x
მეტი
  • 15.08.2018
  • სტატია:79435
  • ვიდეო:332212
  • სურათი:436653
გირჩის ნარკოპოლიტიკა - უნდა მოხდეს თუ არა ნარკოლიბერალიზაცია საქართველოში?

გირჩის ნარკოპოლიტიკა


საქართველოში დღევანდელი მოცემულობით აკრძალულია ფაქტობრივად ყველა ტიპის ნარკოტიკი. გამსაღებლებზეც და მომხმარებლებეც ნადირობაა გამოცხადებული. ევროპის კონტინენტზე საქართველოს აქვს ოფიციალურად ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. იმ დღის შემდეგ რაც ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით ასეთ პოლიტიკას ვაწარმოებთ და კარგად ვნახეთ რა შედეგებამდეც მიგვიყვანა ასეთმა მიდგომამ. ადამიანებს ერთი გრამი ექსტაზის გამოც ციხეში ვუშვებთ. დღეს ეს რეალობა გვაქვს. ასეთ პირობებში საქართველოში შემოდის ძალიან ბევრი ახალი ნარკოტიკი. მომხმარებელმა კი არაფერი იცის ამ ახალი ნარკოტიკების შესახებ. ვინაიდან ეს იყიდება არარეგულირებულად და გადაუმოწმებლად, არასანდო ხელის მიერ. არ იცის მოსახლეობამ არც მათი მიღების წესები, არც დოზირება, არ ვიცით თუ რა ფორმით უნდა მიიღოს ადამიანმა და რასთან ერთად არ შეიძლება რომ მიიღოს. ცოტა ხნის წინ ნარკოტიკების მოხმარების გამო საქართველოში დაიღუპნენ ახალგაზრდები. ისინი აღარ დაიღუპებოდნენ რომ ექიმისგან მიეღოთ შესაბამისი ინფორმაცია ან ყიდვისას აფთიაქში მიეღოთ შესაბამისი ინფორმაცია ამ საშუალებების მოხმარების დიდი რისკების შესახებ. ისინი არც მოიხმარდნენ ამ უცნობ ნარკოტიკებს საშუალება რომ ჰქონოდათ მოეხმარათ შედარებით მსუბუქი და ნაცნობი ნარკოტიკები ლეგალურად.


დავუშვათ ქვეყანაში ანტიბიოტიკი აკრძალული იყოს და იყიდებოდეს ის ასე იტაკქვეშ. არ იყიდებოდეს აფთიაქებში და იყიდებოდეს კერძო გადამყიდველებთან, ასეთი რეალობის დროს ანტიბიოტიკი მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე ნარკოტიკი. ნებისმიერი ფარმაცევტული წამლის მიერ რომ გვქონდეს ასეთი რეგულირება, ფარმაცევტული წამლებიც, რომლებიც იატაკქვეშ იქნება მოპოვებული ბარიგებისგან ნაყიდი, ისიც მოკლავს ან ზედმეტად დააზიანებს ადამიანებს, იმიტომ რომ არ გვეცოდინებოდა არც მისი ხარისხი და არც მოხმარების წესები. არც კონცენტრაცია გვეცოდინება თუ ზუსტად რამდენია კონკრეტული ნივთიერების შემცველობა წამალში აღმოჩნდება რომ უფრო მეტია ნივთიერება, მოხდება ზედოზირება და შმდეგ ლეტალური შედეგი. ოპიატების ზედოზირების შემთხვევაში მაგალითად სუთქვის ცენტრის გაჩერება ხდება. ასევე გარდაცვალება ხალხის ხდება იმის გამო რომ ყიდულობენ რაღაც ნივთიერებას რომელიც ჰგონიათ რომ არის ე.წ. მეფედრონი, რომელიც არის სტიმულატორი, ხელს უწყობს რომ ღამით არ დაეძინოს ადამიანს, შეინარჩუნოს ენერგიულობა მაგალითად კლუბში ყოფნისას და სინამდვილეში მასში აღმოჩნდება გარეული ძალიან ძლიერი ოპიატი, რომელიც მორფინზე და ჰეროინზე გაცილებით ძლიერმოქმედია, საუბარია ფენტანინზე, რომელიც შემდეგ როდესაც იძინებს მომხმარებელი სუნთქვის ცენტრს აჩერებს და ძილში გარდაიცვლება ადამიანი. ორივე შემთხვევაში ადამიანები იმის გამო კვდებიან რომ არ იციან რა ნივთიერებას მოიხმარენ და არ იციან იმის გამო რომ ამ ხალხს დასდევს პოლიცია. ის, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანები კვდებიან ამ ქვეყანაში, სინამდვილეში იმ სისტემის ბრალია, რომელიც გვაქვს. მანამ, სანამ მკაცრი ნარკოპოლიტიკა შენარჩუნდება, ეს ურთიერთობები მყიდველებსა და გამყიდველებს შორის დარჩება იატაკქვეშეთში აქ კი ხარისხის, დოზის და სიცოცხლისთვის საშიში ქმედებების და ნივთიერებების გაკონტროლება შეუძლებელი იქნება და კიდევ ბევრი ადამიანი დაგვეღუპება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ცხოვრების და ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ციხეში იმის გამო, რომ ისინი ჩავსვით მარიხუანას მოხმარებისთვის.


