x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"როგორ უნდა "შეაბა" რუსის ქალები"-სახელმძღვანელო არგენტინელი ტურისტებისთვის
image

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ (AFA) დაიმსახურა მწვავე კრიტიკა სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოცემული მეგზური-ბუკლეტის ერთი ქვეთავის გამო, სადაც საუბარია "როგორ უნდა აცდუნო რუსის გოგონები"


ბუკლეტში საუბარია იმაზე, რომ თუ გინდა რუსის ქალს მოეწონო "უნდა გამოიყურებოდე სუფთად, კარგად გეცვას და სასიამოვნო სურნელი აგდიოდეს."


ამასთანავე ბუკლეტი ასწავლის არგენტინელ ჟურნალისტებს და ტურისტ-მამაკაცებს, რომ რუსის გოგონებმა " იციან თავის დაფასება."



ამ ქვეთავმა აღშფოთება გამოიწვია არგენტინულ საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცეხლი დატრიალდა. AFA-მ უკვე წაშალა ქვეთავი.

image


არა და სამახსოვრო ბუკლეტი გამოქვეყნდა ბუენოს -აირესში გამართული ლათინური ამერიკის ისტორიაში სექსიზმის და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე მსხვილი მანიფესტაციიდან ერთი თვის თავზე.


არგენტინელი სპორტული ჟურნალისტი ნაჩო კუტელო ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ჟურნალისტების რიგში, რომელიც უფასო კურსებს გადიოდა რუსულ ენასა და კულტურაში.

ქვეთავი ასე იწყებოდა:

"რუსის ქალები ლამაზები არიან, ამიტომ ბევრ მამაკაცს მათთან დაწოლა სურს.შესაძლოა, მათაც უნდათ(ქალებს), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ასევე არიან ადამიანები, რომელთაც სურთ იყვნენ სასურველები და გააჩნიათ განსაკუთრებული გრძნობები. არ ჰკითხოთ სულელური კითხვები სექსის შესახებ, რუსებისთვის, სექსი არის ძალიან პირადი, მასზე საუბარი არაა საჯაროდ მიღებული "


ბუკლეტი ასევე მოუწოდებს მამაკაცებს წინასწარ მოემზადნონ "ქალის შესაბმელად": "რუსის ქალს მოსწონს ის მამაკაცი, რომლებიც ინიციატივას ავლენენ და თუ ასე არ ხართ დარწმუნებული, მაშინ ნუ დაიწყებთ ქალთან საუბარს."

image

(უნდა აღინიშნოს, ეს ყველაფერი რომ საკმაოდ მიამიტურად გამოიყურება, შეიცავს სექზისმის ელემენტებს და ბავშვურ დარიგებას უფრო ჰგავს.-ავტ.)


როგორც ჟურნალისტი ნაჩო კუტელო აღნიშნავს, არგენტინული საზოგადოების კრიტიკის და მწვავე კომენტარების შემდეგ, კურსების დასრულებამდე წაშალა ეს თავი AFA-მ.


რუსული სეგმენტის რეაქციაც უარყოფითი გახლავთ:


"ჯერ ჩვენი ნაკრები უნდა იხმარონ ჩემპიონატზე და მერე ჩვენი ქალები.ჩემპიონატი მართლა ზეიმია რუსებისთვის?"


ზოგი ხუმრობის ხასიათზე დადგა:"დაბანილი და სუფთად ჩაცმული კაცი ყველა ქალს მოსწონს."

2
811
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
811
  
2018, 17 მაისი, 9:55
))))) გამაცინე
2018, 17 მაისი, 9:53
ამათ ეტყობა ქართველ კაცებზე არაფერი გაუგიათ და რეპეტიტორები თუ უნდათ ,აქ არიან.
0 1 2