x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცოლმა და ქმარმა 30 წელი ერთად იცხოვრეს...

image

imageცოლმა და ქმარმა ერთად 30 წელი გაატარეს. ერთობლივი ცხოვრების 30-ე წლისთავზე, ჩვეულებისამებრ, ცოლმა ფუნთუშა გამოაცხო — ის ამას ყოველ დილით აკეთებდა და ფუნთუშის ცხობა, ერთგვარ ტრადიციად ითვლებოდა ოჯახში. საუზმეზე მან ფუნთუშა სიგანეზე გაჭრა, ორივე მხარეს კარაქი წაუსვა და ქმრისთვის ზედა ნაწილის მიცემა გადაწყვიტა. მაგრამ, შუა გზაზე ხელი გაუჩერდა...

ქალმა გაიფიქრა: «ჩვენი ერთობლივი ცხოვრების წლისთავზე, მე თვითონ მინდა ფუნთუშის ამ დაბრაწული ნაწილის ჭამა. მე მასზე 30 წლის მანძილზე ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს, 30 წელი სამაგალითო ცოლი ვიყავი, გავზარდე უმშვენიერესი ვაჟები, ყოველთვის გვერდში ვედექი და ოჯახსაც უნაკლოდ ვუძღვებოდი».

ეს გადაწყვეტილება მიიღო და მეუღლეს ფუნთუშის ქვედა ნაწილი გაუწოდა, ხოლო თვითონ – ზედა დაიტოვა. ის ამის გამო, თავს დამნაშავედ არ თვლიდა, მაგრამ მაინც განიცდიდა — მან ხომ 30 წლის ტრადიცია დაარღვია!

ქმარმა გამოართვა ფუნთუშის ზედა ნაწილი და უთხრა:
— ფასდაუდებელი საჩუქარი გამიკეთე დღეს, საყვარელო! 30 წელია არ მიჭამია ფუნთუშის ჩემი საყვარელი ქვედა ნაწილი, რადგან ვთვლიდი, რომ ის შენ გიყვარდა და გეკუთვნოდა კიდეც.

imageimage თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ბედი და «შემთხვევითობა»

ღარიბი საქმროს ისტორია

სიყვარული... დეტალებშია (ილუსტრაციები)

20 ილუსტრაცია ცოლ-ქმრული სიყვარულის შესახებ

0
319
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0