ფილოსოფიური არგუმენტი

თუ რაიმე ქმედების მსხვერპლი მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენი ადამიანია და სხვა არავინ. თუკი არ არსებობს მომჩივანი ვინც იტყვის რომ მეორე ადამიანმა ის დააზიანა ფიზიკურად ან დააზიანა მისი ქონება კანონდარღვევის გზით, მაშინ არ არსებობს დამნაშავე და თუკი არ არსებობს დამნაშავე მაშინ ვის იჭერ და რატომ იჭერ ან რატომაა ასეთი მძიმე სასჯელები? ნარკომანია, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლიზმი, თავის მოკვლა სწორედ ამიტომ არ შეიძლება რომ ჩაითვალოს დანაშაულად. კი ბატონო, მე ვაზიანებ ჩემს სხეულს, მაგრამ ჩემი სხეული მე მეკუთვნის თან მით უმეტეს თუ ვარ ზრდასრული და ვარ შერაცხადი. თუ ჩემს სხეულს ვერ მოვეპყარი ისე, როგორც მსურს, საერთოდ რომელ თავისუფლებაზეა მაშინ საუბარი? მაგალითად ჩვენ კარგად ვიცით, რომ ცხიმიანი საკვების ჭამა არის ძალიან მავნებელი ორგანიზმისთვის და თუ მივირთმევთ მაგალითად 60 ხინკალს ყოველდღიურად ჩვენ ძალიან შევიმოკლებთ სიცოცხლის წლებს იმიტომ რომ ეს გაგვიჩენს უამრავ დაავადებას გულს სისხლძარღვთა სისტემის და სხვა სახის დაავადებებს, შესაზლოა გამოიწვოს გესტაციური დიაბეტიც. მაგრამ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, რომ მე ეს ამიკრძალოს. მე თუ იმდენს ვერ ვხვდები რომ ეს ქცევა მე დამაზარალებს და თუ ჩემი ოჯახიც და ახლობლებიც არ მომხედავს და არ მირჩევს რომ ასე არ მოვიქცე, მაშინ სახელმწიფოს არ აქვს უფოლება რომ ამიკრძალოს ან ხინკლის ჭამაზე კვოტა დამიწესოს. ეს მთლიანად პიროვნების და ოჯახის გადასაწყვეტია. ეს პირადი საკითხია. ასევეა ალკოჰოლის, ბევრი შაქრის, ზედმეტი ყავის ან სხვა ძლიერი და სუსტი ნარკოტიკების მოხმარებაც, რომელთაც ლეტალობის სხვადასხვა მახასიათებელი აქვთ. ამის მიუხედავად თუ მე მაქვს ინფორმაცია რომ რაიმე არის სასიკვდილო და მე მას მაინც ვიღებ, ეს მთლიანად ჩემი პასუხისმგებლობაა და არა სახელმწიფოსი. სიგარეტს აწერია, რომ მოწევა კლავს, მაგრამ მე მას მაინც ვყიდულობ - ეს ჩემზეა დამოკიდებული რას ვუზამ საკუთარ სხეულს. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ამიკრძალოს თავის ნელი ან სწრაფი მოკვლა.

რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ეს არის რომ მომცეს მე როგორც მოქალაქეს ინფორმაცია იმაზე თუ რამდენად მავნებელია ჩემთვის ესა თუ ის ნივთიერება და ზუსტად განმიმარტოს ეს, გამაფრთხილოს და დანერგოს ანტი-ნარკოტიკული სწავლება საგანამანთლებლო სივრცეში და ა.შ.


