x
მეტი
  • 16.08.2018
  • სტატია:79482
  • ვიდეო:332236
  • სურათი:436680
დონა სამერი-დისკოს დედოფალი

image


წლის წინ, 2012 წლის 17 მაისს ფილტვის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი პოპ და დისკო მომღერალი დონა სამერი, მომღერალს, რომელსაც "დისკოს დედოფალი" შეარქვეს.გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.


***8 წლის ასაკიდან საეკლესი გუნდში მღეროდა, შემდეგ კი შეუერთდა როკ-ჯგუფს "Crow", სადაც ერთადერთი შავკანიანი შემსრულებელი და ერთადერთი გოგონა იყო ჯგუფის იტორიაში.

image

***18 წლის იყო დონა, როდესაც დატოვა ბოსტონი და გაემგზავრა ნიუ-იორკში სადაც გაიარა ქასტინგი მიუზიკლზე "Hairs", ერთი წლის შემდეგ მიუზიკლი ევროპაში დადგეს, ამის შემდეგ მომღერალმა ევროპაში დარჩენა გადაწყვიტა, მოეწყო ვენის ოპერაში, პარალელურად მოდელობით ირჩენდა თავს და სხვა მომღერლებს ბეკ-ვოკალით ეხმარებოდა.

image

***მისი პირველი სინგლები "The Hostage" და "Lady of the Night" ევროპული, კერძოდ, ჰოლანდიის, საფრანგეთის და გერმანიის ტოპ-40-ში მოხვდა.თავიდან მშობლიური ამერიკის ჩარტების დაპყრობა გაუჭირდა, იმ დროს აშშ-ში ისევ ქანთრი-ბლუზური მოტივები იყო პოპულარული.

***პირველი დიდი წარმატება დონას მოუტანა სიმღერამ "Love to love you baby"(1975), მოღერალი დიდხანს ფიქრობდა როგორ შეესრულებინა სიმღერა, ბოლოს სტუდიაში შუქი ჩააქრობინა და დაიწყო სიმღერა დაბალ ეროტიულ ხმაზე წარმოიდგინა თითქოს საყვარელ მამაკაცს უმღეროდა, ჟურნალმა Time-მა სიმღერის გახაგრძლივებულ ვარიანტში, რომელიც 17 წუთი გრძელდება მომღერლის 22 ორგაზმი დაითვალა.


***პოპულარობის ზენიტი მომღერლისთვის 1979 წელს დადგა, როდესაც გამოვიდა ალბომი Bad Girls, რომელიც წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა და "გრემის" პრემიაც დაიმსახურა.

image

ალბომიდან უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ორი სიმღერა "Hot Stuff" და "Bad Girls", რომელმაც მსოფლიო ჩარტები დაიპყრო.



***დონა სამერს ეკუთვნის ორი რეკორდი: იგი პირველი მომღერალი გახდა მსოფლიოში, რომლის ორმაგმა ალბომებმა ყველაზე მეტჯერ დაიკავა პირველი ადგილი Billboard 200-ში და პირველი მომღერალი, რომლის 4 სინგლიც ერთი წლის განმავლობაში Billboard Hot 100-ს მოექცა სათავეში.


image


***დონა იხსენებს როგორ შექმნა სიმღერა "She Works Hard for the Money"(ის ასრულებს მძიმე სამუშაოს ფულისთვის).

"გრემის დაჯილოდებაზე ვიყავი ქალთა ტუალეტისკენ გავემართე, როდესაც დავინახე დამლაგებელი, მოხუცი ქალი, რომელსაც ბარის კუთხეში დაღლილობისგან დასძინებოდა, რამდენიმე წუთში შემოცვივდა ქალების ჯგუფი და და იქაურობა სულ დასვარეს, მაშინვე ეგ გავიფიქრე, ღმერთო ჩემო ეს ქალი რამდენს მუშაობს, რომ რაღაც თანხა აიღოს, ხელი დავავლე ჩემს მენეჯერს და იქვე სააბაზანოში ტუალეტის ქაღალდზე დავწერე ეს სიმღერა."


***1980 წელს დონამ უკანასკნელი ალბომი ჩაწერა დისკოს სტილში "The Wanderer", ეს ის პერიოდია, როდესაც დისკო უკვე პოპულარული აღარ არის, შემდგომ მომღერალი აქტიურად განაგრძობს მოღვაწობას სოულის და პოპ-როკის ჟანრში, მართალია უწინდელი წარმატება ვეღარ გაიმეორა, თუმცა რამდენიმე ჰიტი მაინც შექმნა, თუნდაც "This Time I Know It's For Real", რომელიც აშშ-ში და დიდი ბრიტანეთში "ოქროს" სტატუსი შეიძინა.


***დინა სამერმა მთლიანად გაყიდა 130 მილიონი ჩანაწერი, იგი არის "გრემის" 6 გზის მფლობელი, 1992 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, მან თავის შემოქმედების მანძილზე 7-ჯერ გამართა მსოფლიოს გარშემო წარმატებული ტურნე, რომელიც ყველა კონტინენტს მოიცავდა.

image

*** დინა სამერი გარდაიცვალა 2012 წლის 17 მაისს ფლორიდაში სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 2013 წელს მომღერალი "როკ-ნ როლის დიდების დარბაზში" შეიყვანეს.



image

ტესტი:მუსიკალური ვიქტორინა

image

Deep purple(დიფ ფარფლი)-50 წელი სცენაზე, ფინალური აკორდი და გზა "უსასრულობისაკენ"

image

«Modern Talking» 35 წლის შემდეგ, გერმანული დისკოჯგუფი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

image

ტესტი-ვიქტორინა-გამოიცანით ვინაა ასახული ფოტოზე?-გასული საუკუნის პოპულარული მუსიკოსები

image

0
38
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0