x
image
alex999
Mediator image
"მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მერე რა, თუ ხალხს ვძულვარ..." - ტრანსგენდერი ქალის წერილი

ტრანსგენდერი ქალი ადელინა ბალახაძე თბილისში მიმდინარე აქციებს ვრცელი წერილით ეხმაურება...


"პირველ რიგში დავიწყებ აქედან, არა ნარკოტიკებს ნარკოტიკები კლავს, ნარკოტიკები ვნებს ადამიანებს, ნარკოტიკის მომხმარებლები არ უნდა ჩავცხრილოთ მათ უნდა გავუწიოთ შესაბამისი დახმარება მათ რეაბილიტაცია ესაჭიროებათ და არა ციხის კედლები, ან ტყვია სუბლში, რასაც უმრავლესობა ქადაგებს ეს სიკვდილია უმეტესობა აბობს რომ ნარკომანები უნდა ჩაიცხრილონ, ამ იდეოლოგიის მატარებლები არიან კორკოტა და გრეგაძეები და ამსთანავე, გუშინ კონტრაქციაზე გამოსული ადამიანები. ნარკომოვაჭრეები და გამსაღებლები უნდა დაისაჯონ კანონის უმაღლესი სასჯელით. რაც შეეხება გუშინდელ საპროტესტო აქციას, რამდენადაც მე ვიცი, იქ მყოფი ადამიანები არავინ ამბობს, რომ ნარკოტიკი კარგია და რომ ნარკობარონები არ უნდა დაიჭირონ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლები, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლებები და რომ ცეკვა და გართობა დანაშაული არ არის. ამ ყველაფერს კი კონტრაქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან აბსოლოტურად არაადეკვატური ადმაინები არიან და მე როგორც ამ ქვეყნის შვილს, ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეს, გული მტკივა, როდესაც ვხედავ ლგბტ თემის წინააღმდეგ ამდენი ხალხი გამოდის და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე თითქმის არავინ გამოსულა. გული მტკივა როდესაც ვფიქრობ, რომ გაკეთდეს განცხადება ყველა წავიდეთ საოკუპაციო ზოლთან და ვიბრძოლოთ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად. დარწმუნებული ვარ, ამდენი ხალხი არ გამოვა საქართველოს ტერიტორიების დასაბრუნებლად.



image


ამ წუთას თქვენთან ისეთი გულწრფელი ვარ, როგორც არასოდეს ვყოფილვარ მე ერთი რიგითი მოქალაქ, პირველ რიგში ადამიანი ტრანსგენდერი ქალი ვიქნები ის პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც საქართველოს დასაცავად ბრძოლის ველზე პირველ ზოლში იდგება თუნდაც პირველივე ტყვია ჩემთვის იყოს განკუთვნილი. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მერე რა თუ ხალხს ვძულვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სამშობლო შევიძულო. ასეთი ადამიანების გამო 11 წელია სახლიდან გარეთ არ გავსულვარ 4 კედელია მთელი ჩემი სმაყარო. ყოველდღე ვხედავ დედაჩემი და მამაჩემის შეშინებულ, აწყლიანებულ თვალებს სამსახურში რომ მიდიან, ეშინიათ სახლში რომ დაბრუნდებიან ცოცხალი დავხვდები თუ არა. მეც არ მომწონს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ რასაც ვერ სცვლი იმას აღარ უნდ აებრძოლო მე ესეთი დავიბადე მე არ ამირჩევია სიკვდილის გზა ამ გზას შეგნებულად არავინ ირჩევს, ასეთი იბადები და კვდები. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები არავის დააინტერესებს მაგრამ მაინც ვიტყვი ხალხო გამოფხიზლდით ვის ებრძვით რატომ ებრძვით, რატომ ვართ დაყოფილნი ამ პაწაწინა ქვეყანაში ჯგუფებად ლგბტ და უმრავლესობა რატომ ვარ მე უმცირესობა და თქვენ უმრავლესობა?! მეც ხომ იგივეს განვიცდი ცხოვრების მანძილზე, რასაც თქვენ მეც მიყვარს მეც ვტირი მეც მიხარია მეც მტკივა ისევე როგორც თქვენ. 11 წელია ხელიდან სანთელი არ გამიგდია, მუხლებზე დაჩოქილი ვლოცულობ და უფალს მადლობას ვეუბნები ყოველი დილის გათენებისთვის და ღამე ვიძინებ იმის შიშით - გათენდება კი ხვალინდელი დღე, ან თუ გათენდება რა მელის ხვალ.