ზოგი ადამიანი გირჩს ადანაშაულებს ნარკოტიკების პროპაგანდაში, მაგრამ ეს დემაგოგიაა, ვინაიდან გირჩი არ ამბობს, რომ ნარკოტიკები კარგია, ამბობს რომ ნარკოტიკები არის ამ ერის და სხვა სახელმწიფოების ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც ვერ გადაწყდება ძალადობრივად და ეს რომ ასეა გვიჩვენა არა მხოლოდ მსოფლიო გამოცდილებამ, არამედ ჩვენმა უახლოესმა ისტორიამ. ნარკოტიკების პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ლიბერალური მიდგომით და ესეც დამტკიცებულია საერთაშორისო გამოცდილებით. ყველაზე თვალსაჩინო მათ შორის პორტუგალიის მაგალითია. პორტუგალიას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ევროპაში ყველაზე საშინელი მგომარეობა ნარკოტიკების მოხმარების მხრივ. ის ევროკავშირი პირველ ადგილზე იყო ზედოზირებებით გარდაცვალების მხირვ. ჰყავდა პროცენტულად ევროპაში ყველაზე მეტი ნარკოდამოკიდებული და ამავე დროს ჰქონდა ჩვენავით მკაცრი პოლიტიკა. ამ პოლიტიკამ რომ არანაირი შედეგი არ გამოიღო მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი - ნარკოლიბერალიზაციით ნარკო-მაფიასთან ბრძოლა და ნარკომანების დაჭერის მაგივრად მათი დახმარება გადაწყვიტეს. ამ პროექტმა იმდენად გაამართლა რომ დღესდღეობით პორტუგალიას პროცენტულად ევროპის კონტინენტზე ყველა ზოტა მომხმარებელი ჰყავს, მოიხსნა ე.წ. "ბარიგების" პრობლემა, სიკვდილიანობაც ძალიან შემცირდა და ასევე ბევრმა ნარკომომხმარებელმა მიმართა სახელმწიფოს დახმარების თხოვნით წამლის "გადასაგდებად".

პორტუგალიაში მიხვდნენ, რომ არცერთი ქვეყნის პოლიციას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ყველა ტიპის ნარკოტიკს სდიოს. მიხვდნენ რომ მაგალითად თუ მყავს 1000 პოლიციელი, მარიხუანას, ელესდეს და მათნაირ სუსტ ნარკოტიკებს კი არ გავედევნები, არამედ სასიკვდილო ნარკოტიკებს გავეკიდები და ამაზე დავხარჯავ ჩემს დროს, ენერგიას და სახელმწიფო რესურსებს.

თუ ჩვენ გვინდა რომ დავამარცხოთ ნარკოტიკების უსაშინლესი გაველენები და გვინდა მისი მასშტაბების შემცირება, მაშინ ის უნდა გამოვიდეს დღის შუქზე. თუ დღის შუქზე გამოვა, დადგება კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი ლეტალური გამოსავლის შემთხვევებში. ხლა დამნაშავესაც ვერ ვპოულობთ არავინ იცის ვინ ვისგან და რა იყიდა. სუპერმარკეტში რომ არაყი იყიდო და მოიწამლო, დაჯარიმდება სუპერმარკეტი, პასუხს აგებს მისი მფლობელი, პასუხი მოეთხოვება დისტრიბუტორსაც და შემდეგ ქვეყანაში იმის შემომტანსაც. ასევე იქნება ნარკოტიკზეც. ამ შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება, იმიტომ რომ ყველაფერი დღის შუქზე იქნება გამოტანილი.


