტა ცივი აირის გოლიათია. მის გარშემო 27 მთვარე მოძრაობს და 11 შავი რგოლი აქვს. ნეპტუნი ცისფერი პლანეტაა, თეთრი ღრუბლებით, რომლებიც მეთანის ყინულოვანი კრისტალებისგან წარმოიქმნა.

123

კოსმოსის კვლევა ყოველთვის ოცნების საგანი იყო. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან, ჰერბერტ უელსის შემოქმედებიდან და ადრეული კინოფილმებიდან. 1957 წელს “სპუტნიკი'' პირველი ხელოვნური თანამგზავრი იყო, რომელიც 1961 წელს კოსმოსში გაფრინდა. მთვარეზე დაჯდომა (1969-1972 წწ.) კაცობრიობის უდიდესი მიღწევაა. შემდეგ “სქაილების'' კოსმოსური სადგური შექმნეს და კოსმოსური ხომალდების მრავალჯერადი გაშვების პროგრამაც დაიწყო. ადამიანის უშუალო მონაწილეობის გარეშე გრძელდება კოსმოსის კვლევა, კეთდება აღმოჩენები და უსაზღვროა ჩვენი გაოცებაც.

0
483
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0