მოვუწოდებ ლგბტ ადამიანებს და უმრავლესობის წარმოადგენლებს, ასევე მთავრობასაც, შევწყვიტოთ ერთმანეთის ხოცვა, გვიყვარდეს უბრლაოდ ერთმანეთი ლგბტ თემის წევრობა არ ნიშნავს პრივილეგიას ისევე როგორც ჰეტეროსექსუალობა ყველას გავქვს უუფლება ვიყოთ თავისუფლები, მაგრამ ამ თავისუფლებასაც აქვს საზღვარი. რაც არ უნდა დავარღვიოთ, მე თუ ოდესმე ჩემი ეგრეთ წოდებული სექსუალური ორიენტაციის გამო ვინმეს შეგაწუხებთ, მაშინ დავხრი თავს და მომაჭერით. არ მინდა აღარ მინდა ამდენი სიკვდილი, აღარ მინდა ამდენი სისხლის ღვრა მეტს უბრლაოდ როგორც ადამაინი ვეღარ ვუძლებ. იმ დედებს მივმართავ, რომლებიც გუშინ პირდაპირ ეთერის დროს წერდნენ კომენტარებს, მიდით ბიჭებო შედით გაარღვიეთ კორდონი დახოცეთ დაწვით მოკალით ჩაქოლეთო. თქვენ რა იცით, რომ იმ კონტრაქციის მონაწილეებს შორის თქვენი შვილები არ იყვნენ, რომლებიც მინიმუმ ბისექსუალები არიან და მალავენ საკუთარ ორიენტაციას. დაფიქრდი, სანამ ჩემზე ხელს აწევ, რადგან უკან ბუმერანგივით დაგიბრუნდება. (სანდრო ბრეგაძეს და კორკოტას კი ვეტყვი, შეწყვიტეთ ფაშიზმის ქადაგება ამ დამშეულ ხალხს ნუღარ აღიზიანებთ მოვუსმინოთ ერთმანეთს რომ კონსესუსამდე მივიდეთ მეტი დიპლომატიურობა გვმართებს ერთამანეთისადმი. აღარ მინდა დედაჩემი ტიროდეს რომ ერთი შვილი რომელმაც ჩემი აზრით იმედები გაუცრუა მკვდარი დახვდება გეყოთ სისხლის ღვრა", - აღნიშნულია წერილში.









{თქვენთვის საინტერესო}


1. ყველას გვეგონა რომ კაიფში იყო, მაგრამ ვცდებოდით - ვინ არის ლაშა ერგემლიძე?

2. ცუნამის შედეგად, სანაპიროზე გამორიყული იდუმალი არსებები!

3. ყველაზე ჭკვიანებსაც უჭირთ ამ გამოცანის ამოხსნა (გასართობი ტესტი)

4. მუხლებზე სიარული - დაოსური პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

5. რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე გოგოზე - „აა, ფეხებით დგომა კი და ცეკვა არა?..“

5
434
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
434
  
2018, 17 მაისი, 22:46
ნარკომანიასთან დაკავშირებით ადრეც დავწეერე და ახლა ვიტყვი, როცა 2014 წელს დაფიქსირებულიიყო 50 000 ინექციურ ნარკო მომხმარებელთა რაოდენობა და ქვეყანაში სულ 6 კლინიკაა, ფასიანი და მკურნალობს მხოლოდ 800 კაცი, იქ ერის გადარჩენის შანსი 0-ს უახლოვდება.
2018, 17 მაისი, 22:43
იმე ეს ადამიანები არ მიშლის ხელს, ანუ თუ ისინი ჩემს თვალწინ ის ეთ რამეს არ გააკეტებენ , რომ გამაღიზიანონ ოთხ კედელში რაც უნდა ის აკეთოს. არის ყველა ქვეყანაში ისინი, მაგრამ არ იპყრობენ ზედმეტ ყურადღებას. აქ კიდევ პროვოკაციებზე მიდიან. მიკვირს ისიც , რომ ტრანსგენდერები ასოცირდებიან მეძავობასთან, რატო იწყებ ასე არსებობას?
რაც სეეხება სხვა რეალობას, ის ვინ მათ დასდევს და მოკლავს უარესია/
2018, 17 მაისი, 22:10
რამდენი ნარკომანი ვიცი, მეტადონის პროგრამის დასრულების მერე "კროკოდილზე", რომ შეჯდა.
სანამ იარსებებს მომხმარებელი იარსებებს წამლის "ბარიგაც", არ იქნება მომხმარებელი არ იქნება "ბარიგები".
გამოსწორებული ნარკომანი მე არ მინახია, ლოთობას იწყებენ წამლის მიტოვებიის შემდეგ.
რაც შეეხება სტატიას, მე არანაირი გართულება არა მაქვს მათ მიმართ, მხოლოდ ერთზე მაქვს აქცენტი გაკეთებული–არ უნდა დაიწყონ აფიშირება იმისა თუ რა ორიენტაციის არიან.
იყვნენ უნდათ გეი, უნდათ ლესბოსელი, უნდათ ტრანსგენდერი, მაგრამ იყვნენ ყოველგვარი აღლუმების გარეშე.
2018, 17 მაისი, 20:01
გეთანხმებით
2018, 17 მაისი, 15:49
ნარკომანებს მკურნალობა რომ არ უნდათ, რა ქნას სახელმწიფომ? გადასახადებს რომ იხდის ხალხი რომლებიც საბედნიეროდ დიდი უმრავლესობა არის საქართველოში იმ ფულით უნდა უმკურნალონ? არ სჯობია გადასახადებიდან შემოსული ფული ქვეყნის განვითარებას მოხმარდეს. რატომ უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ ნარკომანებს როცა შეიძლება საერთოდ არ გაიკეთონ ან დალიონ ეგ ნაგავი ნარკოტიკი. ომის ვეტერნებს არ აქცევენ ყურადღებას ვინც მართლა შეუნარჩუნა საქართველოს სიცოცხლე და საქართველოს მკვლელებს უნდა უმკურნალოს საქართველომ? უფლებები ყველას აქვს მაგრამ პრივილეგირებული უფლებები მოინდომეს მეწამლიებმა, ნარკომანი რომ არ არსებობდეს ბარიგაც არ იარსებებს, ნარკომანი რომ არსებობს ბარიგაც არსებობს. ნარკომანი ჩვეულებრივი ადამიანის მაგრამ ერის გენოფონდს ვერაფერს ვერ შეჰმატებს თან ქვეყანას ფინანსურად და კრიმინოგენულად აზარალებს.
0 1 5