არ ჯობია, რომ ლიბერალიზაციის პარალელურად დაიწყოს საგანმანათლებლო სამუშაოები იმის შესახებ თუ რამდენად მავნეა ნარკოტიკი? ამაზე რატომ არ საუბრობს გირჩი ხშირადო? საქმე ისაა, რომ ადამიანი ზის და ცხვირს იჩიჩქნის (რაც არასასიამოვნო და უზრდელური ქცევაა), მაგრამ ამის ახსნის მაგივრად მოდის ვიღაც და უკნიდან თავში ურტყამს ამ ადამიანს. ეს ადამიანი ყვირის დამანებე თავი ნუ მირტყამ თავში და საზოგადოება ამართლებს ძალადობას, უბრუნდება და ეუბნება დარტყმის მსხვერპლს რომ შენ ჯობია იმაზე ილაპარაკო რომ ცხვირში თითის შეყოფა უზრდელობააო. ჯერ მოდი პირველადი პრობლემა მოვაგვაროთ, ძალადობა მოიხსნას და თავში ნუ ვურტყამთ ხალხს და მერე უკვე ვისაუბროთ და განვანათლოთ ადამიანები თუ რამდენად ცუდი და არასწორია ცხვირში თითის შეყოფა. ეს შეიძლება ზუსტი ანალოგი არაა ვინაიდან ნარკოტიკები სიცოცხლისთვის საზიანოა და ზემოტაღნიშნული ქცევა არა, მაგრამ პრინციპი გასაგებია რისი თქმაც მინდა - ჯერ ციხეში ნუ ყრიან ხალხს, შეწყდეს ისეთი პოლიტიკა რომელიც ცხოვრების წლებს ართმევს ხალხს, ბევრი კვდება კიდეც ასეთი პოლიტიკის გამო და მერე ვატაროთ უამრავი კამპანია თუ რამდენად აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი და დავნერგოთ უამრავი ამისთვის ხელშემწყობი პრაქტიკა ქვეყანაში და ასეთი პოლიტიკა სწორედაც რომ აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ნარკოლიბერალიზაციის. ხოლო ის თანხა, რომელიც ყოველწლიურად ჩვენი სახელმწიფოს მიერ იხარჯება ნარკომანების დევნასა და მათ ციხეში ჩაყრაში - კერძოდ 200 მილიონი ლარი - ლიბერალიზაციის შემდეგ დაიხარჯება ნარკომომხმარებლების მკურნალობაზე და გამოჯანმრთელებაზე. იმისთვის რომ გაჩნდეს სარეაბილიტაციო ცენტრები ამისთვის საჭიროა პირველ რიგში ნარკოტიკის მომხმარებლები გამოვიდნენ დღის შუქზე, აღარ შეეშინდეთ გამოჩენის. დღეს თუ მივიდნენ სამკურნალოდ და რეგისტრაციაზე აიყვანეს მაშინ უნდა ჩათვალონ რომ ცხოვრება დანგრეული აქვთ, იმიტომ რომ ჩამოართმევენ მანქანის მართვის მოწმობას, ჩამოართმევენ ბევრი საქმიანობის უფლებას, აუკრძალავენ საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებას და ასევე ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება ჩვეულებრივი სხვა სამუშაოს პოვნაზეც. ანუ რეალურად ამ ადამიანს ცხოვრება აღარ აქვს თუ დღეს დღის შუქზე გამოჩნდება და გულწრფელად ისურვებს რომ განიკურნოს ამ დამღუპველი დამოკიდებულებისგან. ლეგალიზაციის შემდეგ ეს ყველაფერი ბუნებრივად დალაგდება.


ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ მარიხუანა გარდამავალი ნარკოტიკია უფრო დამაზიანებელი ნარკოტიკებისკენ და მარიხუანას მომხმარებელთა დაახლოებით 13% გადადის შემდგომ ჰეროინზეო, რაც ასევე არასწორია. არანაირი კავშირი ოპიატსა და ტეტრაჰიდროკანაბიდოლს შორის არ არსებობს. მათ შორის შეუძლებელია რაიმე კავშირი არსებობდეს. როდესაც აკრძალულია ქვეყანაში მარიხუანაც, ჰეროინიც და ყველა სხვა ნარკოტიკიც გამსაღებელი, რომელიც ყიდის ნარკოტიკებს ყიდის მარიხუანასაც და სხვა ნარკოტიკსაც და როდესაც მარიხუანას მომხმარებელს ლეგალურად მისი შოვნის საშუალება არ გააჩნია, ის მიდის ისევ იმ "ბარიგასთან" მის შესაძენად და ვინაიდან სხვა ნარკოტიკებზე მოგების მარჟა უფრო მაღალია, ყველა "ბარიგა" სთავაზობს მომხმარებელს ხომ არ უნდა მას გასინჯოს სხვა ნარკოტიკიც. სწორედ ამ შეთავაზების შედეგად დაახლოებით მარიხუანას მწეველთა 13% ეთანხმება გამყიდველის ამ შეთავაზებას. ეს ის რეალური კავშირია რომელიც ამ ორ ნარკოტიკს შორის არსებობს, ხოლო სამედიცინო ენაზე, მეცნიერულად მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება არ დასტურდება.


უნდა ისჯებოდნენ თუ არა ბარიგები ლიბერალიზაციის შემდეგაც კი?


ამის საჭიროებაც აღარ იქნება იმიტომ, რომ ბარიგა როგორც ასეთი გაქრება სრული ლიბერალიზაციის შემდეგ. ჩანაცვლდება აფთიაქებით, რომლებიც იქნება მთავრობის ოფიციალურ აღრიცხვაზე და გაკონტროლდება ნივთიერებათა შემადგენლობა. შესაბამისად სიკვდილიანობაც ძალიან დაიკლებს ასევე დაიკლებს ნარკომანის ორგანიზმის დაზიანების ხარისხიც. ეს მოახდენს ახალგაზრდობის ჩათრევის პოლიტიკის გაუქმებასაც ავტომატურად და ბუნებრივად. ვინაიდან მეტი ხალხის ჩათრევა და განარკომანება არის მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. "ბარიგების" ინტერესში, რომ მეტი ნარკოტიკი გაყიდოს და მეტი შემოსავალი ჰქონდეს. თუ ბარიგა აღარ იქნება და მას ფუნქციას სახელმწიფო კონტროლი შეანაცვლებს, მაშინ "ჩათრელი" ახალგაზრდების რიცხვიც მკვეთრად შემცირდება.

დღევანდელი უმკაცრესი ნარკოპოლიტიკა მხოლოდ ნარკოკარტელების და "ბარიგების" ინტერესებშია. არაა გამორიცხული, რომ მათ მფარველობდნენ "ზევიდან". აქ ძალიან დიდი ფული ტრიალებს და პოპულიზმი და გირჩის გასვრა, ნარკოტიკების პოპულარიზატორებად გირჩის წარმოჩენა ხალხის თვალში მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ დაიფაროს ის ინტერესები, რაც მთავრობას გააცნია ამ კარტელებთან შეთანხმების გამო, ვინაიდან საუბარია ძალიან დიდ ფულზე და კოლოსალურად დიდ შემოსავლებზე. ნივთიერება რომლის დამზადებაც რეალურად ჯდება რამდენიმე ლარი ან თეთრი და მისი თვითღირებულებაც რამდენიმე თეთრია "ბარიგების" მიერ იყიდება ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ლარად, წარმოიდგინეთ მოგება, რასაც ეს ბიზნესი ტოვებს. ლიბერალიზაცია მთლიანად გააუვნებელყოფს ამ ბიზნესს. ამიტომაც ამხელა ფულის დაკარგვა არავის აწყობს და ხალხის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე გრძლდება მილიონების კეთება და სისტემა რჩება კვლავ ასეთი მკაცრი, უსამართლო და ბრუტალური, შედეგები - უარესდება. ხალხი კი მაინც ასეთ სისტემას უჭერს მხარს და ასეთ ჭაობში იქნება მანამ, სანამ არ გაიაზრებს თუ რა წერია ზემომდებარე ტექსტში....



ტექსტი აღებულია გირჩის ლიდერების: ზურაბ ჯაფარიძის და იაგო ხვიჩიას ინტერვიუებიდან


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
153
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
153
  
17 მაისი, 7:49
ნებისმიერ საუბრისას ვაფიქსირებ ჩემს აზრს და ახლობელი მყავს,რომელიც პარლამენტის წევრია. მასთან ყოველ შეხვედრისას ვესაუბრები ამ თემაზე და რომ ის სასწრაფოდ შესაცვლელია. მისი დამოკიდებულებაც ასეთია და მასაც სურს ამის ცვლილება,მაგრამ პარლამნტში აზრთა სხვადასხვაობაა ამ თემაზე,ამიტომ ვერ ხერხდება ამის მყისიერად მოგვარება და დროში იწელება. შეცვლით კი შეიცვლება,მაგრამ როდის უცნობია. კარგი ის არის,რომ პარლამენტში არიან ხალხი,ვინც ამაზე ფიქრობს და ყველა შესაძლებლობას იყენებენ ამისათვის. კანონ პროექტის მომზადებას არაფერი არ უნდა,მაგრამ მთავარი მხარდაჭერაა დეპუტატების და აქ არის პრობლემა.სხვათა შორის ნაცები და ყოფილი ნაცებშიც არიან ადამიანები,რომლებიც ეწინაღმდეგეებიან ამ კანოპროექტს,პატრიოტები და ქოცების დიდი ნაწილი. ეს ინფორმაცია მომაწოდა ხსენებულმა ჩემმა ახლობელმა და ის შეხედულება,რომ ქოცბანდა ბლოკავს ამას სიმართლეს არ შესაბამება. მე პირადად არ ვარ მომხმარებელი არცერთი ნარკოტიკის და კარგი ჯიგრიანი კახური მათრობელა მირჩევნია,მაგრამ ვარ დამოკიდებული სიგარეტზე და რა ვქნა ეხლა გამოვიდე რუსთაველზე და გუგულას ჩამოხრჩობა მოვითხოვო? არადა არ მომწონს გუგულას კანონპროექტი და ვფიქრობ ადამიანის კერძო საკუთრების ფლობის და განკარგვის უფლება ირღვევა. ზოგადად სიგარეტი არ უნდა მოიხმარო საზოგადოებაში,მაგრამ ბარში სადაც დასალევად ან ფეხბურთის საყურებლად მივდივარ,რატო უნდა გამოვიდე მოსაწევად თუ ყველა მრთავს უფლებას მოვწიო. ბევრი რამეა შესაცვლელი,მაგრამ სანამ გუგულები,ენძელები და ფოლორა ფაუნები გვეყოლება პარლამენტში ცოტა საეჭვოა
17 მაისი, 7:17
აბსოლუტურად გეთანხმები. ეს ღორობის სინდრომიც მოიხსნება აუცილებლად და უცხო ხილის. მაგარი ბიჭობა რომ გონიათ ეს, რეალურად სირობაა, მაგრამ ამის გააზრება არ მოხდება სანამ რეალობა არ შეიცვლება და ჩვენ უნდა შევცვალოთ რეალობა.
17 მაისი, 7:13
ნარკო პოლიტიკა შესაცვლელია,ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. მომხმარებელი არ უნდა მიდიოდეს ციხეში თუნდაც მარიხუანის გამო. პრობლემა ბარიგები არ არიან,პრობლემა თავად სისტემაა და საზოგადოების დამოკიდებულებაა ნაკომომხმარებლების მიმართ. "ბარიგი" საქმეები,იმიტომ მიდის კარგად,რომ ეს აკრძალულია და ადამიანს,რომელსაც სურს ნარკოტიკის მიღება,ის უკავშირდება ამ ტიპის ხალხს,რომ დაიკმაყოფილოს სურვილი. ყველა სრულწლოვანი ადამიაის გადასაწყვეტია მიღებს თუ არა ნარკოტიკს ან რას დამართებს საკუთარ თავს. მე,როცა მივიღებ აკრძალულ ნივთიერებას და ის გამოიწვევს ჩემს სიკვდილს,ეს ტრაგედია არ არის სახელმწიფოსთვის,როგორც რამოდენიმე ადამიანის გარდაცვალების დროს ისმოდა ქვეყანაში. როგორც ადამიანის თვითმკვლელობას ვერ დავარქმევთ ტრაგედიას თუ ეს გამოწვეული არ არის სხვის მიერ. მოთხოვნა ამ ნარკოტიკების მომხმარების დაშვების და მის დეკრიმინალიზაციის არის შემაშფოთებელი,როგორიც ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე დღის წინ. ნარკო მომხმარებლობა პრივილეგია არ არის და მითუმეტეს არ გაქვს უფლება მიაყენო შეურაწყოფა დანარჩენ საზოგადოებას. მთვარეზე ჩუსტებით გასვლა გინდა? შენ უნდა გქონდეს გახვიდე მთვარეზე,მაგრამ როცა შეურაწყოფას მიაყენებ სხვა ადამიანს ამის გამო,ეს დაუშვებელია. ქართველებმა ყველაფერში გადამეტება გვიყვარს და აქაცე ეგრეა. ვიღებსთ მარიხუანას ან სხვა ნარკოტიკს დღეში ასჯერ და ესგავსებიან იმ არსებებს რაც რუსტეველზე ვნახეთ. ევროპას და ამერიკას ხშირად ახსენებთ და გავიწყდებათ,რომ იქ არ არის ესეთი "ღორობა" ნარკოტიკების მიმართ,მაგრამ აკრძალული ხილი გემრიელიაო და გასკდომამდე მოვიხმართ. იმისათვის,რომ ეს არსებები არ დავინახო კიდევ ერთხელ,საჭიროა შეიცვალოს ნარკო პოლიტიკა და ასემც უქნიათ სულ მთვარეზე იყვენენ.
0 1 3